16

216 18 0
                                    

კარლას იმის იმედი, რომ იქ სადღაც ზეცაში მათი გულები კვლავ გაერთიანდებოდა არ უნელდებოდა. სწამდა და სჯეროდა, რომ სებასტიანი სამუდამოდ მისი იქნენოდა.
სისხლის სითხე არ ჩერდებოდა, მტვრიან ბეტონზე გზას ერთ ზოლად მიუყვებოდა. მანამ სანამ ვიღაცის ფეხმა შუაზე არ გააპო...შეშინებული სახე და იმის იმედი, რომ არავინ არ დაშავდებოდა ნალანს ამ დრომდე თან სდევდა.
ძალა უნებურად თვალები აუწყლიანდა. მას არასასიამოვნო სურათი დახვდა და ცხოვრებაში ამდენი სისხლი პირველად დაინახა.

__ქალნატონო ნალან...სასწრაფოში უნდა დავრეკოთ.
__არა ლუკას.

ორ მომაკვდავ სხეულთან მივიდნენ და ჩაიმუხლნენ.
ნალანის აკანკალებული გრძელი თითები სებასტიანის ლოყებს ეფერებოდა და ცდილობდა რამე გეგმა შეემუშავებინა.

__ასე მათ ვერ გადავარჩენთ.
__ისინი ჯერ კიდევ სუნთქავენ. სებასტიანს ვინმე ნაცნობი ექიმი არყავს? ვისაც ასეთ შემთხვევაში იყენებს.
__რათქმაუნდა ყავს მაგრამ ის ახლა არ გამოგვადგება. ნუ გეშინია სებასტიანს პოლიცია არ შეეხება.
__ მაშინ უნდა ვიჩქაროთ.
__მალე სასწრაფო აქ იქნება.

დაძაბულობის ლტოლვა მით უფრო იმატებდა რაც დრო გადიოდა. ერთი სასწრაფოთი კარლა გადაჰყავდათ, მეორეთი კი სებასტიანი რომელსაც ნალანი თავზე ადგა. ყოველმხრის ცდილობდა ცრემლები შეეკაბებინა.

საავადმყოფოს ეზოში, საკაცეზე დაწვენილ სებასტიანს ხელი ჩასჭიდა და ყველა კითხვას აიგნორებდა, რომელიც გარშემო ესმოდა.
თეთრი დერეფანი უმალ გაიარეს და ნალანი გარეთ მარტო დარჩა, როცა სებასტიანი საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს.

დრო უსაშველოდ იწელებოდა, თითოეული წუთი საათად ეჩვენებოდა და ლოდინი გაუსაძლისი ხდებოდა. ნალანის ნაზი ხელები სებასტიანის სისხლში იყო ამოსვრილი.
5 წუთით ადრე რომ მისულიყვნენ იქნებ არაფერი მომხდარიყო. ხომ დაიხსნიდნენ ამ სიტუაციიდან და აღარც არავინ დაშავდებოდა. რომ ვერ გადარჩეს? სებასტიანი რომ ვერ გადარჩეს, ნალანს რა ეშველება?

Empire off Carnells (დასრულებულია)Tahanan ng mga kuwento. Tumuklas ngayon