შენობის წინ შავი მანქანიდან სებასტიანი და ნალანი ერთდროულად გადმოვიდნენ. გასაღები დაცვას დაუტოვა და მანქანის გადაყენება სთხოვა. ხალხი
გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ორივეს და აღტაცებას გამოთქვამდნენ. ნალანმა ამის გამო თავი უხერხულად იგრძნო და მთელი დღე მოუწია კითხვაზე პასუხი, რატომ მოვიდნენ ისინი ერთად.
სებასტიანი კი სულ სხვაგვარად იქცეოდა. ყურადღებას არ აქცევდა მათ, თითქოს სულაც არ აინტერესებდა რას იტყოდნენ სხვები.დღის განმავლობაში ნალანს გამუდმებული ტკივილი აწუხებდა. ყველამხრივს ცდილობდა ამის დაფარვას, იშვიათად თუ გამოვიდოდა კაბინეტიდან. არც სებასტიანთან შესულა.
ყელი მარტივად უშრებოდა, მაგრამ წყლის დალევა უცნაურ შეგრძნებებს იწვევდა მასში და აღარც ეძალებოდა.დღეს რესტორნისთვის ნაყოფიერი დღე იყო. შუადღის პერიოდში ყველა ადგილი შევყებულიყო. ამასთან ერთად უკვე დაეჯავშნათ ადგილი, სადაც რომელიღაც კომპანიის პრესკომპერენცია უნდა ჩატარებულიყო.
ამიტომ ნალანი, როგორც რესტორნის მერეჯერი, იძულებული გახდა სამუშაოს დასრულების შემდგომაც დარჩენილიყო. რაიმე პრობლემის შემთხვევაში, აქ უნდა ყოფილიყო.. . .
დათქმულ დროს, გრძელი ხის მაგიდა, რომელიც ოთახის ცენტრში იგდა სრულიად შევსებულიყო.
ნალანი მათი ხმის გაგონებისთანავე ჩამოვიდა, მიესალმა და უკან, თავის კაბინეტში დაბრუნდა.
დაცარიელებულ რესტორანში, კარგად ისმოდა მამაკაცების არეული ხმები. შიგადაშიც მათ ქალის წვრილი ხმაც გამოერეოდა.
ნალანი დაღლილობისგან კვდებოდა.
ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და გარს უვლიდა ოთახს. შემდეგ მწვანე მცენარესთან გაჩერდა, რომელიც ფანჯარასთან იდო. პრიალა ფოთლებს ნელა დააყოლა ხელი, დაჟინებით აშტერდებოდა. ამ დროს კარიც გაიღო.__რას აკეთებ?
__არაფერს.
__როგორ ხარ? დღეს აღარ მინახიხარ. არც შენ შემოსულხარ და ვიფიქრე აღარ შემეწუხებინე.
__ნორმალურად ვარ.
YOU ARE READING
Empire off Carnells (დასრულებულია)
Romanceფარული განზრახვა, გრანდიოზული რესტორნის სახელის უკან იმალება. "Rey Del Vino" კარნელების იმპერიის აღზევების წყაროდაა დასახელებული, მაგრამ ვინ იცის რა ხდება სინამდვილეში... მძაფრი ბიზნესი, რომელიც რთული სამართავია. თუ ამ ყველაფერმა ერთხელ უკვე მოგიხე...