ვახშმამდე წიგნს ვკითხულობდი,წიგნი ერთადერთი რამ იყო რაც ნამდვილად მამშვიდებდა ,როდესაც ვკითხულობდი სულ სხვა სამყაროში გადავდიოდი და ცოტა ხნით მაინც ვცილდებოდი ამ საშინელ რეალობას.კითხვას კაკუნის ხმა მაწყვეტინებს ,კარისკენ გავიხედე და მარიკა იყო თბილად გამიღიმა და მითხრა რომ სასადილო ოთახში ჩავსულიყავი ვახშმის დრო იყო.მეც ავდექი მოვწესრიგდი და პირველ სართულზე ჩავედი ,ოთახში დიდი მაგიდა იდგა ძალიან ელეგანტურად გაწყობილი ,მაგიდასთან არავინ იყო ესეიგი პირველი ჩამოვსულვარ,მეც დავიკავე ადგილი და დაველოდი ჩემს ძმებს.
ცოტახანში საბა ჩამოვიდა მხიარულად შემეგება და ჩემს გვერდით დაჯდა .ვსაუბრობდით როდესაც დანარჩენი სამი მოვიდნენ ,ბიჭი რომელიც შუადღეს წიგნების ოთახში ვნახე ჩემს პირდაპირ სკამზე დაჯდა ხმა არ გაუცია ზედაც არ შემომხედა.მაგიდის თავში დაჯდა მაღალი , ქერა თმით ცისფერი თვაელების მქონე ბიჭი,მეორე ყავისფერი თმით და ყავისფერი თვალებით საბას პირდაპირ. ორივემ მე შემომხედეს,რამდენიმე წუთი არავინ ხმას არ იღებდა უსიამოვნო სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში ,შემდეგ თავში მჯდომმა დაიწყო ლაპარაკი.
- ელენე მე ირაკლი ვარ ყველაზე უფროსი 24 წლის , ეს კი გიორგი 18 წლის.
ჩემს პირდაპირ მჯდომზე მითხრა ,წიგნების მოყვარულზე.
შემდეგ ისევ გააგრძელა:
-ესენი კი საბა და თორნიკე ტყუპები 17 წლის .დღეიდან აქ იცხოვრებ შენზე პასუხისნმგებლობა მე ავიღე ამიტომ უნდა მოიქცე ზრდილობიანად და წესიერად. სკოლაში დანარჩენებთან ერთად ივლი მეათე კლაში ,გავიგე რომ ბეჯითად სწავლობ და იმედია ეს არ შეიცვლება .ხვალ დილით მაღაზიებში წახვალ საჭირო ნივთების და ტანაცმლის საყიდლად რადგან ვერაფერი ვერ წამიღე შენი ქალაქიდან ,ეს სამნიც წამოგყვებიან ,თანხაზე არ იდარდო რაც გინდა ის შეიძინე.
გამიკვირდა,ირაკლი თავის ასაკთან შედარებით ჩამოყალიბებული ჩანდა ლაპარაკოთაც დიდი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.როგორც ჩანს ხვალ მე რომ უნდა გამომყვნენ ბატონ თორნიკეს არ მოეწონა და თავის უფროს ძმა უთხრა:
- რა აუცილებელია ჩვენ გავყვეთ ,თვითონაც მოახერხებს თან ხვალ მეგობრებს უნდა შევხვდე .
ირაკლი ცოტახანს ჩაფიქრდა და ბოლოს მიუგო.
- რახან მეწინააღმდეგები ,ხვალ მხოლოდ შენ გაყვები ელენეს და არაფერი აღარ თქვა ,ჰველაფერი გადაწყვეტილია.- მკაცრად უთხრა ირაკლიმ.
თორნიკე გაჩუნდა ამოიხვნეშა ,მაგრამ ზედმეტი აღარაფერი უთხრა და მე შემომხედა თვალებში ,მის თვალებაი ნამხვილად იკითხებოდა ზიზღი.ვახშამმა წყნარად ჩაიარა ,არავის არაფერი უთქვამს,უბრალოდ ვივახშმეთ და სულ ეგაა.ოთახში რომ ავედი დასაძინემლად მოვემზადე და საწოლში დავწექი ,არ მეძინებოდა ვფიქრობდი ყველაფერზე რაც ამ პატარა დროში მოხდა ,ხვალიდან ჩემი ცხოვრება აღარ იქნებოდა ისეთი როგორიც ადრე ,მელოდა ბევრი დარდი ,ცრემლიც და ტკივილიც.ამ ფიქრებში მალევე ჩამეძინა.

YOU ARE READING
წყვდიადიდან გაღწევა
Romanceსიყვარული.მაინც რა არის სიყვარული,უამრავი მოთხრობა თუ წიგნი გვაქვს წაკითხული სიყვარულის შესახებ,ყველა სხვადასხვა ამბავს გვიყვება საკუთარი გამოცდილებიდან,მაგრამ მაინც არავინ იცის ბოლომდე რა არის სიყვარული ,ამის გასაგებად უნდა შეგიყვარდეს,უნდა იგრძნო...