ჯონგუკი და ლუნა მშვიდად სხედან კაფეში, მოშიებულები რბილ კრემიან პურებს მიირთმევენ. ლუნა ფეხს აბაკუნებს ნერვიულად, რაზეც ჯონგუკი ბრაზდება, რამდენჯერმე მომაკვდინებელ მზერას სტყორცნის გოგოს, მაგრამ ისეა მისი და ფიქრებში გართული, საერთოდ ვერ ამჩნევს. უკვე ზღვარზეა და აპირებს რაღაც თქვას, რომ ჰოსოკი შემოდის თეჰიონთან ერთად. ამჩნევს როგორ იტენის კიმი ჯიბეში რაღაცას, მაგრამ კითხვას ვერ ბედავს. მისი ხელიდან მზერა სახეზე გადააქვს. თეჰიონი ხვდება, რომ შენიშნა, მზერას არიდებს და მის პირდაპირ იკავებს ადგილს.
- აბა, სად მივდივართ?- კითხულობს გონზე მოსული ლუნა.
- ქვემოთ, კლდესთან რაღაც სახალისო ხდება. თან გასართობიცაა და შეგვიძლია ჯგუფში ფრენბურთი ვითამაშოთ, ისიც გავიგე, თურმე რამდენიმეს კლდეზე სდომებია ასვლა,- ამჯერად მზერას ჯონგუკს აბყრობს,- ხოდა სრულიად შესაძლებელია დანარჩენებთან ერთად მშვენივრად გავერთოთ.
- მე თანახმა ვარ, წყეული კლდე! ამჯერად აუცილებლად გადმოვხტები,- ამოთქვამს ხმადაბლა ლუნა, რაზეც გაფართოებულ თვალებს იღებს სამივესგან.
- შენც?- ყვირის თეჰიონი,- შენი ძმა რომ დარტყმული იყო, ვიცოდი, მაგრამ შენც?
- ბავშვობიდან,- იკრიჭება ლუნა,- და დღეს ვიზამ.
- არა, არა, პატარავ, მომხედე აქეთ,- ხელებს აფრიალებს ჰოსოკი, ისე არიან გაგებულით შოკირებულები, ვერცერთი იგებს ჰოსოკის წამოყრანტალებულ ზედმეტსახელს,- არსადაც არ ახვალ.
- ვინ დამიშლის, შენ?- წარბს ქაჩავს გოგო,- აბა გაბედე.
- მაგასაც ვნახავთ,- ქირქილებს თეჰიონი,- შენ რას იტყვი, გუკი?
ზედმეტსახელზე ჯონგუკი ამჯერად მზერას კიმს აბყრობს და ოდნავ შესამჩნევად აქნევს თავს.
- მაშინ წავედით! კლდე უნდა დავიბყრო!- ყვირის გულისწამღები ხმით ლუნა, კოკა - კოლის ქილას ხელს ავლებს, ისევე, როგორც საწრუპს და გარეთ გარბის.
YOU ARE READING
By My Side
Боевик- ჯონგუკ, გთხოვ,- ხელს იშვერს მისკენ,- არ მინდა შენი დაკარგვა, გემუდარები. - სურვილი აღარ მაქვს შენთან შეხვედრის,- მისი ხმა ექოსავით ჩაესმის კიმს, პირდაპირ გულისკენ იკვლევს გზას და აიძულებს მწარედ დაარტყას,- შემთხვევითაც კი. - 12.03.22 - 05.04.22