4

271 17 0
                                    

მოლაპარაკება დიდხანს გაგრძელდა. სათითაოდ განიხილეს ყველა შემთხვევა, ყველა დაბრკოლება რომელიც შეიძლებოდა შეხვედროდათ გზად. თითოეული დეტალი კარგად გათვალეს და საბოლოოდ დაასკვნეს რომ ყველაფერი მზად იყო. მართალია ამ საქმეს უკვე დიდი ხანია ასრულებდნენ, თუმცა ახლანდელი ძველისგან იმით გამოირჩეოდა რომ, საქმე გაორმაგებულ რაოდენობასთან ქონდათ.

ამ დროის განმავლობაში სებასტიანს არ ტოვებდნენ ღელვა და აღტაცება.
რათქმაუნდა ამ ყველაფერს არ იმჩნევდა და თავი დინჯად ეჭირა.

საუბარს მორჩნენ თუ არა სებასტიანი კაბინეტიდან გამოვიდა და დარბაზს გადმოხედა.

__ბოდიშს გიხდით მაგრამ უნდა გაცნობოთ, რომ დღეს შენობა ნახევარ საათში დაიკეტება. გთხოვთ ყველამ დატოვოთ რესტორანი მზარეულების გარდა.

ხალხმა უკმაყოფილო სახის გამომეტყველება მიიღო და წუწუნი დაიწყეს. უსიამოვნო შეგრძნება იყო ამის მოსმენა, თანაც ასე მოულოდნელად.

სებასტიანი კი დერეფანს გაუყვა და ნალანის კაბინეტს მიადგა. წამითაც არ შეჩერებულა ისე შეაღო კარი და შიგნით შევიდა. გოგონა ფანჯარასთან ზუგრით იგდა, სებასტიანის დანახვაზე კი უეცრად შემობრუნდა და წინ წამოიწია. კარი მიიბრახუნა და დაიკეტა.

__ქალბატონო ნალან...
__ბატონო სებასტიან...

ნალანი სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს გაგონილის შემდეგ. თვალებს სამიზნე ვერ მოუძებნა და აქეთ_იქით აცეცებდა.

__ვიცი რომ ჩვენი საუბარი გაიგე.

გოგონას რაღაცის თქმა უნდოდა, თუმცა სებასტიანმა მაშინვე პირზე მიადო თითი და გააჩუმა.

__აქ მხოლოდ იმის სათქმელად მოვედი, რომ დღეს ჩუმად იყო. არც კი მინდა იმის წარმოდგენა რომ დღევანდელი ვახშამი შენს გამო ჩაიშალოს. ამიტომ ფრთხილად იყავი, ნალან...

ისეთივე სიჩქარით დატოვა ოთახი როგორითაც შემოვიდა.
ნალანი კიდევ უფრო გაოგნდა.
დაბნეულობას, შიშს, ბრაზს, გარკვეულწილად ყველაფერს ერთად განიცდიდა ამ წუთებში მისი სხეული.

Empire off Carnells (დასრულებულია)Where stories live. Discover now