Untitled part 2

754 88 22
                                    

შინ დაბრუნებულ ჯონგუკს, მხოლოდ კედელზე გაკრული ყვითელი სტიკერი ხვდება. ზედ თეჰიონის წარწერით, იმის შესახებ, რომ გვიან დაბრუნდება. დანაღვლიანებული აგდებს ნაგვის ურნაში და ოთახში შედის. ჩანთას ძლიერად ახეთქებს მაგიდაზე. რა ემართება, რა სჭირს ვერ ხვდება. გონება საშინლად არეული აქვს, გული თეჰიონთან ყოფნის დროს გიჟივით ძგერს. აქამდე ეს ასე არ იყო, ახლა რატომ ხდება ამას ახსნას ვერ უძებნის. არ უნდა კიმი მიუახლოვდეს, მასთან დრო გაატროს, საკუთარი თავის ასეთ ცვლილებას ვერ ეგუება. საწოლზე ჩამომჯდარი, თავს ხელებში რგავს. ღია კარებიდან შემოსული ცივი ნიავი სასიმოვნოდ უვლის სხეულში, მაგრამ გონებას მაინც ვერ ხსნის.

- თეჰიონ,- თავად იღებს ინიციატივას და ურეკავს მეგობარს, მეორე მხრიდან მუსიკის მაღალი ხმა ისმის,- სად ხარ?

- სადღაც, არ ვიცი. ჰოსოკთან ვარ, მალე დავბრუნდები,- და ტელეფონს უთიშავს. ჯონგუკი ოხრავს. სცხელა, თანაც ძალიან. დღეს ბიბლიოთეკაში გაატარა დრო, ლამის გაიგუდა სიცხისგან, ერთი სული აქვს როდის დაასრულებს გამოცდებს, რომ ნორმალურად დასვენება შეძლოს. მაისურს იძრობს, ახლა თუ ცივი შხაპი არ მიიღო შეიძლება გააფრინოს. აბაზანაში ლამის საათზე მეტი ატარებს დროს. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ყოველ წამს ფიქრებში იძირება და გონზე მოსვლას ვერ ახერხებს.

მხოლოდ ლოყაზე მწარედ შემორტყმის შემდეგ ხვდება, რომ უკვე გამოსვლის დროა. მხოლოდ შორტის ამარა დახეტიალობს ოთახებში, კისერზე დაკიდებული ტილოთი თმებს იმშრალებს და სანამ საკუთარ ოთახამდე მიაღწევდეს კარების ხმა ესმის, თეჰიონი თითქმის გათიშული შემოდის შიგნით, უკან ჰოსოკთან ერთად. პირდაღებული აკვირდება სიტუაციას, მეგობარი ასეთი მთვრალი კარგა ხანია არ ენახა.

- რა ჯანდაბაა,- ძლივს ამოთქვამს და კიმის დაჭერაში ეხმარება.

- არ ვიცი რა ჯანდაბა ეტაკა. ჯერ საერთოდ არ მომყვებოდა, შენდეგ ჭიქა ვერ გავაგდებინე ხელიდან,- თმებში ხელს იცურებს ჰოსოკი,- ნამჯუნიც უნდა დავტოვო სახლში, გთხოვ, მიხედე.

By My SideWhere stories live. Discover now