დღეები დღეებს მისდევდა. ალბათ ყველასათვის დრო მალე გაფრინდა, მაგრამ არა ნალანისთვის. მთელი კვირა საშინად ნელა, მტკივნეულად და დამღლელად გაიწელა. დღეში ორჯერ ჭრილობის დამუშავებამ და ანალიზების აღებამ საშინლად დაღალა. ფეხზე დგომა და განსაკუთრებით სიარული კვლავ უჭირდა. სებასტიანი მუდამ ცდილობდა მის დახმარებას, მაგრამ მაინც მალე ეღლებოდა ფეხები.
საბედნიეროდ მისი საავადმყოფოში დარჩენა სავალდებულო აღარ იყო და მკურნალობის გაგრძელება სახლშიც შეეძლო.სებასტიანი კი მთელი კვირა გამალებით ეძებდა პასუხებს. იტალიელმა, რომელიც ხელთ ყავდათ არაფერი თქვა. ხელჩასაჭიდად არაფერი ქონდათ, გარდა იმისა რომ ფაქტი იყო კარლა და იტალიელები ერთ მხარეს იბრძნოდნენ. ამან საბაბი გაუჩინა სებასტიანს, ყველაფერი კი მეორე თავდამსხმელმა დაადასტურა, რომელიც ლუკასის წყალობით დაიჭირეს.
აშკარა იყო, საბოლოო შეტაკება ახლოვდება ამ ორ მხარეს შორის.
* * *
მიყრუებულ, ცივილიზაციას მოშორებულ და უდაბურ ადგილას, ფანერებით გარშემორტყმული მცირე დარბაზივით ნაგებობა იდგა. მხოლოდ ერთი ფანჯრით, რომელიც გამხდარიყო სინათლის წყარო ბნელ ერთიან ოთახში. კრინის კარი ღია იყო და მზის დახრილი სხივეში შიდ აღწევდა.
ოთახში მხოლოდ მონაცვლეობითი სუნთქვა ისმოდა. ორ მხარედ გაყოფილი ხალხმრავალი გჯუფები, ერთმანეთისგან გამოყოფით იდგნენ.
მუდმივ დისტანციას იცავდნენ და მხოლოდ ორი მათგანი მოძრაობდა.
სებასტიანი და კარლა.თვალებით მეტყველებდნენ. გააფთრებული მზერით ომი გაეჩაღებინათ და სიკვდილისთვისაც კი მზად იყვნენ. ბოლო ნაბიჯი უკვე გადადგმული იყო, ორივე მხრიდან.
__სამწუხაროა რომ ჩვენი ურთიერთობა აქამდე მივიდა.
__გაჩუნდი კარლა. აქამდე შესაძლებელი იყო ადამიანურად მოგვეგვარებინა ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც შენი მხრიდან გავარდნილი ტყვია ნალანს მოხვდა, ყველაფერი მაშინ დასრულდა.
__ნალანი? მართლა ის აირჩიე? იმდენად გიყვარს, რომ ახლა ჩემს წინ დგახარ, ამ ყველაფერს მეუბნები და იცი რომ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ. მის გამო ღირს სიცოცხლის გარისკვა?
__მის გამო ყველაფერი ღირს, სიკვდილიც კი. ნუთუ გავიწყდება, რომ ჩემი სიკვდილის შემთხვევაში შენც უკან მომყვები. უკან ხალხი მიდგას, რომელიც მზადაა ჩემთვის თავი გასწიროს.
__ისევე როგორც მე. მოდი გადავხედოთ ჩვენს ბიჭებს, შენი აზრით ვის მეტი ყავს? მე, რათქმაუნდა. ამიტომ მორჩი ამით დამუქრებას. არასდროს მეგონა, რომ შენი ლამაზი სახე ჩემს ხელებში დალევდა სულს. თანაც მეორედ. სულაც არ ვნანობ წინა ჯერზე რომ გადავრჩით, ამის ხელახლა გაკეთების შანსი მომეცა. რაც მეტი მით უკეთესი.
__მაშ, რახან განაჩენი გამოტანილია, იქნებ ისევე მოვაგვაროთ როგორც წინაზე. სხვა შემთხვევაში ძალიან ბევრი დაშავდება.
__ესენი აქ იმიტომ წამომყვნენ, რომ ხელები ეფხანებოდათ. ნაწყენები დამეჩებიან ერთი_ორჯერ თუ არ გავასროლინე.
ESTÁS LEYENDO
Empire off Carnells (დასრულებულია)
Romanceფარული განზრახვა, გრანდიოზული რესტორნის სახელის უკან იმალება. "Rey Del Vino" კარნელების იმპერიის აღზევების წყაროდაა დასახელებული, მაგრამ ვინ იცის რა ხდება სინამდვილეში... მძაფრი ბიზნესი, რომელიც რთული სამართავია. თუ ამ ყველაფერმა ერთხელ უკვე მოგიხე...