13

240 17 2
                                    

ორი დღე სებასტიანი უცვლელი სახით დაიარებოდა. ხან მოდიოდა, ხან მიდიოდა. რამდენი ხანია იგი ამ ბიზნესს ხელმძღვანელობს და მსგავსი ჯერ არ მომხდარა. გამოუვალ სიტუაციაშიც კი მოდიოდა რესტორანში და ყველაფერს ამოწმებდა.ესეც კიდევ ერთი საბუთი, რომ საქმე სერიოზულად იყო. თვით სებასტიანიც კი ღელავდა ამაზე. ამ დროის მანძილზე ბევრი ეჭვი გაუჩნდა და მხოლოდ ის სურდა საბოლოოდ მართალი არ ყოფილიყო. ერთადერთი ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება აჩრდილივით დასდევს.

დრო დასჭირდა, მაგრამ გაარკვია რა ეწერა წერილში. თავიდან ჩათვალა, რომ გამოსადეგარი აღაფერი იყო. თუმცა მაინც მოახერხა დაშიფრული ტექსტის წაკითხვა. სწორედ მაშინ დარწმუნდა თავის სიმართლეში. ადამინი, რომელიც ამის წაკითხვას მოახერხებდა მხოლოდ სებასტიანი იყო და ის ვინაც შეადგინა.

ამ დროს ნალანი რესტორნის ყველა საქმეს ერთად აგვარებდა და თან ცდილობდა გაეგო იმ პირის ნომერი, ვინც სებასტიანს ყველაფრის გარკვევაში დაეხმარა. მარტივი არ იყო, მაგრამ მან ეს მოახერხა და საღამოს საათებში შეხვედრაც დაუნიშნა. ამავდროულად ფიქრობდა იმასაც, რომ მისი ეს ინტერესი ზედმეტი იყო. მანამ სანამ ინტერესს დაიკმაყოფილებდა სებასტიანის მიერ დატოვებული საქმეები უნდა მოეგვარებინა.

სებასტიანი გამალებით ეძებდა კომპიუტერში რაღაცას. ხელს ხან თმაში შეიცურებდა, ხანაც მოთამაშე მუხლზე იდებდა. მისი შეცვლილი თვალის მზერით უნდა ვივარაუდოთ, რომ იპოვა რასაც ეძებდა. მაშინვე ფეხზე წამოხტა, ტყავის ქურთუკი შემოიცვა და უცნობ გზას დაადგა.
თვალებამდე ჩამოშლილი თმა ხელს უშლიდა გზის კარგად აღქმაში და დრო და დრო ხელით უკან გადაჰქონდა.
გზაში ტელეფონმა რამდენჯერმე დარეკა, სებასტიანს ყურადღებას არ მიუქცევია და ზედაც არ დაუხედავს.

როდესაც ძველი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეუხვია, მანქანა ვიწყო ბილიკისებრი გზაზე გადავიდა.
ქარხანასთან მომცრო ზომის ხის, ძველი შენობა იდგა. რომლის დანახვისთანავე გაუმყარდა ეჭვები, რომ სწორ ადგილას მოვიდა.

Empire off Carnells (დასრულებულია)Where stories live. Discover now