სახლში რომ მივედით უკვე ექვსი იყო . გიორგი თავის ოთახში ავიდა ,მე სამზარეულოში გავედი ნინოსთან მივედი რომელიც ნამცხვარს აცხობდა.
- ნამცხვარს აცხობ? რა გემრიელად გამოიყურება, ერთი სული მაქვს როდის გავსინჯავ ,
- საყვარელო , ცოტახანში მზად იქნება და შეგიძლია მიირთვა .
- კარგია მადლობაა
- გუშინ ვერ დაგელაპარაკე და როგორ ჩაიარა პირველმა დღემ ახალ სკოლაში ?
- ყველაფერმა კარგად ჩაიარა ,ერთი გოგოც გავიცანი მაკა ,ძალიან საყვარელია
- მართლაა ,მიხარია ,აქ მლიყვანე თუ გინდა ერთ დღეს გემრიელობებს მოგიმზადებთ თან უფრო დამეგობრებით.
- მაგაზე მეც ვიფიქრე მაგრამ არ ვიცი მოეწონებათ თუ არა ბიჭებს მაკას თუ აქ მოვიყვან.
- არა მგონია წინააღმდეგები იყვნენ
- კარგი მერე ვკითხავ ირაკლის.კარგი ახლა ოთახში ავალ ვიმეცადინებ .
- კარგი საყვარელო ვახშამზე შევხვდებით.
ოთახში ავედი , შხაპი მივიღე და კომფორტული ტანსაცმელი ჩავიცვი . ლეპტოპს მივუჯექი რამდენიმე დავალებები შევასრულე,რომ დავამთავრე და სავახშმოდ ჩავედი .
რომ ჩავედი გიორგი და საბა დივანზე ისხდნენ და ფეხბურთს უყურებდნენ ,თორნიკე კი მათ გვერდით იყო და ტელრფონში ვიღაცას სწერდა ,ჯერ ვახშმისთვის ადრე იყო ,მაგიდა გაწყობილი არ იყო ამიტომ მეც დივანზე დავჯექი და ინსტაგრამზე შევედი ,მაკამ დამაფოლოვაბმ,მეც გადავედი მის გვერძე და დავაფოლოვე. მისი გვერდს თვალი გადავავლე და ფოტოები დავათვალიერე ,ბევრი სურათი არ ჰქონდა ,ერთი ორი სურათი მის ძმასთან ერთადაც ჰქონდა . უცებ საბამ მიიქცია ჩემი ყურადღება რომელიც თურმე ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იჯდა და ჩემს ტელეფონს დასცქეროდა ,
- ეს შენი მეგობარია? სექსუალურია.
- კი ჩემი მეგობარია .ისე საბა მაინტერესებდა სკოლაში საკმაოდ პოპულარული ხარ და ბევრ გოგოს მოსწონხარ და დავიჯერო შენს ცხოვრებაში ისეთი გოგო არ გამოჩნდა რომელიც სერიოზულად მოგეწონა ?
ჩემს ნათქვამზე გაეცინა და მიპასუხა:
- მე და სერიოზული ურთიერთობა შორს ვართ ,რათ მინდა ერთი შეყვარებული როდესაც შემიძლია ყოველ კვირა სხვადასხვა გოგოსთან ვიყო თან სულ ერთთან მოსაბეზრებელია.
მის ნათქვამზე თვალები ავატრიალე .
- არ მიყვარს ეგეთ ბიჭები ,ბევრ გოგოსთან რომ არია.
- რა ვქნათ აბა ელენე მე ესეთი ვარ .
სიცილით მომიგო.ამ დროს ირაკლი ჩამოვიდა და მაგიდასთან დაჯდა ,გავიხედე და მაგიდა უკვე გაეშალათ ,ჩვენც ავდექით და მაგიდას მივუსხედით.
- აბა დღევანდელმა დღემ როგორ ჩაიარა - ირაკლიმ ყველას შეგვეკითხა.
თორნიკემ ეშმაკური ღიმილით გამომხედა და მაშინვე მივხვდი რომ დღეს რაც მოხდა იმის თქმას აპირებდა.
- რადა ჩვენმა დაიკომ თათას ცხვირი გაუტეხა.
ირაკლიმ შემომხედა ეტყობოდა ამამ გააღიზიანა და მითხრა:
- ვახშმის მერე ჩემს ოთახში მოდი ელენე სალაპარაკო გვაქვს.
მეც დავეთანხმე ,საბას დაძაბულობა რომ განემუხტა დაიწყო რაღაც სისულელეებზე ლაპარაკი ,გიომ კი ირაკლის უთხრა:
- ელენე არაფერ შუაშია თათას ზედმეტი მოუვიდა.
რატომღაც დღევანდელმა დღემ გიორგისთან ურთიერთობა გამომიკეთა რითიც ბედნიერი ვიყავი.
ვახშამი დამთავრდა და ირაკლისთან ოთახში ავედი,დავაკაკუნე შემოდიო რომ მითხრა მეც შევედი სავარძელში იჯდა და ტელეფონს უყურებდა რომ შევედი გამორთო და ლაპარაკი დაიწყო.
- ელენე მომიყევი რა მოხდა დღეს სკოლაში რატო ეჩხუბე თათას?
მშვიდი ხმით საუბრობდა მაგრამ სიმკაცრე არ იგრძნობოდა ცოტათი სითბოც ჩანდა.
- ვიცი რომ არ უნდა დამერტყა მისთვის მაგრამ თავი ვერ შევიკავე შეურაცხყოფა მომაყენა და ჩემს მშობლებზე ცუდი რაღაცეები თქვა.
ირაკლიმ ღრმად ჩაისუნთქა .
- კარგი მაგარამ ეცადე ეს აღარ განმეორდეს ,თუ რამე პრობლემა გექნება მე ან დანარჩენებს უთხარი.
- კარგი და რაღაცის თხოვნა მინდოდა შენთვის.
- კარგი აბა მითხარი.
- მოკლედ ერთი გოგო გავიცანი დავმეგობრდით და მინდოდა ჩემთან დამეპატიჟა და წინააღმდეგი ხომ არ ხარ?
- არ არის პრობლემა, შეგიძლია მოიყვანო ,ეს შენი სახლიცაა ელენე ვინც გინდა ის მოიყვანე.
- მადლობა ,და კიდევ მინდოდა რაღაცის თქმა ,მოკლედ ესე ჯდომა არ შემიძლია მთელი დღე სახლში და მუშაობის დაწყება მინდა მეორე განაკვეთში.
ეს რომ ვთქვი ირაკლის სახე მოეღუშა.
- ელენე მაპატიე მაგრამ ვერ მოგცემ მუშაობის დაწყების უფლებას ,ფული გვაქვს რამდენიც გინდა მთხოვე მოგცემ , მაგრამ არ მინდა სადმე იმუშაო უსაფრთხო არ არის .
- კიმაგრამ...
ვცადე გადამეფიქრებინა მისთვის მაგარამ გამაწყვეტინა.
- არანაერი მაგრამ ,ვთქვი რომ არ იმუშავებ ახლა კი შეგიძლია წახვიდე ოთახში და დაისვენო.
მკაცრი ტონით მითხრა .მეც ხმა არ ამომიღია და ოთახში ავედი .
სულ სახლში ვერ ვიქნებოდი ამიტომ გადავწყვიტე ჩუმად მემუშავა სადმე ,თან საღამომდე არც ერთი არ არის სახლში და ჩემს არ ყოფნას ვერ შენიშნავდნენ.ტელეფონი ავიღე და მაკას მივწერე რომ ხვალ ჩემთან მოსულიყო.
- სალამი მაკა
- პრივეტ ელ ,რა ხდება?
- ხვალ არ გინდა სლიფოვერი? ფილმს ვუყუროთ და რავი გავერთობით.
- მსვენიერია კარგი მოვალ ,
- ხვალამდეე
- ხვალამდე.
ტელეფონი გამოვრთე და დასაძინელად დავწექი სულ მალე კი სიზმრებში გადავეშვი.
YOU ARE READING
წყვდიადიდან გაღწევა
Romanceსიყვარული.მაინც რა არის სიყვარული,უამრავი მოთხრობა თუ წიგნი გვაქვს წაკითხული სიყვარულის შესახებ,ყველა სხვადასხვა ამბავს გვიყვება საკუთარი გამოცდილებიდან,მაგრამ მაინც არავინ იცის ბოლომდე რა არის სიყვარული ,ამის გასაგებად უნდა შეგიყვარდეს,უნდა იგრძნო...