part7

414 21 0
                                    

დილით გარედან შემოსული მზის სხივები მაღვიძებს ,ძლივს ვდგები და საბაზანოში გავდივარ ,სახეს ვიბან და ვიტენიანებ ,სახის მოვლას რომ ვამთავრებ გარდერობიდან ტანსაცმელს ვიღებ და ვიცმევ მერე კი დაბლა ჩავდივარ.
დაბლა  ჩასულს ირაკლის გარდა ყველა მაგიდასთანაა.
-ირაკლი სად არის?- ვიკითხე
- სამსახურში წავიდა დილით მალე გამოიძახეს .- გიომ მიპასუხა
- აქამდე არ მიკითხავს და სად მუშაობს ?
- ნეიროქირურგია ,თავისი საავადმყოფო აქვს.
ამ ასაკში ასეთი წარმატება საოცარია .
დამავიწყდა გუშინ რომ მათთვის მაკაზე მეთქვა ასერომ ეხლა ვეუბნები:
- დღეს მაკა წამოვა ჩვენთან ერთად გიო წინააღმდეგი ხომ არ ხარ
- პრობლემა არ არის წამოვიდეს.
გიომ მიპასუხა,საუზმეც დავამთავრეთ და სკოლაში წავედით .შენობაში რომ შევედი მაკა მელოდებოდა რომ დამინახა ხელი დამიქნია და მეც მასთან მივედი .
- ესეიგი დღეს სლიფოვერი გვაქვს ,რამაგარია ძალიან აღელვებული ვარ იმედია გავერთობით,წამო ახლა გაკვეთილზე შევიდეთ.
გაკვეთილები ძალიან მოსაწყენი გამოდგა ,ახლა სასადილოში ვისხედით მე და მაკა მივირთმევდით ბურგერებს როდესაც ჩვენთან მაკას ძმა და ანდრეა დასხდნენ .
- გამარჯობა - მოგვესამა დათო .
მეც მივესალმე
- გამარჯობა პრინცესა დღესაც შესანიშნავად გამოიყურები .- ანდრიამ შემამკო კომპლიმენტით.
- გავიგე გუშინ იმ თათასთვის ცხვირი გაგიტეხია ,მომწონს როგორი დაუმორჩილებელი ხარ .- მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა .
- ბატონო ანდრეა ,იქნებ ნება დამრთოთ რომ  მშვიდად ვისაუზმო თუ გინდათ რომ იმ გოგოს ბედი გაიზიარო .
- კარგი რა პრინცესა დაწყნარდი ,მაგრამ თუ გინდა გაბრაზდი უფრო საყვარელი ხარ - ყურებამდე გაიღიმა .
ღმერთო როგორ ნერვებს მიშლის ეს იდიოტი მაგრამ როგორი სიმპათიურია და მისი ღიმილი რომელიც წამებში იპყრობს ჩემს გულს.
მთელი დასვენება ორივე ჩვენთან იჯდა და ერთმანეთს რაღაცას ესაუბრებოდნენ ანდრეა კი ხშირად გამომხედავდა და მიყუდებდა. უცებ თვალი ჩემი ძმის მაგიდისკენ გამექცა და დავინახე თუ როგორი სახით მიყურებდნენ თორნიკე და გიორგი. არ ვიცი ნეტა რამ გააღიზიანა ასე, როგორც ჩანს საღამოს გავიგებდი. გაკვეთილებიც დამთავრდა და მე და მაკა მანქანასთან ვიცდიდით,როდესაც მაკამ ანდრეაზე დაიწყო საუბარი.
- დღეს ანდრეა მომეჩვენა თუ გეფლირტავებოდა მითხარი რამე ხდება თქვენ ორს შორის?
ეჭვისთვალით შემომხედა .
- კარგი რა უბრალოდ ჩემს გაღიზიანებას ცდილობს სისულელეწბს ნუ ამბობ.
- მე მაინც მგონია რომ მოსწონხარ დღეიდან გშიფავთ თქვენ ორს .
გამეცინა მასზე ნამდვილ ფანს ჰგავდა თავის საყვარელ ფილმის წყვილებზე რომ საუბრობენ ,ისე რა მითხარი რა ჰქვიაო შენს ძმას ?
მკითხა ,სულ დამავიწყდა მისთვის ჩემს ძმებზე მოყოლა
- სულ დამავიწყდა შენთვის ჩემს ძმებზე მეთქვა ,ჩემი ძმა გიორგია .
მაკა გაოცდა ძლივს ამოღერღა
- ვინ გიორგი ,მახარაძე?
- კი მახარაძე.
- ვაიმეეე,აქამდე რატომ არ მითხარი,რატომ არ ვიცოდი რომ მათ და ჰყავს .
- ამას სხვადროს მოგიყვები გრძელი ამბავია.
- კარგი
ამასობაში გიორგიც მოვიდა და ორივეს მოგვესალმა .
სახლში მივდიოდით როდესაც გიორგიმ მითხრა:
- თუ გინდა ელენე მცალია და მოლში გაგიყვანთ რაღაცეები იყიდეთ,სასუსნავები რამე რაც გინდათ.
მაკას შევხედე და მან თავი დამიქნია მეც გიორგის დავთანხმდი  .
- კარგი მაშინ წავიდეთ.
მოლში წავედით მე და მაკა წინ მივდიოდით ყველაფერს ვათვალიერებდით ფიორგი კი უკან მოგვყვებოდა, რათქმაუნდა პირველ რიგში წიგნების მაღაზიაში შევედი და რამდენიმე წიგნი შევიძინე ,შემდეგ ტანსაცმელიც ვიყიდეთ და სხვადასხვა სახის ნიღბებიც და ერთნაირი პიჟამები.ბოლოს კი მარკეტში შევედით და უამრავი წასახემსებლები და წვენები ვიყიდეთ .სახლში რომ მივედით არავინ დაგვხვდა . გიო თავის ოთახში ავიდა ჩვენ კი ჩემს ოთახში ავედით .
- ღმერთო რა კარგი იყო ,სხვათა შორის გამიკვირდა გიორგი მახარაძე ასეთი თუ იყო ,არაფერზე უწუწუნია ყველაფერზე თანხმობას გეუბნებოდა აშკარაა ძალიან უყვარხარ.
- კი ძალიან კეთილია თუ ახლოს გაიცნობ .სხვათა შორის სამსახურის მოძებნა მინდა .
- კი მაგრამ რათ გინდა ფული ხომ გაქვთ.
- კი გვაქვს მაგრამ არ მინდა ხშირად გამოვართვა მათ ,მინდა ჩემი საკუთარი ფულიც მქონდეს და თან მოვიწყინე სულ სახლში.
- კარგი მაშ გავიკითხავ და გაგიგებ.
- ვაიმეეე ვგიჟდები შენზე მადლობელი ვიქნები ,ოღონდ ჩემმა ძმებმა არ უნდა გაიგონ ირაკიმ უარი მითხრა მუშაობაზე
- ოკეი .თვალის ჩაკვრით მითხრა.
- წამო რამე ფილმს ვუყუროთ .მიდი აარჩუე რამე - მითხრა მაკამ
- კარგი მაშინ ენოლა ჰოლმსის მეორე ნაწილი განოვიდა და იმას ვუყუროთ.
- კაი თან ვგიჟდები მთავარ პერსონაჟ ბიჭზე ,ვაიმე რა სიმპათიურია .ფიმს ვამთავრებდით როდესაც კარზე კაკუნი გაისმა გიორგი იყო ,გვითხრა რომ ვახშამზე ჩავსულიყავით .ორივე ჩავედით და მაგიდასთან დავსხედით . ყველა აქ იყო საბას გარდა ,როდესაც მოვიდა გაუკვირდა მაკას დანახვა მაგრამ არ დაუბნა და მაშინვე ფილტრზე გადავიდა . კომპლიმემტებს ეუბნებოდა მაკა კი სირცხვილისგან ოდნავ ლოყებზე ვარდისფერი ფერი დაედო .მაგრამ ჩემ ყურადღებას თორნიკე იქცევდა რომელიც მათ სერიოზული მკაცრი მზერით აკვირდებოდა ,ნუთო თორნიკეს მაკა მოსწონს ,საინტერესოა .
ვახშამს  მოვრჩით და ოთახში ავედით,პიჟამოებში გამოვეწყვეთ და სახის ნიღბებიც გავიკეთეთ მერე კი ჩიფსების ჭამა დავიწყეთ თან მაკა სკოლის შესახებ მიყვებოდა რაღაცეებს.უცებ ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა დავხედე და ანდრეამ დამაფოლოვა ,ვერ ვიჯერებდი გაოცებული დავყურებდი ეკრანს ჩემს რეაქციაზე მაკამაც შეხედა და ყურებამდე გაიღიმა
-ხომ გუთხარი მოსწონხარო მიდი შენც დააფოლოვე.
მეც ავდექი და დავაფოლოვე .მალევე შეტყობინება მომივიდა ანდრეასგან გავხსენი და :
- როგორ ხარ პრინცესა გავიგე შენ დამაკა ხართ ერთად იმედია კარგად ერთობით ,ძილინების.
მის მესიჯზე გული მომითბა მესიამოვნა მეც უბრალოდ ძიკინებისა მივწერე ,ამ წერილით გახარებულს მალევე ჩამეძინა მაკას გვერდით რომელსაც უკვე მშვიდად ეძინა.

წყვდიადიდან გაღწევაWhere stories live. Discover now