Untitled part 13

652 81 63
                                    

ჯონგუკი შეჭმუხნული წარბებით ზის საკუთარ ოთახში. ქვემოთ ჰოსოკი, თეჰიონი, დედამისი და მისი და - ლუნა ძალიან კარგად ატარებენ დროს. ის კი გონებიდან ვერ იგდებს იმ ფაქტს, რომ თეჰიონი მთელ კვირას მასთან ერთად გაატარებს. მშობლებს ვერ ეწინააღმდეგება, მათ ვერ ეტყვის იმის მიზეზს, თუ რატომ არ სურს თეჰიონთან ყოფნა, მაგრამ ვერც თავად წავა ვერსად. მახეში თავად გაიბა საკუთრი თავი.

- ჩამოსვლას არ აპირებ?- ისმის კარებთან მდგარი კიმის ხმა. ჯონგუკი მაშინვე ფხიზლდება და მზერას მას აბყრობს, კიდევ უფრო უფუჭდება განწყობა.

- არა.

- ჩემ გამო?

- ზუსტად,- ახლის სახეში,- წასვლას არ აპირებ?

- არა,- თვალს უკრავს და მისკენ მიიწევს, მაგრამ ჯონგუკი უკან იხევს, საწოლზე ხტება და მის მეორე მხარეს ექცევა,- ახლა დაჭერობანაც უნდა ვითამაშოთ?

- არ მინდა ჩემ სიახლოვეს იტრიალო,- ოხრავს და მზერას არიდებს,- თუ შეიძლება გადი ჩემი ოთახიდან.

- მხოლოდ იმის სათქმელად მოვედი, რომ ხვალ ზღვაზე გავდივართ. ჰოსოკმა დაიჟინა და უარი ვეღარ ვთქვით,- ქირქილებს თეჰიონი და მისკენ ზურგით ბრუნდება,- შენც მოდიხარ და ეს საკითხი არ განიხილება.

- ჩემს ნაცვლად წყვეტ?- ყალბად იღიმის ჯონგუკი.

- მე ჩავშალე ყველაფერი და მევე გამოვასწორებ.

- გადი აქედან,- ხელს იშვერს და თეჰიონიც კარებისკენ მიიწევს. ყველაფრისგან დამშვიდებული ჯონგუკი დუნდება, საწოლზე ჯდება, მაგრამ საერთოდ არ მოელოდა თეჰიონის მობრუნებას, კვლავ ფეხზე დგება. კიმი სახიფათოდ ახლოს უახლოვდება, ხელს მკლავებზე ხვევს და განძრევის საშუალებას არ აძლევს. ჯონგუკი იბნევა თვალებს აქეთ - იქით აცეცებს, თავის დახსნა სურს, მაგრამ უშედეგოდ.- რას აკეთებ?

ბორძიკით ამოთქვამს, გული ყელში ებჯინება, ლამისაა ამოვუარდეს და ცხვირწინ დაიწყოს ხტუნვა.

By My SideWhere stories live. Discover now