part11

396 20 2
                                    

- რა გინდოდა იმ ბიჭთან ? რას გეუბნებოდა ?
მეკითხებოდა გიორგი და თან მის თვალებში სიბრაზე იკითხებოდა.
- არაფერი უბრალოდ მესაუბრა.
- რას ჰქვია უბრალოდ გესაუბრა ,ვხედავდი როგორ გეფლირტავებოდა.
- მერე რა თუ ასე იყო ,რა მოხდა
- არ დაგინახო იმ ბიჭთან ახლოს
- რატომ ვითომ ,ჩემი საქმეა ვის ვნახავ და ვის დაველაპარაკები.
ახლა უკვე გაღიზინებულუ ტონს უწევდა.
- ელენე მომისმინე ,ის ბიჭი ანდრეა კარგი რეპუტაციის არ არის მოთამაშეა ყოველთვის ახალ ახალი გოგო ჰყავს ,და არ მივცემ მას ნებას ჩემი და გამოიყენოს და მიაგდოს.
ამამ გამაღიზიანა როგორ იფიქრა მან ჩემზე ეს ,
-მე ვერავინ გამომიყენებს და საერთოდ შენი საქმე არ არის ,ეს ჩემი ცხოვრებაა ასე რომ თავი დამანებე .- უკვე აღარც მე დავაკელი ყვირილი.
სახეზე გამომეტყველება დაუსევდიანდა თითქოს,რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ გადაიფიქრა და გავიდა ოთახიდან .
გაღიზიანებული ვიყავი ახლა ყველაზე მეტად დაძინება და დასვენება მჭირდებოდა მაგრამ კაფეში უნდა წავსულიყავი,გამოვიცვალე და კაფეში წავედი.
საღამოს სამუშაო რომ დავასრულე ,მთელი ეს დრო გული კარებისკენ მქონდა ,მინდოდა რომ კარი გაღებულიყო და შიგნით ანდრეა შემოსულიყო.
კაფედან გამოვედი და პარკისკენ დავიწყე სვლა ,უეცრად ვიღაცამ წელზე ხელები შემომხვია გავიხედე და ანდრეა იყო.
- გშემაშინე სხვად ეცადე დამიძახო.
ჩემს ნათქვამზე გაეღიმა
- პარკში გავისეირნოთ .
მითხრა და გზა გააგრძელა,მეც უკან გავყევი , სადღაც ათი წუთი დავდიოდით შემდეგ მითხრა რომ სკამზე დავმსხდარიყავით.
- დღეს უხასიათოდ ხარ ,არ მომიყვები რა ხდება?
შემეკითხა მზრუნველი ხმით .
-არაფერი უბრალოდ ოჯახის უთანხმოება.
-დიდად დამშვიდება არ გამომდის მაგრამ გეტყვი რომ ყველაზე ცუდი რაღაცეები იმისთვის ხდება რომ,ბოლოს ყველაზე კარგი მოხდეს.იმისთვის რომ ცისარტყელა ვნახოთ უნდა იწვიმოს.
ცოტახანი ჩუმად ვისხედით ,მე ჯდომა მომწყინდა და ფეხზე წამოვდექი და სიარული განვაგრძე ,მანაც შემომხედა და იგივე გაიმეორა .გვერდიგვერდ დავდიოდით სიჩუმეში და ცაზე ვარსკვლავებს და მთვარეს ვუყურებდით ,მასთან ყოფნა მსიამოვნებდა ,მასთან მშვიდად ვიყავი . უცებ შეჩერდა ,სახეზე დამაკვირდა ,მომიახლოვდა ,მისი ასეთი სიახლოვე გულს მიჩქარებდა,მისი სურნელი თავბრუს მახვევდა , ბაგეებზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობდი და შემდეგ ჩემ ტუჩებს დაეწაფა ,რამდენიმე წამი გაგრძელდა კოცნა ,ტუჩებს მოსცილდა თვალეში მიყურებდა ,მისი ყავისფერი ბურთულებით რომლებსაც ჭკუიდან გადავყავდი.შუბლი შუბლზე მომადო ,მძიმედ ვსუნთქავდით ორივე ,მერე ყურთან მოიწია და ჩამჩურჩულა:
- დიდი ხანია ამის გაკეთება მინდოდა ,იმაზე კარგი და სასიამოვნო აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი.
ამ სიტყვებმა გული ამიჩქარა ,გული გამითბო .
ხელი ჩამკიდა და გზა ასე გავაგრძელეთ.
- სახლში გაგიყვან
უარის თქმას ვაპირებდი მაგარამ იქამდე შემაჩერა სანამ რამეს ვიტყოდი.
- არანაირი არა ,მე მიგიყვან .
მხოლოდ თავი დავუქნიე და მის მანქანაში დავჯექი.გზაში წყნარ მუსიკებს ვუსმენდით და ხმას არ ვიღებდით ,ამით ორივე კომფორტულად ვგრძნობდით თავს , ვაკვირდებოდი თუ როგორ მართავდა მანქანას ,მისი ხელები ისეთი როგორიც მომწონდა ,მის სახეს ვაკვირდებოდი და თითოეულ დეტალს ვიმახსოვრებდი რომ არასდროს დამვიწყებოდა.
სახლთან მივედით
- მადლობა დღევანდელისთვის რომ დამამშვიდე- გავუღიმე
- შენს სამსახურში მიგულე პრინცესა.
მანქანიდან უნდა გადავსულიყავი რომ ნიკაპზე ხელი ნაზად მომკიდა სახე მისკენ შემატრიალებინა და მაკოცა.

ახლა ოთახში ვარ და ვმეცადინეობ ,მეცადინეობას რომ ვრჩები დაბლა ჩავდივარ , სავახშმოდ. ვახშმის დროს გიორგის ერთხელ არ შემოუხედავს ჩემთვის,ამან დამამწუხრა ,თან თავი დამნაშავედ ვიგრძენი რომ ასე ცუდად ველაპარაკე.ვახშმობა დასრულდა და ოთახში ავედი, შხაპი მივიღე და ტელეფონში მაკას მივწერე.კაკუნის ხმა გავიგე და კვლავ გიორგი შემოვიდა ჩემს გვერდით საწოლზე ჩამოჯდა და ლაპარაკი დაიწყო.
- ბოდიში დღეს ზწდმეტი მომივიდა არ უნდა მეყვირა ,მაგრამ გამიგე ,ანდრეას დიდი ხანია ვიცნობ და ნორმალური ურთიერთობა არასდროს ჰქონია  და არ მინდა შენ გული გატკინონ.
მის ნათქვამზე გული გამითმა .მასთან ახლოს მივიწიე და ჩავეხუტე.რამდენიმე წუთს გიო გაკვირვებული იყო ჩახუტებით და მერე თვითონაც ჩამეხუტა.
- მესმის მეც არ უნდა დაგლაპარაკებოდი უხეშად ,თავს მივხედავ რამენირად გთხოვ ჩემზე არ იღელვო ,შენ ის მიყხარი თათასთან რას შვეები დიდი ხანია მასთან ერთად არ მინახიხარ. თათას ხსენებაზე სახე შეეცვალა ეტყობოდა რომ არ ესიამოვნა .
- მას ნუ მიხსენებ ყველაფერი დასრულდა მან რაც გააკეთა ვერ ვაპატიებ.
- კი მაგრამ ,თუ გიყვარს უნდა აპატიო,თუ არ აპაგიებ ესეიგი არ გყვარებია.
- ის არ მიყვარდა უბრალოს კარგი გოგო იყო ,ნუ თავიდან ასე მეგონა და ამიტომ ვხვდებოდი.
- გასაგებია და ახლა არავინ არ მოგწონს ?
- დაიძინე უკვე ძილის დროა.
კითხვისგან თავის დაძვრენა სცადა.
- ძლინების .
თვითონაც ძილინებისა მისურვა და გავიდა ოთახიდან.

მეორე დღეს მე და მაკა სპორტ დარბაზში მივდიოდით როდესაც ერთ ერთ კარადასთან ანდრეა დავინაზე,ოღონდ მარტო არ იყო მის წინ თათა იდგა და ელაპარაკებოდა ,შემდეგ კი თათამ აკოცა .
გავოგნდი მუცელში ცუდმა შეგრძნებამ დამიარა,გული მეტკინა ,გიო მართალი იყო მისი ნდობა არ შეიძლებოდა.

წყვდიადიდან გაღწევაWhere stories live. Discover now