Untitled part 3

749 86 32
                                    

მზე აცხუნებს, თითქოს საერთოდ არ ადარდებს რამდენად გაათბობს დედამიწას. ჯონგუკი გაოფლილი წევს საწოლზე, დილის თორმეტი საათია, მაგრამ მას ისევ სძინავს. სხეულზე ნახევრად წამოეფარა გადასაფარებელი. არც კი იცის სცხელა თუ უბრალოდ სხვა მიზეზია ამისთვის.

- ჯონგუკ?- თეჰიონის ხმა ისმის ოთახში, კიმი ფრთხილად უახლოვდება საწოლს.- ჯონგუკ, გამოფხიზლდი.

ოდნავ ანჯღრევს მისი ოფლიანობიფ შეშინებული. გადასაფარებელს მთლიანად აშორებს და ამჯერად საწოლზე ჯდება. მხრებში ეჭიდება და საწოლის თავს აყუდებს. ლოყებზე ერთი - ორს მწარედ ურტყამს და ოდნავ აფხიზლებს.

- რა გჭირს, კარგად ხარ?- ნიკაპზე ავლებს ხელს და თავს მაღლა აწევინებს. კისერზე მოხვეულ საკუთარი ტილოთ სახეს უმშრალებს.- ვერ ვხვდები რა გემართება ამ ბოლო დროს.

- გამიშვი ხელი, კარგად ვარ,- უხეშად იცილებს და საწოლიდან გაჭირვებით დგება,- სააბაზანოში შევალ.

ოხრავს და შიგნით იკეტება. ცივი წყლის ქვეშ დგება, ახლა საერთოდ არ სჭირდებოდა ეს, უბრალოდ თეჰიონისგან შორს ყოფნა სურს. არ უნდა მას ხედავდეს, მის მზერას ვერ უძლებს, მისი ნერვიულობა არ უნდა, მაგრამ ასე არ შეუძლია. თავს საშინლად გრძნობს მის გარეშე, მაგრამ მასთან კიდევ უფრო ცუდად არის.

- რომ გამოხვალ დამიძახე, მისაღებში ვიქნები,- კარზე დაკაკუნების შემდეგ ამბობს თეჰიონი და ოთახიდან გადის. ჯონგუკი კიდევ დიდი ხანი დგას უმოქმედოდ წყლის ქვეშ, ბოლოს ხვდება, რომ ასე ყოფნა დროის უაზროდ ხარჯვაა. წყალს კეტავს, ტილოს ტანზე იხვევს და უკან ბრუნდება. დროს რაც შეიძლება წელავს. ძალიან ნელა იცვამს ტამსაცმელს, რის გამოც იატაკზეც კი ვარდება და გინებით იკლებს მთელ ოთახს. მისაღებში გასვლისას თეჰიონი უბრალოდ დივანზე მჯდარი ხვდება, თავის საყვარელ მწვანე ვაშლს თლის, ჯონგუკს მიუთითებს მის წინ არსებულ ადგილზე. ისიც უსიტყვოდ ასრულებს ყველაფერს.

By My SideWhere stories live. Discover now