19

233 18 6
                                    

დილით ნალანი ადრიანად ადგა იმისათვის, რომ საუზმე დაეხვედრებინა სტუმარისათვის. ნათელი დილა იყო და ნალანიც შესაფერისი ხასიათით შეხვდა.

საღამურები ადგომისთანავე გამოიცვალა და კომფორტულ სპორტულებში გამოეწყო.

სამზარეულოში შესული დიდხანს ფიქრობდა რა შეიძლებოდა ეჭამათ, საბოლოოდ მაინც ვერაფერი მოიფიქრა. არჩევანიც დიდად არ ქონია, ამიტომ გადაწყვიტა სუპერმარკეტში წასულიყო და იქვე მიიღებდა გადაწყვეტილებას.

__გიხდებათ სამზარეულოში ყოფნა, მის ჰარლოვ.
__შესაძლოა, მაგრამ ცარიელ სამზარეულოში ტრიალს და თავის შერცხვენას არ ვაპირებ, ამიტომ წავალ რამეს ვიყიდი. მალე დავბრუნდები.
__სახლში არაფერი არ გაქვს?
__ჩემს გრაფიკს თუ გაიხსენებთ, მიხვდებით რომ საჭირო არც ყოფილა.
__ესეიგი ჩემი ბრალია.
__კარგი მე წავალ. სამსახურის თემას კი აუცილებლად მივუბრუნდებით.

მომღიმარი სებასტიანი სამზარეულოში დატოვა, ქურთუკი მოიცვა და ფეხით გაემართა მაღაზიისკენ. საბედნიეროდ აქვე იყო და დიდი დრო არ დასჭირდებოდა.

გზაში ფიქრობდა რა მოემზადებინა, რითი მოეგო სებასტიანის გული. მარკეტის ყველა განყოფილება დაიარა, ყურადღებით აკვირდებოდა ყველაფერს. ყველაფერი გაეთვალისწინებინა სებასტიანის მიმართებაში.

"ბელგიური ვაფლი. ვფიქრობ ჩემს ვაფლებს მისი დასაწუნი არაფერი ექნება, თუ ძალით არ გამინახა რამე"

კალათა თითქმის სავსე იყო, მაგრამ მაინც აკლდა ერთი რამ. კინაღამ ნაღების კრემი დაავიწყდა, რაც დიდი შეცდომა იქნებოდა. ბელგიური ვაფლი და ნაღების კრემი ხომ განუყრელები არიან.

ნალანი ბედნიერი სახით მივიდა სალაროსთან, ყველაფერი პარკებში ჩააწყო და იმავე სახით დაუყვა გზას სახლისაკენ. ფიქრობდა სებასტიანის რეაქციაზე, როდესაც პირველად გასინჯავდა ნალანის მომზადებულ სადილს.
გზა ფიქრებში უსაშველოდ გაიწელა. ალბათ იმიტომ რომ სებასტიანზე განუწყვეტელი ფიქრი, მის ნახვის სურვილს უჩენდა.

Empire off Carnells (დასრულებულია)Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz