ოთხი დღე ზედმეტად გაიწელა. თითქოსდა საუკუნეები გავიდა, თითქოსდა გარეთ, სამყარო შეიცვალა, მრავალჯერ მოთოვა და ხეები აყვავილდა. ერთადერთი უცვლელი ნალანი და მისი მდგომარეობა იყო.
სძულდა საკუთარი თავი იმის გამო რომ დეპრესიაში იყო. და კიდევ უფრო მეტად იძულებდა როცა იაზრებდა, რომ ამის მიზეზი სებასტიანი გახდა. ნამიანი სახე, მოუწესრიგებელი თავი და არეული სახლი, ეს ის იყო რასაც ნალანი არასდროს დაუშვებდა. მაგრამ ყველაფერი ხდება.
სხეულისთვის ოთხი დღის უმოქმედობა საშინელი აღმოჩნდა და ამან გამოფიტა. თითქოსდა ძალაც კი არ შესწევდა ფეხზე დამდგარიყო და საპირფარეშოში გასულიყო.
სებასტიანის გარდა ვერავიზე და ვერაფერზე ფიქრობდა, განიცდიდა ინფორმაციის ნაკლებობას და ცუდ გუნებაზე დგებოდა.ახალ გაღვიძებული იყო და საათი 13:54 ს აჩვენებდა. კვლავინდებურად ამოიხვნეშა და ფიქრი დაიწყო იმაზე რომ ვიღაცის გამო საკუთარ თავს ანადგურებდა, თანაც რის გამო ისიც არ იცოდა. ფიქრობდა სებასტიანთან სიახლოვე კარგს არაფერს მოუტანდა და მისგან ცდილობდა გაქცევას, მაგრამ გრძნობებს ვერსად გაურბოდა.
ამ ყველაფერმა კი საკუთარი თავი გაანადგურებინა. ეს სისულელე უნდა დაესრულებინა.
სარკეში ჩაიხედა და საკუთარი თავი ვერც კი იცნო. ყოველთვის მოწესრიგებული და დინჯი გოგო გაენადგურებინა გრძნობებს.
საბაზანოში შევიდა და ცხელი წლის წვეთებით ტანი დაიბანა.
ატმის არომატის გელით დაირბილა და სასიამოვნო სურნელი შეიქმნა.სველ თმებზეც შეიზილა შამპუნი და ჩამოიბანა... ქაფი ნელა დაუყვებოდა მის სხეულს და საბოლოოს წყალს ერეოდა, შემდეგ ქრებოდა. იქნებ ასევე გამქრალიყო წამიერად აქაფებული გრძნობები, რომელსაც ნალანი განიცდიდა. ბოლოს სახეც დაიბანა სპეციალური საპნით და წყალი გადაკეტა.
სააბაზანოდან გამოსვლისთანავე თმები გაიშრო, დაისწორა და საბოლოო მოწესრიგების შემდეგ სახლის დალაგებას შეუდგა.
თითოეული კუთხიდან მტვერი მოაშორა და სახლი იერ სახეს დაუბრუნა. ამასობაში ჩამობნელდა კიდევაც და ნაგვის გადასაყრელად გავიდა.
ESTÁS LEYENDO
Empire off Carnells (დასრულებულია)
Romanceფარული განზრახვა, გრანდიოზული რესტორნის სახელის უკან იმალება. "Rey Del Vino" კარნელების იმპერიის აღზევების წყაროდაა დასახელებული, მაგრამ ვინ იცის რა ხდება სინამდვილეში... მძაფრი ბიზნესი, რომელიც რთული სამართავია. თუ ამ ყველაფერმა ერთხელ უკვე მოგიხე...