როგორც ჰოსოკმა დაავალა, თეჰიონი შესასვლელთან მდგარ ჯიხურთან იცდის. თითქმის ნახევარი საათია იქ დგას და იცდის, რაც ჰოსოკს მიწერა მას შემდეგ, პასუხი არ მიუღია. არ წავა, ვერ წავა, ჯონი დაასამარებს რამე არასწორი რომ ქნას. მოწყენილობისგან უკვე აღარ იცის რა ქნას. აპირებს მიწაზე დაჯდეს, რომ მისი ტელეფონი უეცრად ნათდება. დენდარტყმულივით ხტება ფეხზე. ჰოსოკი ატყობინებს, რომ სადღაც შუაში არიან, კონკრეტულად, ფერადი ბოლი სადაცაა. თეჰიონი მშვენივრად ხედავს მწვანე კვამლს. მაშინვე იქითკენ მიდის, გზად კი ჰოსოკს ემესიჯება.
- სად ხარ,- ჩუმად კითხულობს ტელეფონში.
- თქვენს პირდაპირ, გხედავთ,- თეჰიონი თვალს ვერ აცილებს მომღიმარ ჯონგუკს.
- ჯანდაბა, თეჰიონ, ასე მოჩვენებასავით კი ნუ გამოეცხადები ახლა. შეგიძლია თავადაც გაერთო. აცადე ადამიანს გართობა, რომ დაგინახავს, როგორც მოვიდა, ისე წავა უკან,- ატრიალებს თვალებს ჰოსოკი. თეჰიონს სურვილი უჩნდება რაღაც მძიმე ესროლოს, რაღაც ისეთი, რაც თავს გაუტეხავს.
- შიგ ხომ არ გაქვს, ამდენ ხანს ამისთვის ვიცადე?
- ცოტა დაბნელდეს. ჯანდაბა, მას ვერ დავტოვებ. შენ შეგიძლია ვინმე იპოვო და გაერთო, ოღონდ ამას თვალებში არ გაეჩხირო,- ხმას კიდევ უფრო იწვრილებს, რადგან კიმი ხედავს როგორ უახლოვდება ჯონგუკი.
- კარგი, ჯანდაბას,- იღრინება და უკან ბრუნდება. ეშმაკურად იღიმის, როცა ხედავს სანაპიროსთან მდგარ ლუნას, ჯონგუკის დას,- მგონი ცოტა გართობის დროა.
მაშინვე მისკენ მიდის. ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. ხშირად კონტაქტიც აქვთ. თეჰიონი ფრთხილად უახლოვდება გოგოს, მხარზე ხელს ადებს, ლუნა შიშისგან ხტება, მაგრამ თეჰიონს რომ ხედავს, მაშინვე ზედ ახტება.
- მომენატრე, თეჰიონ,- ყვირის და ბიჭს წელზე ფეხებს ხვევს,- ღმერთო, აქ თუ იყავი ჯონგუკმა რატომ არაფერი გვითხრა?
YOU ARE READING
By My Side
Action- ჯონგუკ, გთხოვ,- ხელს იშვერს მისკენ,- არ მინდა შენი დაკარგვა, გემუდარები. - სურვილი აღარ მაქვს შენთან შეხვედრის,- მისი ხმა ექოსავით ჩაესმის კიმს, პირდაპირ გულისკენ იკვლევს გზას და აიძულებს მწარედ დაარტყას,- შემთხვევითაც კი. - 12.03.22 - 05.04.22