1

1.8K 40 40
                                    

თვითმფრინავის დაშვების თანავე ათობით შავებში ჩაცმული მამაკაცი გაიქცა თვითმფრინავიდან ჩამომავალი გოგონას დასაცავად , არავინ იცოდა ვინ იყო ან რისგან იცავდნენ, ამაზე კითხვასაც ვერ ბედავდნენ რადგან სიჩუმისთვის და გოგონას დაცვისთვის საკმაოდ მაღალ თანხას იღებდა თითოეული მათგანი ...

- ქალბატონო , ჩვენ ქვეყანაში ეს ბიჭები დაგიცავენ , დაცვის უფროსი .....

ინგლისურად დაიწყო საუბარი ჩვენმა დამქირავებელმა თუმცა გოგონამ შეაჩერა და კორეულად უპასუხა

- საკმარისია .. ბეიჯზე ნომრები მიაწერეთ სახელების მაგივრად , ასე ისინიც დაცულები იქნებიან , ხოლო დაცვის უფროსი რომ ვიცნო 0 დააწერეთ ..

მკაცრი, ცივი ხმით თქვა გოგონამ რომელსაც ქუდთან ერთად სათვალე და პირბადე ეკეთა ხოლო ტანზე დიდი ზომის ჰუდი ,სპორტული შარვალი, ბათინკები და ხელთათმანები ეკეთა .. მისი ამოცნობა ნებისმიერს გაუჭირდებოდა იმდენად იყო დაფარული ..

- როგორც იტყვით. მანქანა გელოდებათ სახლში წაგიყვანთ ..
- იციან რატომ მჭირდება ამდენი ადამიანი დასაცავად და რამდენად დიდ საფრთხეში იგდებენ თავს ??
- არა არ იციან .. მათ საკმარისს ვუხდით რომ ...

ისევ არ აცადა საუბრის დასრულება მამაკაცს

- და მათ იციან რომ მათი გადარჩენის შანსი 50% ია ?? მათ უნდა იცოდნენ რომ შეიძლება მოკვდნენ ... შეიძლება ზოგს არ უღირდეს სიკვდილად დიდი თანხა ..
- ყველა ისეთი ავარჩიეთ ვისაც ან უბრალოდ არ ადარდებს თავისი ცხოვრება , ან ოჯახის წევრი ყავს საოპერაციებელი ..
- ვისაც საკუთარი სიკვდილი არ ადარდებს იმან უნდა დამიცვას ? მგონი თქვენც ვერ ხვდებით რა ხდება ბატონო ...
- მე ვიცი რაც ხდება მაგრამ თქვენც იცით ეს რამ გამოიწვია ..
- გაბედე და რამე თქვი ჩემს გადაწყვეტილებაზე და აქვე გამოგჭრი ყელს !
- ბოდიში ქალბატონო !

ნამჯუნის პოვ ..

დაცვის უფროსად დამნიშნეს .. მხოლოდ ის გვითხრეს ყველას რომ გოგონა უნდა დაგვეცვა სიცოცხლის ფასად .. არ ვიცით ვინ არის , რას წარმოადგენს , რისგან სჭირდება დაცვა ... ყველაფერი უფრო გართულდა როდესაც ის დავინახეთ.. მისი საუბარი .. ის იმდენად საშიშად გამოიყურებოდა რომ მეგონა აქეთ ჩვენ გვჭირდებოდა მისგან დაცვა ...

მაინც შემიყვარებ ! 🔞 ( დასრულებული ) Donde viven las historias. Descúbrelo ahora