მანქანაში ამჯერად სებასტიანი და ნალანი ისხდნენ. ჯერჯერობით არცერთს ხმა არ ამოუღია, პირველმა სიჩუმე ნალანმა გაარღვია.
__იარაღი გაქვს და შენ მას ესროლე.
__ამ იარაღმა შენი სიცოცხლე იხსნა.
__მაგრამ მაინც, შენ ადამიანს ესროლე. ან საერთოდ ვინ არიან ისინი, ვინც შენთად ერთად მოვიდნენ?
__ამას რა მნიშვნელობა აქვს.სიჩუმე ისევ ჩამოვარდა. ნალანი დაღლილობისგან ისე ცუდად იყო...
ამას სტრესიც ემატებოდა. ფანჯარაზე მიაყრდნო თავი და თვალები დახუჭა. ეცადა წარმოედგინა ვითომ ეს ყველაფერი არც მომხდარა, თითქოს ცუდი სიზმრიდან გამოეღვიძა. ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ სახლში მისვლისთანავე ცხელ წყალში ჩაწვებოდა, შემდეგ კი ტკბილად დაიძინებდა და სანამ თავად არ მოუნდებოდა იქიდან არ ადგებოდა.__ამ ყველაფრის მერე, როგორ შეგიძლია მითხრა რომ სამსახურიდან ვერ წავალ?
__ვერ წახვალ. ამის უფლებას მე არ მოგცემ, რამდენჯერაც დაგჭირდება იმდენჯერ დაგეხმარები, მაგრამ სამსახურიდან ვერ წახვალ.
__საერთოდ შენი რატომ უნდა მჯეროდეს? უბრალო თანამშრომელი ვარ, რომელმაც რაღაც გაიგო. ნეტავ არაფერი გამეგო, ასეთ საფრთხეში აღარ აღმოვჩნდებოდი. და ერთ დღესაც თუ ვერ მომისწარი და მომკლეს?სებასტიანს ამაზე პასუხი არ გაუცია, თუმცა მისი სახე ყველაფერს ამბობდა " არ მადარდებს".
__მოვედით.
მანქანა ნალანის სახლის წინ გაჩერდა. ჯერ სებასტიანი გადავიდა, შემდეგ ნალანი. მისთვის ყურადღება არ მიუქცევია ისე გააღო სახლის კარი, მაგრამ სანამ შევიდოდა სებასტიანისკენ მობრუნდა.
__ხვალ სამსახურში არ მოვალ.
მკაცრი ტონით და გამომეტყველებით წარმისთქვა ნალანმა, რაზეც სებასტიანს ჩაეღიმა. ელოდა ასეთ რამეს.
__არც მიკვირს. კარგი, ხვალ არ მოხვიდე.ამჯერად კი შევიდა სახლში და კარიც ჩაკეტა. ზუსტად ისე მოიქცა როგორც გზაში ფიქრობდა. უკვე ძალიან გვიანი იყო, მაგრამ მაინც ცხელი წყლის აბაზანაში ჩაწვა. სხეული მოადუნა და თვითონაც დამშვიდდა.
სრულიად არაფერზე ფიქრობდა. მალევე ამოვიდა წყლიდან, ტანი შეიმშრალა და ყველაფრის გარეშე დაიძინა.
BINABASA MO ANG
Empire off Carnells (დასრულებულია)
Romanceფარული განზრახვა, გრანდიოზული რესტორნის სახელის უკან იმალება. "Rey Del Vino" კარნელების იმპერიის აღზევების წყაროდაა დასახელებული, მაგრამ ვინ იცის რა ხდება სინამდვილეში... მძაფრი ბიზნესი, რომელიც რთული სამართავია. თუ ამ ყველაფერმა ერთხელ უკვე მოგიხე...