__ ხვდებით მაინც რას ამბობთ?
__გააკეთე რასაც გეუბნები. დღესვე დატოვე სამსახური და წადი.
__ბატონო სებასტიან, რას ამბობთ?!ნალანმა ხმის ტონს აუწია და სებასტიანს თვალებში ჩააშტერდა.
ჯერ კიდევ გუშინ სებასტიანი სახლში დარჩენას თხოვდა, ახლა კი სამსახურიდან უშვებს. ერთ ღამეში რა უნდა მომხდარიყო?
ნალანიც სრულ გაურკვევლობას მოეცვა. აღარ იცოდა რა ექნა, ნუთუ მართლა უნდა წასულიყო აქედან.
მართალია სულ რაღაც ერთი თვის წინ გათავისუფლებას ითხოვდა, მაგრამ ახლა ასე აღარ ფიქრობს.__რამე მოხდა? ნუთუ რაიმე შეცდომა დავუშვი, ჩემი გათავისუფლება რატომ გინდათ?
__შეწყვიტე კითხვების დასმა. შენი ნივთები ჩაალაგე და ხვალიდან აღარ მოხვიდე.
__კი მაგრამ, ბატონო სებასტიან...სებასტიანმა უხეშად აუარა გვერდი და ნალანი თანამშრომლების გარემოცვაში მიატოვა.
ნალანმა ამღვრეული თვალები ერთი ხელის მოსმით მოიწმინდა, ქურთუკი სწრაფად მოიცვა და შენობა დატოვა.რამოდენიმე წუთით მანქანაში იჯდა, თავი რულზე დაედო და ფიქრობდა მიზეზზე, რატომ შეიძლებოდა მოქცეულიყო სებასტიანი ასე.
"არაუშავს, ისედაც ხომ მინდოდა აქედან წასვლა. უფრო უსაფრთხოდ ვიქნები და უკეთეს სამსახურსაც ვიპოვი. დიახაც, ასე მოვიქცევი."
ცდილობდა თავი დაემშვიდებინა. მშვიდად მართავდა მანქანას და სახლში რომ მივიდა, მხოლოდ მაშინ შეძლო ჭეშმარიტი ფიქრების აღიარება.
არ უნდოდა სამსახურიდან წასვლა, მას უყვარს თავის საქმე. უყვარს ის გარემო სადაც მუშაობს, იქ ყველა კარგია მათ შორის მისი უფროსი, რომლისადმი სიმპატიები გასჩენოდა და ახლა როცა ყველაფერი კარგად იყო გაფუჭდა.
შეეჩვია სებასტიანს. მოსწონდა მასთან კომუნიკაცია, მისი გარეგნობა და რაც არ უნდა უკუაგდოს ფიქრები მან იცის, რომ სებასტიანი მოსწონს.
VOUS LISEZ
Empire off Carnells (დასრულებულია)
Roman d'amourფარული განზრახვა, გრანდიოზული რესტორნის სახელის უკან იმალება. "Rey Del Vino" კარნელების იმპერიის აღზევების წყაროდაა დასახელებული, მაგრამ ვინ იცის რა ხდება სინამდვილეში... მძაფრი ბიზნესი, რომელიც რთული სამართავია. თუ ამ ყველაფერმა ერთხელ უკვე მოგიხე...