40

167 17 1
                                    

წინა საღამოს ნალანი და სებასტიანი მშობლების სახლს ესტუმრნენ. ერთბაშად გადაწყვიტეს ახალი ამბავი მათთვის ეხარებინათ. ეჭვიც არ შელარვიათ რომ ამ დიდ მოვლენას უსაზღვრო სიხარულით შეხვდებოდნენ და არც შემცდარან.
როგორც ცნობილია იზაბელა ძალიან ჩაკეტილი და შინაგანად ამაყი ადამიანია, ეს ნალანმაც კარგად იცოდა და ამიტომ ეშინოდა მისი რეაქციის. მაგრამ ნეტავ მისი სახე გენახათ! თვალები წამიერად გაუბრწყინდა და სახეზე ღიმილი მთელი საღამო არ მოუშორებია. მარტივად შენიშნავდა უცხოც კი, თუ როგორი ბედნიერი იყო. ისევე როგორც მარკუსი.

სიტყვები ვერ აღწერდა ამ ოჯახის ერთიან სიხარულს. განცდებს რომელიც ჯერ არდაბადებული ბავშვის მიმართ ქონდათ. მართლაც რა შეიძლება იყოს ამაზე მეტად გასახარი და დასაფასებელი. პატივი რომ მომავალი მუცლით ატარო, გააჩინო და გაზარდო. სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა ყველას არ აქვს და ნალანი ამას კარგად ხვდებოდა. იაზრებდა იმ პასუხისმგებლკბას რომელიც დაკისრებული ქონდა. თუმცა სულაც არ ღელავდა, რადგან გვერდით სებასტიანი ყავდა და გრძნობდა მისი მშობლების მხარდაჭერასაც.

სახლში დაბრუნებულებს სებასტიანმა ნალანს კითხა, როდის აპირებდნენ მისი მშობლებისთვისაც ეცნობებინათ ყველაფერი. დიდხნიანი ფიქრის შემდეგ კი ნალანმა გადაწყვიტა, რომ ჯერ ადრე იყო და მათ მოგვიანებით ეტყოდნენ ახალ ამბავს. სებასტიანიც შეწინააღმდეგების გარეშე დასთანხმდა, თუმცა ვერ გაეგო გადადების მიზეზი.

* * *

დილით 11 საათი თუ იქნებოდა, როცა ნალანი სააბაზანოდან ახალი გამოსული იყო და კარზე ზარის ხმა შემოესმა. სებასტიანი უკვე სამსახურში იყო წასული, ამიტომ ნალანმა იფიქრა რაიმე მიზეზის გამო მობრუნდაო.
კარის გაღების შემდგომ კი დარწმუნდა რომ სებასტიანი არ ყოფილა. კარში დედამისი, იზაბელა იდგა მომღიმარი სახით. ნალანმაც წამში შემოიპატიჟა და მისაღებ ოთახში დივანზე ჩამოსხდნენ.

Empire off Carnells (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora