თბილ ხალათში გახვეული ნალანი, ხელში ჩაის ჭიქით კარის გასაღებად წამოდგა. უჩვეულო ფორმაში იყო, რადგან არავის ელოდებოდა უცხოს. კარი გილმოდგინედ ჩაეკეტა, კარლას სურპრიზის შემდეგ და მას შემდეგ არ გაუღია.
როგორც კი თვალი მოკრა კარების გაღებისას დუტის კურტკაში გახვეულ სხეულს, აწითლებული ლოყებითა და მომღიმარი სახით, მაშინვე გადაავიწყდა ყველაფერი ცუდი.
__ელისს, ჩემო პატარა გოგო. მოდი ჩაგეხუტო, როგორ მომენატრე.
__მაპატიე, ვერ მოვახერხე მისი დატოვება.
__რასამბობ, ძალიან გამიხარდა მისი ნახვა, დიდი ხანია არ მინახავს.ბავშვმა თავადვე გაიკვლია მისაღებისკენ გზა და ვიოლეტაც მას გაყვა. მალე მათ ნალანიც შემოუერთდა. მართლა გაუხარდა ორივეს დანახვა, თან ახლა მართლაც ჭირდებოდა ვინმე.
__აბაა, რა ხდება ახალი. გავიგე სამსახურში დაგაწინაურეს, გილოცავ მართლაც იმსახურებ.
__მადლობა ნალან. ახლა უფრო მეტი საქმე მაქვს, მაგრამ შემოსავალიც მეტია.ვიოლეტას ნათქვამზე ორივემ გაიცინეს, მაგრამ სიმართლე იყო. დიდხანს საუბრობდნენ სამსახურზე, ამის მოსმენისას მოწყენილმა ელისმა მალევე მიიძინა. ბევრი თამაშის შემდეგ დაიღალა კიდეც. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს თემაზე საუბარი, რომელიც რეალურად აინტერესებდათ. ელისის გამო კი ვერ მოეხერხებინათ.
__კარგი ახლა კი საბოლოოდ გკითხავ, შენსა და სებასტიანს შორის რა ხდება? მოტყუება არც გაბედო, სახე ისედაც შეგეცვალა მისი სახელის გაგონებისას.
__ჰოომ, რაღაც მართლა ხდება. აღარ გავწელავ და... ერთად ვართ.
__კიდევ კარგად გაუძელით, მეგონა აქამდე მოახერხებდით რამეს.
__რა? რა სისულელეა. საერთოდ შენგან სხვა რამის თქმას ველოდი. მაგალითად, გაკვირვებას. მეტყოდი ასე უცებ როგორ მოხდა ყველაფერიო, როგორც ნორმალური ადამიანი იკითხავდა.
__კარგი რაა, აშკარა იყო ყველაფერი.
მე მანამ შევამჩნიე ეგ, სანამ თქვენ ორნი გააცნობიერებდით. რას აპირებთ?
ESTÁS LEYENDO
Empire off Carnells (დასრულებულია)
Romanceფარული განზრახვა, გრანდიოზული რესტორნის სახელის უკან იმალება. "Rey Del Vino" კარნელების იმპერიის აღზევების წყაროდაა დასახელებული, მაგრამ ვინ იცის რა ხდება სინამდვილეში... მძაფრი ბიზნესი, რომელიც რთული სამართავია. თუ ამ ყველაფერმა ერთხელ უკვე მოგიხე...