საახალწლო სამზადისიც თვის მიწურვასთან ერთად დაიწყო. ნალანმა ეს ყველაფერი დააგვიანა კიდეც. შობამდე სულ რაღაც სამი დღე იყო დარჩენილი, მას კი საახალწლო განათების გარდა, სახლში დეკორაციებიც კი არ დაეკიდებინა. ეს ყველაფერი სებასტიანმაც შენიშნა, როდესაც ნალანს გამოუარა სამსახურში ერთად წასასვლელად. იმ წამს არაფერი უთქვამს, მაგრამ მისმა სახემ უკმაყოფილება დააფიქსირა.
. . .
კვირა დღე იყო და ამიტომ სავალდებულო საქმე არ ქონიათ. თანაც ახალი წლის დღეებში სებასტიანი პერსონალს რიგრიგობით დასვენების უფლებას აძლევს ხოლმე.
ნალანმა ნახევარი დილა საწოლში გაატარა, შემდეგ კი ზანტად წამოდგა და სააბაზანოში მოსაწესრიგებლად შევიდა. ხელ_პირის დაბანის შემდეგ კარგად გამოფხიზლდა და უკან ოთახში დაბრუნებულს კარზე კაკუნის ხმა შემოესმა. იცოდა რომ სებასტიანი უნდა მოსულიყო, მაგრამ ასე ადრეც არ ელოდა. თუ აღარ არის ადრე და მთელი დრო საწოლში კოტრიალისას გაეპარა.თმაც კი არ ქონდა დავარცხნილი, ისე აიკრა კიბიზე ჩასვლისას და კარისაკენ გაემართა. ტანზე თავისი საახალწლო პიჟამო ეცვა და ფეხზე ფუმფულა ჩუსტები. ეს პიჟამო ერთადერთი იყო, რასაც ამ სახლში ახალი წლის მოახლოებას შეატყობდით.
სებასტიანი უზარმაყარი ყუთის გვერდით იდგა, რომელიც საბოლოოდ სამმა ბიჭმა შემოიტანა სახლში. მათი დანახვისას ნალანი მიხვდა, რომ ზედმეტად მოუწესრიგებელი იყო, თუმცა ყუთის დადებისთანავე წავიდნენ და გული დაუმშვიდდა. ბოლოს სებასტიანი შემოვიდა პარკით ხელში.
__ჯერ კიდევ პიჟამოთი დადიხარ?
__ოჰჰ, წავალ გამოვიცვლი, ვერ მოვასწარი.
__იყავი, საყვარელი ხარ.
__ეს ამხელა ყუთი რისია?
__ნაძვის ხე რათქმაუნდა, რისი უნდა იყოს. ლამის შობაა და შენ კიდევ არ გაქვს ნაძვის ხე სახლში.
__მაქვს, უბრალოდ...
__რა მნიშვნელობა აქვს სად გაქ, მე ვერ ვხედავ, ამიტომ დავიწყოთ აწყობა დრო არ დავკარგოთ. და ბურგერიც წამოგიღე, არ ვიცოდი ყველაზე მეტად რომელი გიყვარდა და სამი ცალი ვიყიდე.
__ოჰჰ, როგორც ჩანს დღეს მათამამებ.
VOUS LISEZ
Empire off Carnells (დასრულებულია)
Roman d'amourფარული განზრახვა, გრანდიოზული რესტორნის სახელის უკან იმალება. "Rey Del Vino" კარნელების იმპერიის აღზევების წყაროდაა დასახელებული, მაგრამ ვინ იცის რა ხდება სინამდვილეში... მძაფრი ბიზნესი, რომელიც რთული სამართავია. თუ ამ ყველაფერმა ერთხელ უკვე მოგიხე...