part16

596 20 1
                                    

ტელეფონზე ანდრეასგან შეტყობინება მომივიდა.
- სკოლის მერე დამელოდე სადღაც მინდა წაგიყვანო.
ნეტავ სად უნდა წავეყვანე ,ამაზე ფიქრში გაკვეთილებიც გავიდა ,გიორგის მივწერე რომ ,არ დამლოდებოდა ,რომ მეგობართან ვაპირებდი წასვლას .
ახლა მანქანაში ვზივარ და ვუყურებ ანდრეას მას თვალ ვერ ვწყვეტ და ვერ ვიჯერებ რომ ეს სინამდვილეა . მან სადღაჩ მინდორზე წამიყვანა ,ხეებით შემოსაზღვრული  ველი სიდნაც იდეალურად მოჩანდა ყვავილების ხედიდან მზე.შუა მინდორში პატარა ფურგონი იდგა ,ანდრეამ ხელი მომკიდა და მისკენ წამიყვანა.
- ეს შენია? - ვკითხე აღტაცებული
- კი და დღეს ჩვენს განკარგულებაშია .
შიგნით შევედით ძალიან მყუდრო  სტილში იყო მოწყობილი.
ანდრეამ შეშა მოიტანა და კოცონი დაანთო ,მე არაფერ მაკეთებინებდა უბრალოდ  ვტკბებოდი მისი ყურებით ,მოსაღამოვდა და აგრილდა ,მან ფურგონიდან თბილი პლედი და კალათა გამოიტანა ,სკამებზე დავსხედით ,პლედი ზედ გადამაფარა თვითონაც დაიფარა ,კალათიდან თერმუსით ცხელი კაკაო , ნამცხვრები და სენდვიჩები ,ცოტახანს ჩუმად ვისხედით ბოლოს ანდრეამ თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა
- ჩემი შეყვარებული იქნები ?
მის კითხვაზე თავი ვერ შევიკავე და გამეღიმა .
- დავფიქრდები - ვუთხარი და მაშინვე სახეზე სევდა აღებეჭდა.
- გეხუმრე სულელო ,ვიქნები ,ყველაზე მეტად ეს მინდა პატარა
სახე გაუნათდა ,შუბლზე მაკოცა და მიმიხუტა. მთელი საღამო ვსაუბრობდით ათასგვარ თემაზე,თავი სიზმარში მეგონა ,ბოლოს თვალები მეხუჭებუოდა და მალევე ჩამეძინა ,ვიგრძენი როგორ ამიყვანა ვიღაცამ ხელში და რბილ ზედაპირზე დამაწვინა.
გათენდა ,რბილ საწოლზე ვიწექი ,გაღვიძება არ მინდოდა და ბალიშზე თავი დავდე ,მაგრამ რატომღაც კარგად არ მედო ,და ვცადე კომფორტულად ჩავხუტებოდი უზარმაზარ ბალიშს .
უცებ ვიღაცის ჩაცინება გავიგე და თვალები გავახილე ,გამახსენდა სად ვიყავი და ვისთან ,მე და ანდრეა ფურგონში ვიყავით ,საწოლზე და ბალიში თურმე ანდრეა ყოფილიყო.
- კომფორტულად მოკალათდი?- მხიარულად მითხრა ,მეც დავეთანხმე.რა საოცარი იყო მისი ახალგაღვიძებული ხმა ,გარეთ გავიხედე და თოვდა ,მეკი საწოლზე მასთან ერთად ჩახუტებული თბილად ვიყავი.
სახლში დავბრუნდი და ოთახში ავედი ,ვიბანავე და კომფორტულად ჩავიცვი , სამზარეულოში ჩავედი და ირაკლი და თორნიკე დამხვდნენ .
- წუხელ სად იყავი ,სახლში არ მოსულხარ .
- მეგობართან ,საბას ვუთხარი რომ არ მოვიდოდი ალბათ თქვენთვის თქმა დაავიწყდა.
- კარგი და ვინ მეგობართან თუ საიდუმლო არ არის?შემეკითხა თორნიკე.
- ანდრეასთან ერთად
მისი სახელის გაგონებაზე დაიძაბა თორნიკე ,
- მასთან რა გინდოდა ელენე?გული გატკინა და ისევ მასთან ხარ?
უკვე ვბრაზდებოდი ,არ მომწონდა თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ მასზე.
- თორნიკე გთხოვ არ გინდა ,ანდრეამ ამოხსნა ყველაფერი და შევრიგდით ახლა ერთად ვართ ,მე ვენდობი მას და თქვენგან იმის იმედი მაქვს რომ კარგათ მოექცევით ,ჩემს გამო მაინც .
არცერთს ხმა არ ამოუღია .
ბოლოს ირაკლიმ წამოიწყო საუბარი .
- კარგი არ გიშლი მასთან ერთად ყოფნას მაგრამ უნდა გავიცნო ის ბიჭი ამიტომ დღეს საღამოს ვახშამზე დაპატიჟე.
- დარწმუნებული ხარ? - შევეკითხე ,გამიკვირდა რომ მას ანდრეას გაცნობა უნდოდა .
ანდრეას გავაგებინე რომ დღეს საღამოს ჩვენთან მოსულიყო ვახშმზე ისიც დამთანხმდა.
საღამოც მოვიდა ,მოვემზადე და დაბლა ჩავედი .ბიჭები დივანზე ისხდენ ყველა ადგილს ვერ პოულობდა ირაკლის გარდა რომელიც ძზალიან მშვიდად იჯდა ,კარზე ზარის ხმა გაისმა ,კართან მივედი და გავაღე ,ანდრეა შემოვიდა მომესალმა და ლოყაზე მაკოცა .მას ყურში ჩავჩურჩულე
- იმედი მაქვს ამ ვახშამს გაუძლებ ,ბიჭები დიდად არ გიჟდებიან შენზე.
- ნუ ღელავ პატარა ,შენს გამო მათაც კი გავუძლებ.

ვახშამმა მშვიდად ჩაიარა ჩემდა გასაკვირად ,ირაკლიმ კარგად გაუგო ანდრეას ,მთელი ეს დრო თითქმის მხოლოდ ეს ორი საუბრობდა ,ბიჭებს მისთვის ცუდი არაფერი უთქვამთ უბრალოდ ისხდნენ და შეძლებისდაგვარად თავაზიანად ესაუბრებოდნენ მას .
ვახშამი დასრულდა ანდრეა გავაცილე და ახლა ვწევარ საწოლში და ვფიქრობ ჩემს ცხოვრებაზე ,ერთი წლის წინ რომ ეთქვათ ჩემთვის მოსიყვარულე ძმები და უზომოდ შესანიშნავი შეყვარებული გეყოლებაო ,ვერ დავიჯერებდი ,ახლა კი ყველაფერი შესანიშნავადაა,მყავს ოჯახი ,რომელსაც ვუყვარვარ ,ასევე ადამიანი რომელმაც საკუთარი თავი შეცვალა ჩემთვის , სიყვარულისთვის.
ამდენ წლიანი სევდიანი ცხოვრებას თავი დავაღწიე და ახლა სინათლეში ,ბედნიერებაში ვცხოვრობ მართლა გამოვიდა ცისარტყელა წვიმის შემდეგ.

სიყვარულზე რა შემიძლია ვთქვა რომ ყველას სხვადასხვა ისტორია აქვს ყველას სხვანაირად უყვარდება ,ყველა სიყვარული უნიკალურია ,მთავარია იპოვო ის ერთადერთი ადამიანი ვისთანაც გაატარებ დარჩენილ სიცოცხლეს .
და აი სიყვარული კოსმოსია და ამ კოსმოსში ვიპოვე ჩემი ვარვკლავი ,ანდრეა ბიჭი რომელმაც წყვდიადიდან თავის დაღწევაში დამეხმარა და გამავედნიერა.

წყვდიადიდან გაღწევაWhere stories live. Discover now