part14

356 17 1
                                    

ოთახში ვზივარ და ვემზადები რომ კაფეში წავიდე,თმა შევიკარი და ჩანთა ავიღე,დაბლა ჩასვლისას კიბის ბოლოს ირაკლი იდგა ხელებ გადაჯვარედინებული და მელოდებოდა.
მასთან მივედი გზა უნდა გამეგრძელებინა მაგარამ ჩემი სახელის გაგონებისას შევჩერდი.
- ელენე !
- სად მიდიხარ? - მკითხა ირაკლიმ
- მეგობართან უნდა გავისეირნოთ.
ვუთხარი და მოიღუშა დასევდიანდა.
- ხომ გითხარი არ მიყვარს როცა მატყუებენ და მითუმეტეს ჩემი ოჯახის წევრები ,გეგონა ვერ გავიგებდი რომ კაფეში მუშაობდიბ,ჩემი უარის მიუხედავად? აქამდეც ვიცოდი და მეგონა მეტყოდი ,მაგრამ როგორც ჩანს არ აპირებდი ჩემთვის ამის თქმას, ერთი რამ გთხოვე რომ არ მოგეტყუებინე შენ კი არაფრად ჩამაგდე,ახლა ადი შენს ოთახში კაფეში ვერ წახვალ. - აქამდე სევდიანი სახე გაუმკაცრდა და უხეშად მითხრა.
- კაფეში აღარ იმუშავებ ,თუ თანხა დაგჭირდება მითხარი და ჩაგიღიცხავ ,ეს ფული როგორც ჩვენია ისევე შენიც.გაფრთხილებ კაფეში აღარ იმუშავებ .

ოთახში ავედი საწოლზე წამოვწექი,არ ვიცოდი რა მექნა ,ირაკლი გავაბრაზე თან ძალიან ვაწყენინე,უნდა შემოვირიგო რადაც არ უნდა დამიჯდეს.ორი საათი გავიდა და მოვიწყინე ,ვიმეცადინე ,წიგნიც წავიკითხე და ტელეფონიც მომბეზრდა ,არ ვიცოდი რა მეკეთებინა,უეცრად თავში გემრიელმა აზრმა გამიელვა, რომ კექსები გამომეცხო . სამზარეულოში ჩავედი ,სახლში მხოლოდ ირაკლი იყო ,ბიჭები სადღაც წასულიყვნენ ,ნინო კი ერთი თვით შვებულებაშია ,სოფელში წავიდა შვილიშვილებს რომ მოუაროს.ყველაფერი დავათვალიერე და პროდუქტებიც ვიპოვე,ნახევარ საათში საცხობი ბაზა მზად მქონდა.ფორმებში მასას ვასხამდი როდესაც მეორე სართულიდან ირაკლი ჩამოვიდა , სამზარეულოში რომ დამინახა გაუკვირდა თან ასეთ მდგომარეობაში,მთლად ფქვილით ვიყავი მოსვრილი ,უნდა ვაღიარო ცხობა და საჭმელების კეთება კარგად გამომდის მაგრამ ეს პროცესი სულ არეულობით სრულდება .ჯერ მე შემომხედა შემდეგ ფორმებს და თავი გააქნია ,დავინახე როგორ ჩაეცინა,მაცივართან მივიდა წყალი აიღო და სკამზე ჩამოჯდა და ტელეფონში დაიწყო რაღაცეების კეთება .გამიკვირდა მისი საქციელი მერე კი გავაგრძელე ჩემი საქმე ,უკვე ღუმელში მქონდა შედგმული და კარებში სამი ორმეტრიანი ფიგურა შოვარდა,
- რა კარგი სუნია ,რას აკეთებ ?- შემეკითხა საბა .
რომ ვუთხარი ნამცხვარსო თვალები გაუნათდა და ირაკლის გვერძე მოკალათდა ,დანარჩენებმაც
მას მიბაძეს ,მე ნამცხვრებს ვაცხობდი და ოთხი ზარმაცი მაგიდასთან მიცდიდნენ. ღუმელი გავაღე და ჩემი კექსებიც გამოვიღე ,საბა და თორნიკე მაშინვე ჩემს გვერდით გაჩნდნენ,მაგიდაზე დავდგი და ფორმებიდან ამოღებას შევუდექი ,ბიჭებიც მომეხმარნენ ,საბამ ერთი კექსიც მომპარა ,კი ვეჩხუბე და ვეწუწუნე მაგრამ აღარაფერი ეშველებოდა ჩემს კექსს . ყველა მოვრთე და შოკოლადები მოვაყარე თან გაგეილებულიყო უკვე ,თეფშზე გადავიტანე და ბიჭებს დავუდგი .
- მადლობაა
ოთხივემ ერთხმად მითხრეს .
- გემრიელად მიირთვით.მე ავალ დავიძინებ ხვალ მუზეუმში წასასვლელად უნდა მოვემზადო .
ყველამ ისეთი სახით შემომხედა თითქოს რაღაც არაამქვეყნიურს ვამბობდი .
მერე საბა მოეგო გონს და ყველა გაანათლა თავისი ცოდნით .
- აააა ჰო გამახსენდა ხვალ მაღალი კლასელები ერთად მუზეუმში მივდივართ,არ ვაპირებდი წამოსვლას მაგრამ დავხედავ იქნებ მოვიფიქრო წამოსვლა.
ყველას მშვიდობიანი ღამე ვუსურვე და ოთახში ავედი ,ვიბანავე და დასაძინებლად დავწექი ,მალევე ძილი მომერია და ჩამეძინა.

დილით მაკას ზარი მაღვიძებს ,ძლივს ვწევ თავს და ვპასუხობ
- ელ,გღვიძავს?
- შენი წყალობით კი
- არაუშავს დილით ადრე ადგომა კარგია ,დღეს ხომ მოდიხარ მუზეუმში?
- კი მოვდივარ ,
- გავიგე გუშინ კაფეში არ მისულხარ ყველაფერი კარგადაა?
- კი კარგადაა ,სკოლაში მოგიყვები სრულად ახლა უბდა მივემზადო
- კაი ,შევხვდებით სკოლაში
და გათიშა.ავდექი სააბაზანოში გავედი კბილები გავიხეხე და აახე ცივი წყლით დავიბანე რომ გამოვფხიზლებულიყავი მერე დაბლა ჩავედი ყავა რომ დამელია.
ჯერ ადრე იყო და მეგონა არავის ეღვიძებოდა მაგარამ შევცდი საბას გარდა ყველა სამზარეულოში დამხვდა ყავას სვამდენენ.
რომ შემნიშნეს გაუკვირდათ
- ასე ადრე რატომ ადექი ,ცუდად ხომ არ ხარ?
- არა მაკამ დამირეკა და ვეღარ დავიძინე ,
დამეთანხმა ირაკლი კარგიო ,გიომ ყავა შემომთავაზა რაზეც დავთანხმდი ,ყავა დავლიეთ ამასობაში საბამაც გაიღვიძა და სკოლის დრო მოვიდა.
სკოლაში ისევ ხმაური და მხიარულება ტრიალებდა ,მაკას კაფეტერიაში შევხვდი და ყველაფერი მოვუყევი,მან კი დამამშვიდა.
- არაუშავს ასე უფრო კარგია მუშაობა არ მოგიწევს და ფულიც გექნება .
- კი მაგრამ ასე უხერხულად ვარ.
- რა უხერხულად გოგო ,ისინი შენი ძმები არიან და ასეთ სისულელეებზე ნუღარ ფიქრობ .გაკვეთილების ბოლოს ხელოვნების მასწავლებელმა შეგვკრიბა და მარშუტკაში გადაგვანაწილა ,მუზეუმში რომ მივედით ძალიან მომეწონა ,უამრავი ლამაზი ძველებური დედოფლური ნივთები და ნახატები იყო .ხალხი ერთმანეთში აირია მაკაც დავკარგე ალბათ ახლა ვინმესთან მივიდა და უხსნის რომ ელიზაბეტ 1 უფრო ლამაზი იყო ვიდრე მერი სტიუარტი.ხმაურისგან თავი ამტკივდა და გადავწყვიტე გარეთ ჰაერზე გავსულიყავი ,გარეთ ვიდექი ულამაზეს ეზოს ვუყურებდი,ცოტახანში აცივდა ,ცუდია რომ მოსაცმელი არ წამოვიღე ,ეს გავიფიქრე და უეცრად წელზე ვიღაცის ხელები ვიგრძენი.

წყვდიადიდან გაღწევაWhere stories live. Discover now