part5

524 25 2
                                    

ვზივარ სკოლის აუზთან და ვტირი,განადგურებული ვარ,ყველაფერი საშინლადაა
როგორც წინათ,თვალებიდან ცრემლები მომდის და ვქვითინებ უეცრად ფეხის ხმა მესმის და ვიღაც ჩემს გვერდით ჯდება.

დილით მეღვიძება ,ვემზადები და კვლავ გიორგის მივყავარ სკოლაში.
შენობაში განცალკევებით შევედით ,როდესაც კლასში მივდიოდი უკნიდან ვიღაცის ხმა მესმის ვიხედები და მაკაა,- სალამი ელენე ,როგორ ხარ?
- სალამი მაკა ,კარგად ვარ შენ?
- მადლობა მეც კარგად ვარ,წამო ერთად წავიდეთ კლასში.ორივე დავესწარით გაკვეთილს შემდეგ კი მაკამ მთხოვა სპორტ დარბაზში გავყოლოდი თავისი ძმისთვის რაღაც უნდა მიეცა ,მე ვიუარე მაგარამ ბოლოს მაინც დამიყოლია და გავყევი.დარბაზში ბიჭები კალათბურთს თამაშობდნენ,მაკა თავის ძმასთან მივიდა რომელიც ძმაკაცთან ერთად იყო ,
- ელ გაიცანი ეს ჩემი ძმაა დათო ,დათო ეს კი ჩემი ახალი მეგობარი ელენე.
- სასიამოვნოა ელენე შენი გაცნობა .
მაკამ რაღაც მისცა თავის ძმას და ელაპარაკებოდა,ამ დროს დათოსთან ვიღაც ბიჭი მოვიდა ,შევხედე და მაშინვე ვიცანი ის იდიოტი პარკში რომ დამეჯახა ,მან შემომხედა და სახეზე შეეტყო რომ ჩემი დანახვა გაუკვირდა,მაკას მიესალმა და მოიკითხა,მერე მე მომიბრუნდა .
- სალამი ,გოგონა პარკიდან ,აქ პირველად გხედავ აქ სწავლობ?
ჩემს მაგივრად მაკამ უპასუხა:
- ელენე რამდენიმე დღეა რაც გადმოვიდა .
- ესეიგი ელენე ,მე ანდრია ვარ სასიამოვნოა შენი გაცნობა,იმედია ამისმერე ხშირად ვნახავთ ერთმანეთს ,- მითხრა და თავდაჯერებულად გამიღიმა.
- იმედია ერთამეთს უშვიათად ვნახავთ და სხვათა შორის ბოდიში არ გითქვამს რომ დამაზინე. - სარკასტულად მივუგე მას გაეცინა
- კარგად ბუზღუნა ქალბატონი.
მითხრა გამიღიმა და თავის მეგობრებთან წავიდა.
მაკაც მორჩა თავის ძმასთან საუბარს და მითხრა რომ შეგვეძლო წავსულიყავით.გაკვეთილზე მაკას გვერდით ვიჯექი და მასწავლებელს ვუსმენდი ,სინამდვილე რომ ვთქვათ ვერაფერი გავიგე მისი ნათქვამიდან რადგან რატომღაც იმ ანდრეაზე მეფიქრებოდა ,იდიოტია მაგრამ მისი ყავისფერი თვალები და მისი ყავისფერი გრძელი თმა წარმომიდგენია როგორი რბილი და ფაფუკია ,ბოლოს კი მისი ღიმილი ,როგორი ამქვეყნიური და მომაჯადოვებელია ,არა ელენე გამოფხიზლდი ის დეგენერატი ვერ მოგეწონება დაივიწყე ისედაც საკმარისი პრობლემა და საფიქრალი გაქვს. ფიქრებიდან ზარის ხმამ გამომაფხიზლა ავდექით და ორივენი სასადილოში წავედით ,
მაგიდასთან ვისხედით და ვლაპარაკობდით როდესაც ვიღაც ქერა და მისი დაქალები მოვიდნენ ,შემომხედა და გაღიზიანებულმა მომიგო:ეი შენ კახპა ,თავი ვინ გგონია ,დილით დაგინახე გიორგი  მახარაძეს რო ელაპარაკებოდი და გაფრთხილებ აღარასდროს გაეკარო მათ არცერთ ძმა თორემ ნახავ რას გიზავთ ის ჩემი შეყვარებულია და არ გაეკარო ,შენ ალბათ არ იცი ვინ ვარ მაგრამ გირჩევ მიფრთხილდი.
ვუსმენდი და ვღიზინდებოდი უკვე ზედმეტი მოსდიოდა ,გიოს კი აქვს ცუდი ხასიათი მაგრამ ეს ქაჯი მისთვისაც ზედმეტია .
აღარ შემეძლო მისი მოსმენა ამიტომ გაბრაზებულმა ვუთხარი.
- მოკეტწ არ მაინტერესებს ვინ ჯანდაბა ხარ და ესე ლაპარაკი ჩემთან აღარ გაბედო .
ჩემს ნათქვამზე გაღიზიანებულს გაეცინა
- უკაცრავად , წესიერად გელაპარაკო ,როგორ ბედავ ასეთი რამის თქმას განა არ ვიცი როგორი საცოდავი ხარ მამაჩემი ამ სკოლის დირექტორია და შენს შესახებ რაღაცეები გავარკვიე ,გავიგე ლოთი მშობლები გყავდნენ ,ისეთი დებილები იყვნენ რომ სასმლით გამოძღნენ ,ავარიაში მოყვნენ და  მოკვდნენ ,შენ კი საცოდავი ალბათ მათხოვრობით ვიღაცას ეხვეწე და ამ სკოლაში სიარულის უფლება მოგცეს .
მისი სიტყვები გულზე მომხვდნენ არ შემეძლო ამის ატანა და მუშტი პირდაპირ სახეში გავარტყი და სირბილით აუზის ოთახში ავედი ,თან ყვირილის ხმა ისმოდა.ავედი იქვე ჩამოვჯექი და ავტირდი.ვზივარ სკოლის აუზთან და ვტირი,განადგურებული ვარ,ყველაფერი საშინლადაა
როგორც წინათ,თვალებიდან ცრემლები მომდის და ვქვითინებ უეცრად ფეხის ხმა მესმის და ვიღაც ჩემს გვერდით ჯდება,
- კარაგად ხარ ?
გიორგი იყო ,გამიკვირდა აქ რატომ მოვიდა მისთვის ხომ არავინ ვიყავი ,მას არ ვადარდებდი.ხმა არ გამიცია და ისევ მან დაიწყო საუბარი.
- ელენე გთხოვ ნუ ტირი ,რა გითხრა ასეთი თათა? გიყურებდით რო რაღაცას გეუბნებოდა მაგარამ ვერ გავიგე რას ამბობდა ,მაგრამ შენი საქციელიდან გამომდინარე რაღაც ცუდი გითხრა . მიდი მითხარი რა გითხრა რა გაწყენინა.
მე ხმას არ ვიღებდი თავი მქონდა მუხლებში ჩამალული და მეტირებოდა ,მარტო ვიყავი ამ სამყაროში,ყველას ტვირთად ვყავდი ,არარაობა ვიყავი.
გიორგიმ ამოიხვნეშა და ადგა .
- დამშვიდდი წამო სადმე კარგ ადგილას წავიდეთ ,თათას მერე მოვთხოვ ყველაფერზე პასუხს .
- არ მინდა არსად წასვლა გთხოვ წადი .
ის კი არ მეშვებოდა ,ბოლოს მაინც მის გვერდით მანქანაში ავღმოჩნდი .მან მაღაზიასთან გააჩერა  სასუსნავები და წვენები იყიდა და სადღაც პატარა ამაღლებულ ადგილას წავედით .სიმართლე რომ ვთქვა მომეწონა ეს ადგილი ,ძალიან ლამაზი და წყნარი იყო აქედან მთელი ქალაქი მოჩანდა .იქვე ხესთან ჩამოვჯექი და ხედს ვუყურებდი ,გიო ჩემს გვერდით დაჯდა წვენი მომაწოდა დალიეო მეც დავლიე ცოტახანს ორივე ჩუმად ვისხედით .
- რა გითხრა ასეთი რომ ასე აგანერვიულა ?გთხოვ მითხარი .
- არაფერი სანერვიულო.
- რას ნიშნავ არაფერი მის გამო ტიროდი არ ვაპატიებ იმ ძუკნას.
- არაფერი უთხრა ,მართალი იყო .მე არარაობა ვარ არავის ვჭირდები ჩემს მშობლებსაც არ ვაინტერესებდი ჩემ თავს სასმელი ერჩივნათ ახლა კი არავინ მყავს მარტო ვარ თქვენ კი ტვირთად გაწვებით .
გიორგის გაბრაზებული სახე მოულბა ,დაუსევდიანდა .
- ასე აღარ თქვა ,ტვირთად არ გვაწვები ,შენ ჩვენი და ხარ ,ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ .
მითხრა და ჩამეხუტა.

წყვდიადიდან გაღწევაWhere stories live. Discover now