მხოლო ერთი დღე იყო მათ განკარგულებაში, არავის და არაფერს, მისცემდნენ მისი ჩაშლის საშუალებას. ნალანი გრძნობდა, რომ სწორედ ამ დღიდან დაიწყებოდა მათი ისტორია. ეს დღე გახდებოდა საფუძველი მათი ურთიერთობის.
უკვე საათი 14:27 უჩვენებდა, როცა სასტუმროს სასადილოდან დაბრუნდნენ მაძღარი კუჭებით. ნალანს აღარაფერი აკლდა, მხოლოდ ცხელი შხაპი ესიამოვნებოდა ახლა. დრო ცოტა იყო, ამიტომ ოთახში დაბრუნებულმა სერაფად მოხვია ხელი პირსახოცებს და სააბაზანოში შეიჭრა. საკმარისი იქნებოდა მხოლოდ 15 წუთითაც რომ შეხებოდნენ ცხელი წყლის წვეთები მის სხეულს და ცივი, სუსხიანი ზამთრის კვალი გაექროთ.
თმის დასველება არ სურდა, ამიტომ უცებ მოიხვია და ზევით აიწია. ცხელ წყალს ტანზე ივლებდა, თვალები დახუჭული ქონდა და გაურკვევლად ფიქრობდა, ყველაფერზე.
მთელი ოთახი ორთხლში გახვეულიყო და სარკეები დაეორთქლა. ბურუსს მოეცვა იქაურობა. ფიქრებში გართულმა ნალანმა ვერც კი შენიშნა კარის ჩუმი გაღება.__სებასტიან! რა ჯანდაბას აკეთეებ?!
__ნალან კარგი რა
__გადი აქედან, დროზეე. სებასტიან ნუ მიყურებ მასე.სებასტიანის დანახვამ ნალანი უხერხულობით აღავსო. იმასაც მიხვდა, რომ ახლა ერთად არიან და შესაძლებელია ასეთ სიტუაციაში ბევრჯერ აღმოჩდნენ. მაგრამ ჯერ ადრე იყო, უნდა გაეაზრებინდა ეს ყველაფერი, მიჩვეოდა. ვერ იქნებოდა ამდენად გახსნილი სებასტიანის მიმართ, რადგან ჯერ კიდევ 1 თვის წინ მისი უფროსის სტატუსი ქონდა. მართალია უკვე ერთად იწვნენ, მაგრამ მაინც იყო დაბრკოლებები.
ამდენი ფიქრი კი ნალანს ანადგურებდა.
ტანზე მორბენალ წყლის წვეთებს, ნელ_ნელა ემატებოდა აწითლებულ ლოყებზე მორბენალი ცრემლები.
იცოდა რომ არ უნდა ეტირა, ეს კარგად იცოდა. ისიც რომ უბრალოდ უაზრობაზე აუჩუყდა გული, მაგრამ გრძნობებმა იგი ძალიან შეცვალეს. მასში გარდატეხა მოხდა და ცრემლებს ვერ იკავებდა, იმაზე ფიქრით რომ შეიძლებოდა ეს ბედნიერი დღეებიც დასრულებულიყო.
KAMU SEDANG MEMBACA
Empire off Carnells (დასრულებულია)
Romansaფარული განზრახვა, გრანდიოზული რესტორნის სახელის უკან იმალება. "Rey Del Vino" კარნელების იმპერიის აღზევების წყაროდაა დასახელებული, მაგრამ ვინ იცის რა ხდება სინამდვილეში... მძაფრი ბიზნესი, რომელიც რთული სამართავია. თუ ამ ყველაფერმა ერთხელ უკვე მოგიხე...