ივლისის შუა რიცხვებია, ჯონგუკი ბოლო გამოცდიდან გამოდის. შუალედურების შემდეგ სიხარულისგან დახტოდა ხოლმე, ახლა კი ჩაშავებული თვალებით მიიწევს ტროტუარზე, გარშემო სიცარიელეა. სიცხის გამო ყველა ერიდება გარეთ სიარულს, აქა - იქ სტუდენტები თუ გაივლიან. ჯონგუკს კი ხელში ტელეფონი ჩაებღუჯა ხელში და უკვე მეორე კვირაა გამალებით ელოდება თეჰიონის ზარს, მესიჯს ან რამე მსგავს, მაგრამ უშედეგოდ.
- ასეთ მოწყენილ ჯონგუკს ვერ ვეგუები,- მხარზე ეკიდება ჰოსოკი,- თეჰიონის გამო ხარ ასე?
- არაფერია.
- ვერ მომატყუებ, უკვე ორი კვირა გავიდა რაც კიმი დეგუში დაბრუნდა, შენ კი სახე ჩამოგტირის,- ფრუტუნებს ჯონი,- ასე არ შეიძლება, თუ გენატრება ჩვენ ჩავაკითხოთ, ან თავად ჩამოვიდეს აქეთ.
- საქმე სულ სხვა რაღაცაშია,- მის ხელს იცილებს კისრიდან,- გთხოვ, აფ მინდა ამაზე საუბარი.
- როგორ ვერ ვიტან ასეთ უჟმურ ჯონგუკს,- ატრიალებს თვალებს ჰოსოკი,- ამ დღეებში არ აპირებ სადმე გასვლას?
- არ ვიცი, არამგონია ჯერ არ გადამიწყვიტავს.
- თუ რამეს გადაწყვეტ შემატყობინე,- თვალს უკრავს ჰოსოკი და სცილდება. ჯონგუკი თავს კარგად გრძნობს მარტო ყოფნით. სახლში სიგრილეა, ჩართავს ხოლმე ტელევიზორს მაგრამ სულ ტყუილად, მაინც არაფერს უყურე ს. სადღაც სივრცეში იყურება და ისევ თეჰიონზე ფიქრობს. მხოლოდ ის უნდა რომ კიმინსახლში დაბრუნდეს, შემდეგ ალბათ ცოტათი მაინც შეძლებს ძველი ურთიერთობის აღდგენას, თუ ესეც არ მოხდება, უბრალოდ მეგობრები იქნებიან, ისეთი, გამარჯობის თქმას მაინც რომ შეძლებენ ერთმანეთისთვის.
უნდა რომ აგვისტო მალე გავიდეს, თეჰიონს უნდა თუ არა მოუწევს სეულში დაბრუნდება, უნივერსიტეტში დეგუდან ვერ ივლის. თუ ცალკე არ მოინდომებს გადასვლას, ეს ჯონგუკისთვის კიდევ ერთი პრობლემაა. მაგრამ ის მზად არის, უნდა რომ ესაუბროს და გაარკვიონ ყველაფერი რადგან ასე ყოფნა არ შეუძლია. ამას ახლა თავად კი ამბობს მაგრამ ზუსტად იცის მასთან ყოფნისას ენა მუცელში ჩაუვარდება.
YOU ARE READING
By My Side
Action- ჯონგუკ, გთხოვ,- ხელს იშვერს მისკენ,- არ მინდა შენი დაკარგვა, გემუდარები. - სურვილი აღარ მაქვს შენთან შეხვედრის,- მისი ხმა ექოსავით ჩაესმის კიმს, პირდაპირ გულისკენ იკვლევს გზას და აიძულებს მწარედ დაარტყას,- შემთხვევითაც კი. - 12.03.22 - 05.04.22