Untitled part 11

603 76 51
                                    

თეჰიონი ამჯერად მატარებელში ზის, ჰოსოკის რჩევით გადაწყვიტა ორი დღით ადრე ჩასულიყო ბუსანში. იმ სასტუმროში გაჩერდა, სადაც ჯონგუკი იყო. საიდან გაარკვია ჯონმა ყველაფერი ჯერ კიდევ არ უთქვამს, მაგრამ არც თავად ეძიება. წამოსვლისას ცოტა უცნაურად კი ესაუბრებოდა, მაგრამ დიდად ყურადღება არ მიუქცევია, როგორი დარტყმული ძმაკაცი ჰყავს, ისედაც იცის.

ბუსანში მალევე ჩადის. სასტუმროს ნომერს იღებს და დაღლილი ეცემა ზედ. ცოტაც და ჩაეძინება კიდეც, მაგრამ კარები რომ იგლიჯება და შიგნით გაღიმებული ჰოსოკი შემოდის გაშლილი ხელებით, გაოცებისგან ყბა იატაკზე უვარდება.

- აქ რას აკეთებ?- კრთება თეჰიონი და საწოლიდან იწევა.

- უჩემოდ აპირებდი წამოსვლას? თავხედო,- ტუჩებს კუმავს ჯონი.

- მაგრამ არც წამოსვლაზე გითქვამს რამე,- ატრიალებს თვალებს თეჰიონი და ისევ საწყის პოზიციას უბრუნდება.

- ანგარიში შენ უნდა გაბარო?- ბუზღუნებს და გვერდით უწვება,- წეღან მანქანა სადღაც მივაყენე და იმედია ვინმე არ დალეწავს, დაბადებას ვაწყევლინებ.

- აჰა, ანუ მანქანითაც ჩამოსულხარ,- წარბებს ქაჩავს თეჰიონი.

- ხო, აბა შენთან ერთად რა ჩამაჯენდა მატარებელში, ტვინს შეჭამდი შენი დეპრესიით,- ღმუის და ბალიშში რგავს თავს,- ჯიმინმა თქვა არ მცალიაო, ასე რომ, მე ჩამოვედი.

- და ჯონგუკს რას ეტყვი?

- რა სამწუხაროა, ყველაფერი მე დავგეგმე და დამავიწყდა, რომ ეგეც მე უნდა მომეფიქრებინა,- დრამატულად ამოთქვამს ჰოსოკი და მეგობარს კეფაში ურტყამს,- შეგიძლია დაიძინო, ჯონგუკს ლანგრით მოგართმევ.

- იმედია ყველაფერი გამოვა.

- იმედია თავად გაანძრევ ტვინს და იგივე შეცდომას არ დაუშვებ, თორემ მე ენერგია აღარ მაქვს მეორედაც ვიფიქრო ასეთი გენიალური იდეები,- ბუზღუნებს ჰოსოკი. თეჰიონს საწოლიდან აგდებს და ძილს განაგრძნობს.

By My SideWhere stories live. Discover now