5

265 17 0
                                    

და ახლა როდესაც მან ზედმეტად ბევრი რამ იცის რა მოხდება? ტყვიას თავში დაახლიან საფრთხისგან თავის ასარიდებლად? თუ უბრალოდ ყველაფერს დაივიწყებენ.

ბოლო ნახვის შემდეგ ორივე მთელი ღამის განმავლობᲐში ერთმანეთზე ფიქრობდა. ნალანი მშვენივრად იაზრებდა იმ ფაქტს, რომ ახლო მომავალში შეიძლებოდა ერთ მშვენიერ დღეს ცოცხალი აღარ ყოფილიყო. სებასტიანი კი იმას, რომ გოგო უნდა მოეშორებინა.
წესით იმ ღამისვე, მაგრამ მან გაუშვა, ცოცხალი და საღსალამათი.

და იცით ყველაზე სასაცილო რა არის? ნალანი პოლიციაში ჩივილის გარდა ყველაფერს განიხილავდა. აზრადაც კი არ მოსვლია უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკის გამო სებასტიანი დაესმინა.

. . .

ორივე ერთმანეთის პირისპირ ზის და სადილობენ. წესით აქ არუნდა ელაპარაკათ მაგრამ ასე გამოვიდა.

__ვფიქრობ უმჯობესი იქნება აქედან წავიდე, ნამდვილად არ მინდა თავი საფრთხეში ჩავიგდო, შარში გავეხვიო და თქვენნაირ ხალხთან საქმე დავიჭირო.

ძლივს გაბედა ნალან ჰარლოვმა ამ სიტყვების თქმა.

__და მაგალითად როგორი ვარ მე? რას ნიშნავს საქმის არ დაჭრა.
__არვიცი, არვიცი გესმის... ვინ ხარ, რა ხარ, დილერი? ის ვინც ადამიანებს აშანტაჟებს, კლავს...

ხელები აუკანკალდა ღვინო მოსვა და ყელი ჩაიწმინდა, სასმელი დაეხმარა მოზღვავებული ცრემლები რომ არ წამოსულიყო.

__და რავიცი იქნებ მეც მომკლა.
__ნალან მართლა გგონია, რომ აქედან წასვლის უფლებას მოგცემ?
__ღმერთო ჩემო! რას ვეუბნები და რას მპასუხობს.

ბოლო ორი სიტყვა იმდენად ხმამაღლა წარმოთქვა და თანაც ორივე ხელი მაგიდაზე იმდენად ძლიერად დაარტყა ხალხის ყურაᲓღება რაღათქმაუნდა მიიქცია.

ნალანის ასეთი თამამი საუბარი ღვინით იყო გამოწვეული. თუმცა არ იფიქროთ, რომ ის სუსტი ან მომთმენი გახლდათ.

Empire off Carnells (დასრულებულია)حيث تعيش القصص. اكتشف الآن