ჯონგუკი თითქოს არ სუნთქავს. უკვე მეორე დღეა საწოლზე წევს. საჭმელი ამ დილით შეუკვეთა, მხოლოდ რამდენიმე ლუკმა ჭამა, ისიც ძლივს გადაყლაპა. საწოლზე წამომჯდარმა თეჰიონს მოკრა თვალი ფანჯრიდან, კიმი მაისურის გარეშე წამოწოლილიყო. ლუკმა გადასცდა, შემდეგ ჭამის სურვილი აღარც ჰქონია.
ასე ოთახში გამოკეტილი ზის, მხოლოდ შუაღამეს გამოდის გარეთ, მაშინ, როცა ბნელა და ლამპიონის შუქები ძლივს ანათებს იქაურობას. იქვე სკამზე ჩამოჯდება და ფიქრობს ხოლმე, მაგრამ რაზე, თავადაც ვერ ხვდება.
თეჰიონი კი ჩუმად ადევნებს თვალს, დაელოდება, მთელი წელი რომ მოუწიოს, მაინც დაელოდება. ჯონგუკი ის ადამიანია, ვისაც ასე შეეჩვია, ვისაც ასე გაუღო გულის კარი. შეიყვარა, მართალია მეგობრულად, მაგრამ ის ადამიანია, ვისაც წლების შემდეგ დაახლოების საშუალება მისცა და ახლა, როცა მასთან ასე კარგად არის, არ დაკარგავს. თუნდაც იმ სიყვარულის გამო, ჯერ თავი და ბოლო რომ ვერ უპოვა.
საღამო ხანს მოიღრუბლა, ალბათ ისევ წვიმას აპირებს, თეჰიონს ძალიან მოსწონს ეს ადგილი, გეგმავს ხშირად ამოვიდეს ხოლმე. ჯონგუკი ისევ არ ჩანს, იმედები გადაწურული აქვს, მაგრამ არ ნებდება. არეულ საწოლში წვება, საბანს თავზე იფარებს და პატარა სარკმელზე ფარდას აფარებს, მთვარის შუქი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ადგილას ეცემა. თეჰიონი დაძინებას აპირებს, რომ კარებზე კაკუნის ხმა ისმის. დენდარტყმულივით იწევა საწოლიდან. წამებში აღებს კარს და სერიოზული სახით მდგარ ჯონგუკს ხედავს. სული ეყინება, პირდაპირ თვალებში უმზერს, უკითხავად შედის შიგნით და სავარძელში იკავებს ადგილს.
- ჯონგუკ,- ხმაჩამწყდარი ამოთქვამს.
- მე...- თითქოს ჯერ კიდევ ვერ მოუყრია თავი სიტყვებისთვის,- დიდხანს ვფიქრობდი.
აპაუზებს, თითებს აწვალებს. ერთულება.
- ძალიან გამიჭირდა,- ოხრავს და თეჰიონს მზერას არიდებს,- ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რა იგულისხმე, რის მიღწევას ცდილობ.
YOU ARE READING
By My Side
Acción- ჯონგუკ, გთხოვ,- ხელს იშვერს მისკენ,- არ მინდა შენი დაკარგვა, გემუდარები. - სურვილი აღარ მაქვს შენთან შეხვედრის,- მისი ხმა ექოსავით ჩაესმის კიმს, პირდაპირ გულისკენ იკვლევს გზას და აიძულებს მწარედ დაარტყას,- შემთხვევითაც კი. - 12.03.22 - 05.04.22