ვახშმის დრო მოვიდა ,დაბლა ჩასულს ყველა მაგიდასთან დამხვდა თავისთვის ჩუმად ვახშმობდნენ.მეც მივედი და დავჯექი ჩემს ადგილას.ირაკლიმ შემომხედა და მისი მზერა პიდაპირ ჩემს შეხვეულ ხელზე გადავიდა .
- ხელზე რა დაგემართა -მშვიდი ინტერესიანი ხმით მომიგო,ამის თქმა და დანარჩენი ძმების ყურადღება ერთი იყო.
- ისეთი არაფერი , წავიქეცი და ხელი ვიტკინე.- წყნარად ვუპასუხე,მაგრამ ირაკლიმ არ მოისვენა და ახლა თორნიკეს მიუბრუნდა .
- ხომ კითხარი ყურადღება მიაქციე მეთქი ,რა დაემართა?
- ცოტახნით დავტოვე ,მან კი გასეირნება გადაწყვიტა და ვიღაც დაეჯახა- უთხრა თორნიკემ რომლის ხმაშიც ცოტა სიბრაზე იგრძნობოდა .
თორნიკეს კიდევ რაღაც უნდა ეთქვა მაგრამ ამ თემის განხილვა აღარ მინდოდა და თემის შეცვლას შევეცადე.
- ხვალ სკოლა მეწყება.
- კი და იმედი მაქვს წესიერად და ბეჯითად მოიქცევი ,ჩვენ ოთხნი ძლიერები ვართ სწავლაში და იმედია მა ოჯახის ტრადიცია არ დაირღვევა.
- ნუ ნერვიულობ ასე არ მოხდება.
- ხვალ გიორგი წაგიყვანს სკოლაში,
დავეთანხმე ,გიორგისაც ხმა არ ამოუღია. ვახშამი დასრულდა და ოთახში ავედი ,შხაპი მივიღე ,სახის რუტინა ჩავიტარე და დასაძინებლად მოვემზადე. ვიწექი და ვფიქრობდი ხვალინდელ დღეზე ,პირველი დღე ,ახალი სკოლა,ახალი მოსწავლეები ,ხვალ ნამდვილად დიდი დღე მელოდებოდა.დილით გამეღვიძა აღელვებული ვიყავი ,მალევე მოვემზადე და დაბლა ჩავედი .ყველანი მზად დამხვდენ ,
- დილამშვიდობისა ,მზად ხარ პირველი დღისთვის ,ხომ არ ნერვიულობ?- შემეკითხა საბა ,მეც ღიმილით ვუპასუხე
- დილამშვიდობის კი ცოტა ვნერვიულობ.
- ნუ ინერვიულებ კარგად იქნება ყველაფერი- დამამშვიდა მან.
- წასვლის დროა ,წამოდი ელენე- გიორგიმ მითხრა ისე რო ზედაც არ შემოუხედია და წავიდა მანქანისკენ.მეც გავყევი და მის გვერდით მამქანაში დავჯექი.
სკოლაში მალე მივედით ,რომ მივედით გიორგიმ მითხრა რომ სამასწავლებლოდან წამომეღო ჩემი განრიგი ,მაგრამ ის კი არ გახსენებია რომ ქზრზე არ ვიყავი სამსწავლებლო სად იყო. ერთ გოგოს ვკითხე მიმართულება და მანაც მიმასწავლა ,იქ მისულს წერა თმიანი საშუალო ტანის ქალი დამხვდა და მომესალმა
- ელენე?
- კი
- ელენე მე შენი მასწავლებელი ვარ ნინო ,შენი განრიგი გამომართვი .
განრიგი გადმომცა და ვიღაცას დაუძახა. ოთახში გოგონა შემოვიდა ,ყავისფერი , ხუჭუჭა თმით საყვარელი ღიმილით შემოვიდა.
- დიახ ქალბატონო ნინო.
-ელენე ეს მაკაა დაგათვალიერებინებს სკოლას.
- მაკა ელენე ახალი მოსწავლეა მიდი ყველაფერი მოვუყევი სკოლაზე.
- კარგით ქალბატონო ,
მე მომიბრუნდა და თბილად გამიღიმა
- ელენე სასიამოვნოა შენი გაცნობა,წამომყევი დაგათვალიერებინებ ყველაფერს .
მეც დავთანხმდი და გავყევი . სასიამოვნო პიროვნება აღმოჩნდა , ყველაფერი მიამბო ბოლოს კი კლასთან მიმაცილა და მითხრა რომ სასადილოში შემხვდებოდა .
YOU ARE READING
წყვდიადიდან გაღწევა
Romantikსიყვარული.მაინც რა არის სიყვარული,უამრავი მოთხრობა თუ წიგნი გვაქვს წაკითხული სიყვარულის შესახებ,ყველა სხვადასხვა ამბავს გვიყვება საკუთარი გამოცდილებიდან,მაგრამ მაინც არავინ იცის ბოლომდე რა არის სიყვარული ,ამის გასაგებად უნდა შეგიყვარდეს,უნდა იგრძნო...