part12

439 19 1
                                    

ვუყურებ მათ ,თითქოს მოძრაობის უნარი დავკარგე ,ვერ ვიჯერებ ასე როგორ მოიქცა გუშინდელის მერე,გული მტკივა ამდენი ხნის შემდეგ ვიღაცას ვენდე ,გულის კარი გავუღე და მან რა ქნა ,ყველაფერი გაანადგურა.
თათა სცილდება ანდრეას ,ჩემსკენ იხედება და საძაგლად მიღიმის ,ანდრეა ამდროს ტრიალდება და თვალებში მიყურებს ,თვალის გუგები უფარდოვდება და ჩემსკენ იწყებს სვლას.
- მაკა წავიდეთ გთხოვ ახლა მასთან ლაპარაკს ვერ შევძლებ- ხმა გამიტყდა
მაკა დამწუხრებული თვალებით მიყურებს და თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად და მივდივართ ,უკნიდან კი ანდრეას ხმა მესმის ,რომელიც ჩემს სახელს ყვირის . ეზოში გამოვედით და მაკას მანქანაში ჩავჯექით ,მან კი მაშინვე დაძრა მანქანა და სკოლას მოვცილდით ,ვხედავდი თუ როგორ  დგას ანდრეა სკოლის ეზოში აღშფოთებული .
- სად წავიდეთ ?- მეკითხება მაკა
- არ ვიცი სადაც გინდა ოღონდ რაიმე მშვიდ ადგილას.
- კარგი - მხოლოდ ეს მითხრა და გზა განაგრძო,მთელი გზა ხმა სარ ვიღებდი ლაპარაკი არ შემეძლო,ბიჭმა რომელსაც ვენდე და სხვებს ვუმტკიცებდი რომ არ იყო ისეთი როგორიც ეგონათ გული მატკინა. ნახევარ საათში ერთ კაფეში მივედით ,როგორც კი შევედით სასიამოვნო შემოდგომის სურნელი ტრიალებდა ,გარემოც სასიამოვნო იყო ,მყუდრო ,ვინტაჟური ესთეტიკის ,ოთახის ბოლოს კი დიდი თარო იდგა სადაც უამრავი წიგნი და ძველებური ნივთები იყო. მე და მაკა ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან დავსხედით ,ორივემ ცხელი შოკოლადი შევუკვეთეთ . სანამ შეკვეთის მოტანას ველოდებოდით მაკამ წამოიწყო საუბარი .
- მწუხვარ ,მართლა ნაძირალაა მაგრამ მეგონა რო გამოსწორდა ,რადგან ვხედავდი როგორც გიყურებდა მას დიდი ხანია ვიცნობ დათოსთან რო მეგობრობს ხშირად ვხედავდი,ბევრი გოგო ჰყოლია მაგრამ მასთან არასდროს ყოფილა ისე როგორც შენთან .
- მეც მეგონა რომ ვუყვარდი ,მითუმეტეს გუშინდელი საღამოს შემდეგ მაგრამ შევცდი ,მე ვერ ვხედავდი მის ნამდვილ სახეს,მართალი ყოფილა რომ ამბობენ ,,ასე იცის სიყვარულმა ,რეალობას მოგვწყვეტს და არარსებულ სამყოფელში ,ილუზიის გისოსებს მიღმა გამოგკვეტავს "არ მესმოდა ამ გამოთქმის ადრე ,მაგრამ ახლა ვხვდები რასაც ნიშნავს .
მაგრამ არ ვიტირებ და მის გამო არ დავიტანჯები  ,მტკიცედ ვიდგები ძველ ცხოვრებას გავუძელი და ამ არშემდგარ სიყვარულსაც გადავიტან.
კაფეში შუადღემდე ვიჯექით ,დავმშვიდდი აქ ყოფნით და მეგობართან საუბრით არ მსურდა წასვლა ,მაგრამ სამსახურში უნდა წავსულიყავი. კაფეში მივედი ,ფორმა ჩავიცვი და მუშაობას შევუდექი ,მაგიდები გადავწმინდე და ყველაფერი მოვაწესრიგე ,ნელნელა კაფეც შეივსო კლიენტებით .
ერთ ერთ მაგიდასთან დედმამა და შვილები მოვიდნენ ,მათთან მივედი და შეკვეთა ჩავიწერე ,ვუსმენდი თუ როგორ ეწუწუნებოდა პატარა გოგო მამას რომ მისთვის ნამცხვარი ეყიდა რადგან დედა არ აჭმევდა ,მამამ დედას შეხდა რომელმაც არაო ანიშნა ,მაგრამ მამის გულმა ვერ გაუძლო თავისი პატარა ქალიშვილის საყვარელ თვალებს და ნამცხვარი უყიდა.მათ ვუყურებდი და გულზე სევდა შემომაწვა , პატარა გოგონასი შემშურდა ,მას მშობლები ყავდა რომლებსაც ის უყვარდათ და მასზე ზრუნავდნენ .გამახსენდა 11 წლის რომ გავხდი ,დაბადებისდღე მქონდა ,დილით არავინ მომილოცა არც დედამ და არც მამამ თავიდან ვიფიქრე რომ სიურპრიზს მიკეთებდნენ ,მაგრამ საღამოს ორივე მთვრალები მოვიდნენ და არაფერი უთქვამთ ,მათ შვილის დაბადებისდღეც კი დაავიწყდათ.ახლა ვიცოდი რომ ისინი არ იყვნენ ჩემი ნამდვილი მშობლები და გულს იმით ვიმშვიდებდი რომ ნამდვილ დედმამას ვუყვარდი ,ჩემთან ყოფნა სურდათ მაგრამ ვერ მოახერხეს.
რამდენიმე კლიენტიც შემოვიდა ,დღეს სხვათაშორის ბევრი ხალხი იყო კლიენტში ,ეს ჩემთვის კარგი იყო რადგან არ მქონდა  თავისუფალი დრო საფიქრელად,რადგან როცა არაფერს ვაკეთებდი მაშინვე ანდრეაზე ვფიქრობდი .
საღამოს ისევ ის ბიჭები შემოვიდნენ ,ანდრეას მეგობრები ,მათ შორის რათქმაუნდა თვითონაც იყო ,როდესაც მასთან მივედი სევდიანად შემომხედა მაგრამ მზერა ავარიდე და შეკვეთის მიღებას შევუდექი . სანამ წავიდოდნენ ანდრე ჩუმად იჯდა ხმას არ იღებდა ,ხანდახან შემომხედავდა მე რომ არ შევხედავდი ამოიხვნეშდა და ისევ მეგობრებს მიუბრუნდებოდა. რომ წავიდნენ ნახევარ საათში კაფეც დაიკეტა ,ოთახი მოვაწესრიგე და წასასვლელად მოვემზადე ,შენობიდან გამოვედი უნდა წავსულიყავი როდესაც ვიღაცამ მაჯაზე ხელი მომკიდა და მისკენ შემატრიალა ,ვინ იქნებოდა თუ არა ანდრეა .
- რა გინდა? - მობეზრებით ვკითხე ,ახლა მასთან საუბარი არ მინდოდა დღეს ისედაც საკმარისი სტრესი იყო.
- შენთან საუბარი- მშვიდი ბოხი ხმით მითხრა,მის ხმაში სევდაც იგრძნობოდა მაგრამ ახლა ეს ნამდვილად არ მადარდებდა.
- მე არ მინდა შენთან ლაპარაკი წადი და თათას ელაპარაკე .
- ელენე გთხოვ მომისმინე , ყველაფერი შეცდომით გაიგე ,მომეცი ნება რომ ყველაფერი აგიხსნა.
  - არაფრის ახსნა არაა საჭირო დაგინახე როგორ აკოცე მას მაშინვე უნდა მომესმინა გიორგისთვის ,რომ უბრალოდ მოთამშე იყავი რომელიც გოგოებს იყენებდა .
- ასე არაა უბრალოდ მისმინე ,გიორგი ? მახარაძე ? მასთან რა გინდოდა ? - თვალები ჩაუშავდა ,არ ესიმაოვნა მისი სახელის გაგება ,ახლა უკვე მკაცრი ტონით მესაუბრებოდა.მე ხმა რა ამოვიღე.
- ელენე ნერვებს ნუ მიშლი ,მითხარი რა გინდოდა გიორგისთან ,მას ხვდები? ერთად ხართ?
- შენი საქმე არ არის ,საუბარი დამთავრდა .- ვუთხარი და სახლში წავედი ,ის კი უკან დავტოვე. სახლში მივედი ,ცუდ ხასიათზე ვიყავი და ვახშამდე არ ჩავედი .საწოლში ვიწექი და ვფიქრობდი ყველაფერზე ,ანდრეაზე ,მშობლებზე ყველაფერიზე,თავს ვერ ვიკავებდი და ვტიროდი ,ვრემლები თავისი ნებით დასრიალებდნენ  ჩემს კანზე . კარზე კაკუნი გავიგე ,ხმა არ გავეცი ახლა მარტო ყოფნა მინდოდა.კარი გაიღო ცოტახანი სიჩუმე ,შემდეგ ვიღაც მომიახლოვდა ააწოლზე ჩამოჯდა და თავზე მომეფერა.
- კარგად ხარ ,ვახშამზე რატო არ ჩამოხვედი? თორნიკე იყო
ხმა არ გავეცი.
- ელენე ხმა გამეცი კარგად ხარ? ვდარდობთ შენზე.
ისევ სიჩუმე ,მან ვეღარ მოითმინა მეტი და საბანი მომაშორა და შემომხედა რომ დაინახა რომ ვტიროდი სახე შეეცვალა.

წყვდიადიდან გაღწევაWhere stories live. Discover now