8

239 19 0
                                    

გათენდა დილა და ნალანსაც თვალწინ ჩაუქროლა იმ სამარცხვინო სიტყვებმა, რომელიც ნასვამმა წარმოსთქვა გუშინ. სამწუხაროდ იმდენიც არ დაულევია, რომ ეს ყველაფერი დავიწყებოდა.

__ჯანდაბა რა გავაკეთე, ნალან რა სულელი ხარ. ახლა როგორ შევხედო მას?! ჯანდაბა.

თუმცა ახლა რაღას იზამდა გაემზადა, დედის გამზადებულ საუზმეს უცებ მოაკლო ცოტა რამ და სამსახურისკენ გასწია.

შესასვლელთან შეყოყმანდა, იქნებ არ შესულიყო? რა სისულელეა.
კარში გაიარა და პირდაპირ კაბინეტის გზას დაადგა, ჩქარი ნაბიჯით რომ სებასტიანს არ შეჩეხებოდა.

__გამარჯობა ნალან.

"მეღადავებით? ყოველთვის როგორ შეიძლება ასე მოხდეს?"

__გამარჯობა ბატონო სებასტიან.
გვერდი აუარა და გზა გააგრძელა.
__ნუ გარბიხარ.
__არ გავრბივარ, საქმე მაქვს.
__მეგონა თავი გეტკინებოდა.
__რატომ?
პასუხს თავადვე მიხვდა და აღარ დაასრულა. სებასტიანი კი იცინოდა. ზოგჯერ აუტანელიც კია ასეთი ქცევები, სებასტიანის მხრიდა. ბოლოს და ბოლოს უფროსია და არ შეშვენის.

__კარგი ახლა სერიოზულად, დღეს აქ არ ვიქნები და შენ მიხედე ყველაფერს.

ნალანმა თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად, საჭიროდ აღარ ჩათვალა მისთვის მიზეზი ეკითხა. შემდეგ კი ინანა, რადგან ძალიან აინტერესებდა.
დოკუმენტებს დაუბრუნდა, ყოველდღე ამას აკეთებს. მოსაბეზრებელია, მაგრამ მაინც მოსწონს ამის კეთება.

. . .

მნიშვნელოვანი დღე იყო, სატვირთოების ნაკადი შემოდიოდა ღვინით დატვირთული.
აი სად მიიჩქაროდა სებასტიანი. უნდოდა დარწმუნებულიყო რომ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა. იტალიელების გამოჩენის შემდეგ თითქოს გრძნობდა საქმე კარგად არ მიდიოდა. ზედმეტი თავის ტკივილი არ აწყობდა.
ქალაქის საზღვარზე დაახლოებით 1 საათში მივიდა.

ამ დროისთვის უზარმაზარი სატვირთოს კარი უკვე ღია იყო და დაცვა ყუთებს ამოწმებდა. გზის მეორე მხარეს კი სებასტიანი იყო მანქანას მიყრდნობილი და პროცესს აკვირდებოდა. იმედოვნებდა ჩარევა არ დასჭირდებოდა, მაგრამ მაინც მზად იყო.
პროცესი გაიწელა, რამაც სებასტიანი დააეჭვა. უფრო დაკვირვებით უცქერდა მათ, შემდეგ კი ერთ_ერთ დაცვის თანამშრომლის ტელეფონზე ზარი განხორციელდა. მართალია არ ესმოდა რას ლაპარაკობდნენ, მაგარამ რთული მისახვედრი არ იყო- რაღაც პრობლემაა.

Empire off Carnells (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora