თვალებს ვახელ და კედელს ვუყურებ,მხოლოდ ნაცრისფერი ფერი და მეტი არაფერი ,ვფიქრობ ყველაფერზე და თან არაფერზე.ძნელია იმის გააზრება რომ ამდენი ხანი იმ ადამიანად ცხოვრობდი რომელიც სულაც არა ყოფილხარ. თავს ძალას ვატან რომ საწოლიდან ავდგე და მოვწესრიგდე. სააბაზანოში შევდივარ და სარკეში ვიყურები,საშინლად გამოვიყურები ,თვალები სულ ჩამშავებია და სახეზეც ფერი არ მადევს,ცივ წყალს ვისხამ რომ გამოვფხიზლდე . უჯრების დათვალიერება დავიწყე ,გამახსენდა რომ აქ სადღაც მაკიაჟის ნივთები უნდა მქონოდა ,მალევე ვიპოვე და ვეცადე რამენაირად მაინც დამეფარა სიშავე და ადამიანს დავსმსგავსებოდი,საბოლოო შედეგი ცუდი არ გამოვიდა დიდად არაფერი მეტყობოდა.ტანსაცმელი გამოვიცვალე და მისაღებში ჩავედი ,ყველა მაგიდასთან დამხვდა საუზმე უკვე დაეწყოთ ,მომესალმნენ ,ირაკლიმ შემომხედა და სევდიანად გამიღიმა ,თითქოს ამ ჟესტით მეუბნებოდა რომ იცოდა თავს როგორც ვგრძნობდი და ჩემს გამხნევებას ცდილობდა.მეც საპასუხოდ სუსტად გავუღიმე და ჩემს წინ დადებული ტოსტების ჭამა დავიწყე.საუზმის მანძილზე დიდად არ გვისაუზმია მე ხმას არ ვიღებდი და ბიჭებიც ჩუმად იყვნენ ,ეტყობოდათ ვერაფრის თქმას ვერ ბედავდნენ,ყველა სევდიანად ისხდნენ და საუზმობდნენ,ესეიგი ირაკლიმ მათ უთხრა რომ მე ყველაფერი გავიგე.
სკოლაში საბამ წამიყვანა ,სკოლაში როგორც ყოველთვის ხალხმრავლობა იყო ,მე და მაკა კლასში ავედით,მაკამ შემატყო რო ხასიათზე არ ვიყავი და მეკითხებოდა თუ რა მოხდა,ახლა ნამდვილად მჭირდებოდა ვინმესთან საუბარი ამიტომ მას ყველაფერი მოვუყევი.
- არ ვიცი რა გითხრა ელ ,მართლა არ ვიცი ,მაგრამ არ მოიწყინო და ინერვიულო გთხოვ ,მთავარია რომ ყველაფერი გაიგე ახლა და თან ძმებიც გყავს ,რომლებიც შენზე ზრუნავენ .
მისმა სიტყვებმა ცოტა დამამშვიდა მაგრამ მაინც აფორიაქებული ვიყავი.
ბოლო გაკვეთილი სპორტი გვქონდა ,აღმოჩნდა რომ მეთორმეტე კლასელებთან ერთად გვიტარდებოდა. დარბაზში ყველა ერთმანეთში ირეოდა ბიჭები ცალკ ცალკე იყვნენ დაჯგუფებულები , მსაჯს ვეძებდი როდესაც გიოგრი დავინახე თავის ძმაკაცებთან ერთად,კალათბურთის ფორმები ეცვათ როგორც ჩანს თამაშს აპირებდნენ .მას თვალი ავარიდე და უცებ ყავისფერ თვალებს წავაწყდი რომელიც ,პირველივე დანახვიდან ჩმე გონებაშია ჩაბეჭდილი ,ანდრეა თავის მეგობრებთან იდგა და მიყურებდა ,თავის მომაჯადოვებელ თვალებ არ მაშორებდა როდესაც უკვე მივხვდი რომ დიდი ხანი ვიდექით ასე თვალები ავარიდე და მაკასკენ მივბრუნდი საჩქაროდ ,როდესაც ისევ გავხედე ეშმაკურად მიღიმოდა ,იდიოტი.მწვრთნელმა სასტვენს ჩასტვინა და გვითხრა რომ დარბაზი გაგვეთავისუფლებინათ რომ ბიჭებს კალათბურთი ეთამაშათ ,მეთორმეტეები და ჩვენი კლასის ბიჭები თამაშობდნენ ,მაგრამ ეს მეგობრული მატჩი იყო.
თამაში ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა ,თამაში ზუსტად არ ვიცი როგორ მიმდინარეობდა რადგან ერთადერთი რამ რაც ჩემს ყურადღებას იპყრობდა ანდრეა იყო ,მისი ნავარჯიშები და საშინლად სექსუალური სხეული რომელიც სხარტად მოძრაობდა თამაშისას ,ვცდილობდი მაგრამ მის ყურებას ვერ ვწყვეტდი.ვცდილობდი რომ მის მიმართ გრძნობები არ გამჩენოდა მაგრამ ჩემი გული მეწინააღმდეგებოდა .ჩემი გული უკვე მას ეკუთვნოდა დეგენერატ სიმპატიურ იდიოტს.თამაში დასრულდა ,მოთამაშეები სკამზე დასხდნენ რომ დაესვენათ ,მე და მაკა ცალკე სკამზე ვისხედით ,მაკამ თვალებით რაღაცაზე მანიშნა მეც მის მზერას გავაყოლე თვალი და ანდრეა ვნახე რომელიც ჩვენკენ მოდიოდა ,დავიძაბე ავმერვიულდი ჩვენთან რატომ მოდიოდა.
მოვიდა მისი ლამაზი ღიმილით გაგვიღიმა და ჩემს გვერდით დაჯდა .
- კარგი თამაში იყო-შეაქო მაკამ
- დიდი მადლობა მაკა .
- ელ მე წავალ დათოსთან რაღაც მაქვს სათქმელი - დაგვემშვიდობა და წავიდა თან წასვლამდე თვალი ჩამიკრა .
ეშმაკი გავიფიქრე ჩემთვის ,ზუსტად ვიცოდი რომ არანაირი საქმე არ ჰქონდა დათოსთან ,
- მოგეწონა თამაში ?შემეკითხა ანდრეა
- რავი კარგად ითამაშეთ.
- დარწმუნებული ვარ კალათბურთი არ გიზიდავს რადგან მთელი თამაში ერთხელაც არ დაინტერესებულხარ ,მაგრამ სხვა რაღაცაზე ამას ვერ ვიტყვი .
ჩემთან ახლოს მოიწია ,თმა ყურს უკან გადამიწია და ჩამჩურჩულა:
- ას ძალიან გიზიდავ პრინცესავ? რომ მთელი თამაში ჩემთვის თვალი არ მოგიცილებია.
მისი სიახლოვე მაბნევდა და ვერაფერს ვერ ვამბობდი რომ თავი გამემართლებინა ,უბრალოდ მას ვუყურებდი თვალებში და ხმას ვერ ვიღებდი.
მას გაეცინა
- ბოდიში გუშინ კაფეში მომხდარის გამო ,ვანომ არ იცის დიდიდ თავაზიანი მოქცევა ,მაგარამ ეს აღარ განმეორდება .
ესეიგი ვანი ერქვა იმ ნაბიჭვარს .
- შენ ბოდიშს არ უნდა მიხდიდე ,შენი რა ბრალია თუ დეგენერატი მეგობრები გყავს .
- დღეს კიდევ იქნები კაფეში ?
- კი და რა ხდება ?
- არაფერი ,კარგად ახლა პრინცესავ . თვალი ჩამიკრა და წავიდა . ჩუმად ვიჯექი და მასზე ვფიქრობდი როდესაც მაკა მოვიდა ჩემს გვერდით დაჯდა და შემეკითხა:
- რა ხდებოდა ,რამე გითხრა ?
-ისეთი არაფერი უბრალოდ ცოტა ვისაუბრეთ .ის ეშმაკური მზერით მიყურებდა და ეს რომ ვუთხარი მოიწყინა.
- სხვათა შორის შენმა ძმამაც დაინახა ეგ საუბარი და სახის გამომეტყველებაზე დიდად ბედნიერება არ ეტყობოდა,დარბაზი მოვათვალიერე აქ აღარ იყო .
სკოლაც დამთავრდა და სახლში წავედით. ოთახში ვიყავი და ფილმს ვუყურებდი როდესაც კარზე კაკუნის ხმა გავიგე,ფილმი დავასტოპე და კარებს გავხედე .
- შემოდით
კარი გაიღო და ოთახში განრისხებული გიორგი შემოვიდა.
![](https://img.wattpad.com/cover/326363638-288-k983633.jpg)
YOU ARE READING
წყვდიადიდან გაღწევა
Romanceსიყვარული.მაინც რა არის სიყვარული,უამრავი მოთხრობა თუ წიგნი გვაქვს წაკითხული სიყვარულის შესახებ,ყველა სხვადასხვა ამბავს გვიყვება საკუთარი გამოცდილებიდან,მაგრამ მაინც არავინ იცის ბოლომდე რა არის სიყვარული ,ამის გასაგებად უნდა შეგიყვარდეს,უნდა იგრძნო...