დილით ბრახუნის ხმა აღვიძებს ელენეს,თვალებს ახელს და გარშემო იყურება ,ისევ ის ოთახი ისევ ის დამტვრეული ავეჯი ,სიზმრიდან რომელსაც ხედავდა არაფერი დარჩა. ძლივს წამოდგა საწოლიდან ,ხალათი შემოიცვა და მისაღებში გავიდა ,მისაღებში ისევ ისეთი სურათი დაუხვდა ,მამინაცვალი ვახო დაბოლილი იატაკზე გათხლაშულიყო და ხვრინავდა.სამზარეულოში გავიდა და დედამისი მაკა ნახა ,მთვრალი როგორ დაბოდიალობდა სასმლის ძებნაში ვერც კი შენიშნა თავისი ქალიშვილი,მაგარამ ელენეს ეს არ გაჰკვირვებია ,ის მიჩვეული იყო ასეთ ცხოვრებას ,ყოველდილით უწევდა დედამისის და მისი ქმრის სიმთვრალის ნახვა .ბავშვობიდან ასე იყო მისი მშობლები. სულ სვამდნენ და მას ყურადღებას არ აქცევდნენ ,მას არასდროს უგრძვნია სიყვარული ,დედის სითბო , არასდროს იცოდა თუ როგორია როცა ვინმეს ადარდებ ,უყვარხარ.
მათი სახლი საშინელ მდგომარეობაში იყო ,ისედაც პატარა სახლში ნივთები ისე იყო მიმოფანტული რომ სივრცეს უფრო აპატარავებდა ,მაკას და ვახოს არასოდეს შემოჰქონდა სახლში ფული საჭმლისთვის და სხვადასხვა ნივთისთვის ,ისინი სულ გართობაში ფალანგავდნენ ფულს და სასმელს ყიდულობდნენ. ელენემ აიღო ვაშლი მაგიდიდან და ამით დანაყრდა ,მოემზადა და სკოლაში წავიდა.
რომ ვთქვა რომ მას სკოლა უყვარდა მოგატყუებთ მაგრამ არც ეზიზღებოდა .სწავლით კარგად სწავლობდა ,მაგარამ მას სკოლაში სულ დასცინოდნენ მშობლების გამო და გარეგნობის გამოც.ელენე სულაც არ იყო ცუდი გარეგნობის პირიქით სასიამოვნო შესახედი იყო ,ლამაზი შავი ტალღოვანი თმა ,შავი თვალები ,საშუალო სიმაღლის და კარგი ტანის.ლასში თითქოს მოჩვენება ყოფილიყო,სულ ცდილობდა თვალში არავის მოხვედროდა რადგან მათთან საუბარი არ სურდა.
კატო საყვარელი ,პოზიტიური გოგო იყო,ელენეს ერთადერთი მეგობარი .ისინი დიდი ხნის მეგობრები იყვნენ სულ ყველაფერს უზიარებდნენ ერთმანეთს .ელენეც კარგად გრძნობდა მასთან თავს ,მოსწონდა მასთან ურთიერთობა.ეხლაც სასადილოში ელენე კატოს გვერდით იჯდა მაგიდასთან და ბლინებს მიირთმევდა ,მალევე კატომ წამოიწყო საუბარი.
- დღეს პარასკევი არ გინდა სადმე გავისეირნოთ?
ელენე დასთანხმდა ,რადგან ხელიდან მისი მშობლების ნახვა აღარ მოუწევდა საღამოს.საღამოც დადგა და ორმა მეგობარმა გაისეირნა პარკში .პარკში სიბნელე იყო და ნაზი სიო უბერავდა ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ბალახზე წამოწოლილიყვნენ . ორივე ჩუმად იწვნენ და არცერთი არ იღებდა ხმას ,ეს მათთვის არაკომფორტული არ ყოფილა . უკვე საკმაოდ დაგვიანდა და სახლში წასვლა გადაწყვიტეს. ელენე სახლს უახლოვდებოდა და მისი სახლის წინ პოლიციის მანქანა შენიშნა ,ფეხს აუჩქარა და მივიდა ერთ ერთ პოლიციელთან.
- გამარჯობათ ,უკაცრავად ქალბატონო აქ რატომ ხართ რამე მოხდა ?
შეეკითხა ელენემ ,ოფიცემა შეხედა დამწუხრებული სახით და უპასუხა:
- საღამო მშვიდობისა,შენ ალბათ ელენე ხარ ,პატარა სამწუხაროდ შენთვის ცუდი ამბავი გვაქვს ,შენი მშობლები არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდნენ მანქანას ,ავარიაში მოყვნენ და დაიღუპნენ, ბოდიში.
ამის გაგონებაზე გაშეშდა ელენე ,ვერ გააცნობიერა ბოლომდე რაც მოხდა ,მათი სიკვდილზე რომ ვთქვათ არ ეწყინაო სიმართლე არ იქნება ,ელენეს ყველაფრის მიუხედავად დედამისი მაინც უყვარდა ,ის ხომ დედამისი იყო რომელმაც მთელი ცხრა თვე ატარა და გააჩინა.მაგრამ ელენე ეხლაღა დაფიქრდა იმაზე თუ ამის შემდეგ რა იქნებოდა მას ხომ არავინ ჰყავდა .
ოფიცერი ისევ მივიდა ელენესთან და უთხრა:
- ძვირფასო გაორკვა რომ შენ მშობლებს სახლი ბანკში ჰქონიაათ ჩადებული და ეს სახლი გაიყიდა .ამიტომ განყოფილებაში უნდა წამოხვიდე რომ რამე გადავწყვიტოთ ,იქამდე რამდენიმე საჭირო ნივთი აიღე და წავიდეთ.
ელენე გაჰყვა განყოფილებაში ,ოფიცრები კი მისი ახლობლების ძებნას შეუდგნენ .ერთ საათში ისევ ის ოფიცერი მივიდა და ახალი ამბავი უთხრა ელენეს .
-ძვირფასო ჩვენ შენს ძმებს დავუკავშირდით შენს შესახებ და ისინიც დაგვთანხმდენ შენს მეურვეობაზე.
- უკაცრავად ხომ არ გეშლებათ მე ძმა და მითუმეტეს ძმები არ მყავს .
- არა არაფერი შეგვშლია შენ ოთხი ძმა გყავს და ხვალ ჩამოვლენ და მასთან წასვლა მოგიწევს ისინი მოგივლიან,ახლა კი დაივენე დღეს ბევრი გადაიტანე .
ელენე ცოტახანს ისევ იეს იდგა ვერაფერი გაეგო თურმე მას ოთხი ძმა ჰყავდა რომლის შესახებაც არაფერი იცოდა ,დღევანდელი დღე მართლაც გადამღლელი იყო მითვის,ამიტომ დაღლილს მალევე ჩაეძინა.
YOU ARE READING
წყვდიადიდან გაღწევა
Romanceსიყვარული.მაინც რა არის სიყვარული,უამრავი მოთხრობა თუ წიგნი გვაქვს წაკითხული სიყვარულის შესახებ,ყველა სხვადასხვა ამბავს გვიყვება საკუთარი გამოცდილებიდან,მაგრამ მაინც არავინ იცის ბოლომდე რა არის სიყვარული ,ამის გასაგებად უნდა შეგიყვარდეს,უნდა იგრძნო...