ჯონგუკი როგორც კი გონს მოდის, მაშინვე სცილდება კიმს. მისი ხელებისგან თავს ითავისუფლებს და დაუფიქრებლობის გამო წყალში ვარდება. თეჰიონს ეცინება, მკლავზე ეჭიდება და ხელს აშველებს, რომ გასწორება შეძლოს.
- მეთვითონ,- ამბობს და მაშინვე ნაპირისკენ მიცურავს, თეჰიონიც უკან მიჰყვება. ახლა ეტყვის, ახლა დროა, სულ რომ არ მოინდომოს მოსმენა, თეჰიონი მაინც ყველაფერს ეტყვის და შემდეგ დაისვენებს. ხედავს როგორ ადის წყლიდან, ისე უვლის გვერდს ბავშვებს, რომ ხმასაც კი არ სცემს. არც ჰოსოკი ჩანს და არც ლუნა. კიმი კი უკან მიჰყვება უმცროსს. ჯონგუკი იქვე კაფის გვერდით გადის, შემდეგ კი კლდესთან ახლოს იკავებს ადგილს. ხედავს ამ ხნის განმავლობაში თეჰიონი უკან რომ მიჰყვება, მაგრამ იცის, რაც არ უნდა უყვიროს, ან უთხრას, რომ არ გაჰყვეს, კიმი მაინც არ გაჩერდება.
- რა, რა გინდა, თეჰიონ?- წამში ტრიალებს უკან და მის მკერდს ასკდება სახით,- ჯანდაბა.
- უბრალოდ მსურს, რომ ვისაუბროთ,- ატრიალებს თვალებს და მკლავით იჭერს წასასვლელად მომზადებულს,- სულ, როცა შენთან საუბარი მსურს, რატომ გარბიხარ?
- იმიტომ, რომ ვიცი კარგს არაფერს გეტყვი,- ახლის ეგრევე,- არ მინდა ასე მოხდეს. არ მინდა იმ დღის მსგავსად თავი დავკარგო, შემდეგ კი შენგან მსგავსი სიტყვები ვისმინო.
- ჯონგუკ, ეგ წარსულს ჩაბარდა,- ოხრავს თეჰიონი,- გთხოვ, ახლა მაგას ნუ იხსენებ. ახლა სხვა თეჰიონი დგას შენ წინაშე.
- და? გითხრა რომ გაპატიე და შეგვიძლია ერთად ვიყოთ? იცი მაინც რა რთულია? არ გავიხსენებ, მაგრამ არც დამავიწყდება,- მიწაზე ძალაგამოცლილი ეცემა,- არ შემიძლია ასე, ეს საკუთარი თავის მოტყუება გამოვა.
- მაშინ რა ვქნა? რა გავაკეთო? შენ გარეშე უკვე აღარ მსურს...
- თეჰიონ, უბრალოდ დინებას მიჰყევი,- ტუჩზე თითითს მიდებით აჩუმებს,- გთხოვ, უბრალოდ ზედმეტს ნურაფერს მოინდომებ და თუ რამე უნდა გამოგვივიდეს, ამას დრო გვიჩვენებს.
YOU ARE READING
By My Side
Acción- ჯონგუკ, გთხოვ,- ხელს იშვერს მისკენ,- არ მინდა შენი დაკარგვა, გემუდარები. - სურვილი აღარ მაქვს შენთან შეხვედრის,- მისი ხმა ექოსავით ჩაესმის კიმს, პირდაპირ გულისკენ იკვლევს გზას და აიძულებს მწარედ დაარტყას,- შემთხვევითაც კი. - 12.03.22 - 05.04.22