დილით რომ გავიღვიძე მაკას ჯერ კიდევ ეძინა , გაღვიძებისთვის ვერ გავიმეტე და სააბაზანოში შევედი.
შხაპის მიღება რომ დავამთავრე ოთახში გავედი და მაკა უკვე გაღვიძებული დამხვდა ,ლოგინზე იწვა და ტელეფონში ტიკ ტოკს სქროლავდა . რომ შემამჩნია ტელეფონი გამორთო და საავაზანოსკენ გაემართა,
- დილამშვიდობის ელ
- დილამშვიდობი - მხიარულად მივუგე .
ცოტახანში ორივე სამზარეულოში ჩავედით ,ჩემი ძმები უკვე აქ იყვნენ და საუზმობდნენ,ჩვენც შევუერთდით ნინოს თავიდანვე მოუმზადებია მაკასთვის თეფში.
საუზმემ ცოტა უხერხულად ჩაიარა არც ერთი ხმას არ იღებდა მხოლოდ მე და მაკა თუ ვიტყოდით რამეს ,რათქმაუნდა არ გამომპარვია თორნიკეს მზერა მაკაზე .
- დღეს მე ვერ მოვახერხებ თქვენს წაყვანას ელენე ,სხვაგან ვარ გასასვლელი.- მითხრა გიორგიმ
- კარგი არ არის პრობლემა .
- მე შემიძლია წაგიყვანოთ- გვითხრა ბატონმა თორნიკემ.
საბოლოოდ თორნიკემ წაგვიყვანა სკოლაში .
გაკვეთილებმა საინტერესოდ ჩაიარეს დღეს ჩემი საყვარელი საგნები გვქონდა , გაკვეთილების შემდეგ სასადილოში წავედი თან ვათვალიერებდი გარემოს ,ხალხში ანდრეას ვეძებდი ,დღეს არ მინახავს და გამიკვირდა რომ არ გამოჩნდა,ჩემი საქციელი რათქმაუნდა მაკას არ გამოჰპარვია
- ვის ეძებ ? შემთხვევით შენს ბიჭს ხომ არა?
- არავის ვეძებ ,უბრალოდ მოსწავლეებს დავაკვირდი.
- სხვათაშორის დღეს სკოლაში არ არის ეგ არავინ .
დამაინტერესა ნეტავ რატომ არ იყო.
- და ისიც ხომ არ იცი რატომ არ არის? შევეკითხე იმის იმედით რომ ეცოდინებოდა.
- არა არ ვიცი და ესეიგი მას ეძებდი ,გეუბნებოდი თავის დროზე მე .
- კარგი რა გვეყო ანდრეაზე საუბარი.
- სხვათაშორის სამსახური გიშოვე .
- მართლააა?
სიხარულისგან თვალები ამიციმციმდა და მაკას ჩავეხუტე
- კარგი ჰო დაწყნარდი დღეს გამოგყვები გასაუბრებაზე სკოლის შემდეგ და ვნახოთ თუ მოგეწონება.
- ვაიმეე როგორ მიყვარხარ ,მადლობააა,და რომ არ ამიყვანონ ,ან სად იპოვე ეს სამსახური?
- ნუ ღელავ აგიყვანენ ,დათოს ვკითხე დილით რაიმე სამსახურის შემოთავაზება ხომ არ იციო,მან კი ერთ ერთ კაფეზე მითხრა იქ შემხვდა წინაზეო,თან ძაან კაი კაფეა ერთ ორჯერ ვარ ნამყოფი.
- კაი ,მაშ თორნიკეს ვეტყვი რომ შენთან ერთად სასეირნოდ მივდივარ.
- კაი მანამდე მე ყავას ვიყიდი ,შენც წამოგიღო?
- არა მადლობა მეტი ყავა რო დავლიო ისეთი გახარებული ვარ გული ვერ გაუძლებს .
ჩემს ნათქვამზე გაეცინა და ყავის აპარატთან მივიდა მე კი თორნიკეს მივწერე.
"თორნიკე,სკოლის მერე მაკასთან ერთად მივდივარ სასერინოდ და იცოდე."
პასუხი მაშინვე გამოგზავნა
" კარგი და გამაგებინე წამოსვლა რომ გინდოდეს წამოგიყვან"
"კაი"
მივწერე და შემდეგ გაკვეთილზე წავედი .
სკოლა დამთავრდა და ახლა კაფის წინ ვდგავართ ღრმად ვისუნთქავ ჰაერს და შევდივარ ,ლამაზი კაფეა ,მყუდრო და კომფორტული,სალარორსთან სადღაც ჩემი ასაკის გოგო დგას მივედი მასთან და ვუთხარი:
- გამარჯობათ ,განცხადების თაობაზე ვარ.
გოგონამ შემომხედა გამიღიმა და მითხრა:
- გამარჯობა რათქმაუნდა ახლავე ვეტყვი უფროსს და გამოვა.ცოტა ხნის შემდეგ ის გოგო გამოვიდა და უკაბ შუა ხნის ქალი შემოვიდა სახეზე სასიამოვნო გარეგნობის იყო,კეთილი ქალი უნდა ყოფილიყო გარეგნობას თუ დავაკვირდებით,ჩემსკენ ანიშნა და ქალიც ჩემთან მოვიდა .
- გამარჯობა შენი სახელი საყვარელო?
- გამარჯობათ მე ელენე ვარ და სამსახურის თაობაზე ვარ მეორე განაკვეთში მუშაობაზე .
- კარგი გასაგებია ,აგიყვან და დაგაკვირდები თუ კარგად იმუშავებ დარჩები და თუ არა ალბათ ხვდები უკვე.
-კი და შეძლებისდაგვარად ვეცდები კარგად გავართვა თავი.
- მშვენიერია თიკა გეტყვის რა უნდა გააკეთო.
- და როდიდან დავიწყებ მუშაობას?
- თუ გინდა შეგიძლია დღესვე დაიწყო.
გამიხარდა სამსახურში ამიყვანეს ,გოგონა ახლა უკვე თიკა მოვიდა და ყველაფერი გამაცნო თუ რაუნდა გამეკეთებინა,ჩემი საქმე იყო რომ შეკვეთები ჩამეწერა და კლიენტებს თავაზიანად მოვქცეოდი.მაკა მაგიდასთან იჯდა მელოდებოდა,წიგნს კითხულობდა და თან ყავას სვავდა . რამდენიმე კლიენტი გვყავდა ,მოსაღამოვდა სამზარეულოში ვიყავი როდესაც თიკამ მითხრა რომ კლიენტები მოვიდნენ და მათთან მიდიო ,მეც მივედი და ბიჭები იყვნენ,თვალი შევავლე ყველას და ბოლოს ჩემი თვალები ყავისფერ თვალებზე შეჩერდა ,თვალები რომლებიც ბოლო კვირაა გონებიდან ვერ ამოვიგდე ,ანდრეა ,ანდრეა იყო მეგობრებთან ერთად,ცოტახანი ვუყურებდი უცებ გამოვფხიზლდი და თვალი მოვაშორე მან კი ჩაიღიმა ჩემს საქციელზე ,მათთან მივედი.
- მოგესალმებით ჩვენ კაფეში ,რას მიირთმევთ?
ერთ ერთმა ქერა თმიანმა ამათვალიერა და მერე შემომხედა ,აქამდე არასდროს მინახიხარ აქ ახალი ხარ? ძალიან ლამაზი ხარ ,შენ არ ხარ ამ მენიუში?
გამომწვევი ღიმილით მითხრა.
გამაღიზიანა მისმა საქციელმა
- სამწუხაროდ და საბედნიეროდ არა და იქნებ მითხრათ რას მიირთმევთ რომ მოგიტანოთ .
- ამ საღამოს რას აკეთებ არ გინდა გავისეირნოთ?
ამაზე გავბრაზდი და ანრეას შევხედე რომელიც მის მეგობარს მკვლელი თვალებით უყურებდა.
YOU ARE READING
წყვდიადიდან გაღწევა
Romanceსიყვარული.მაინც რა არის სიყვარული,უამრავი მოთხრობა თუ წიგნი გვაქვს წაკითხული სიყვარულის შესახებ,ყველა სხვადასხვა ამბავს გვიყვება საკუთარი გამოცდილებიდან,მაგრამ მაინც არავინ იცის ბოლომდე რა არის სიყვარული ,ამის გასაგებად უნდა შეგიყვარდეს,უნდა იგრძნო...