part2

507 23 0
                                    

დილით მეღვიძება და ზურგის ტკივილს ვგრძნობ,მერე მახსენდება რომ სკამზე მძინავს. გამოვფხიზლდი და სააბაზანოში შევედი ,ცოტა მოვწესრიგდი,გამოსვლისას ისევ ის ოფიცერი დამხვდა.
- დილამშვიდობისა ძვირფასო იმედია მზად ხარ შენ ძმებთან საცხოვრებლად,ნახევარსაათში აქ იქნება შენი უფროსი ძმა ირაკლი და შეგეძლება აქაურობა დატოვო.
- კარგით მადლობა
მან ბოდიში მოიხადა და კორიდორში გაუჩინარდა ,უცებ მუცელმა უცნაური ხმები გამოსცა ,მშიოდა გუშინ თითქმის არაფერი მიჭამია .ამოვიოხრე და ბუფეტში წავედი და ფუნთუშა და ყავა შევუკვეთე და მივირთვი.ფულს ვაგროვებდი ,ხან მაკას მოცემულს ხან კიდე ჩემი პატარა სამსახურში გამომუშავებულ თანხას ამიტომ საკმარისი რაოდენობის თანხა მქონდა ,რამდენიმე თვის გასატანად. გავიდა ნახევარი საათიც გავიდა სკამზე ვიჯექი და ფანჯრიდან ვიყურებოდი როდესაც ვიღაც მომიახლოვდა ,შევბრუნდი და ვიღაც ბიჭი ვნახე რომელიც ჩემი უფროსი ძმა უნდა ყოფილიყო.
დაბნეულმა შევხედე და მან დაიწყო ლაპარაკი:
- ელენე ხარ?
- კი და შენ თუ არ ვცდები ირაკლი უნდა იყო ჩემი უფროსი ძმა.
უხერხულად შევიშმუშნე ახალ ადამიანებთან კონტაქტის დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ.
ბიჭმა უხერხულად გამიღიმე და კისერზე ხელი მოისვა ნერვიულობა ეტყობოდა.
- არა მე შენი მეორე ძმა ვარ საბა ,ირაკლი სამსახურში იყო და მოსვლა ვერ მოახერხა.
- კარგი.
- მაშინ წავიდეთ მანქანასთან .
შემომთავაზა  მეც თავი დავუქნიე და გავყევი .ოცი წუთის შემდეგ მანქანაში ვისხედით და სიჩუმეში მივდიოდით ,ბოლოს ისევ მან დაარღვია სიჩუმე .
- ესეიგი ელენე არა ჩემი უმცროსი და,სიმართლე რომ გითხრა ჩვენთვის უცნაური და მოულოდნელი იყო როდესაც ირაკლიმ გვითხრა შენს შესახებ ,მთელი ცხოვრება ბიჭებთან ვიყავი და ყოველთვის მაინტერესებდა თუ როგორია და რომ გყავს,ახლა კი აღმოვაჩინე რომ თურმე და მყავს .
მეც ვუპასუხე:
- მესმის ,ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი.
- იმედია ერთმანეთს მალე გავუგებთ და შევეგუებით,ახლა შენზე მომიყევი.
მე დავფიქრდი ისეთი არაფერი მქონდა რის შესახებაც ვეტყოდი.
- დიდად ხალხთან კონტაქტი არ მიყვარს ,ვამჯობინებ ჩემთვის ჩუმად ვიყო,ასევე ძალიან მიყვარს ფორთოხალი და წიგნების კითხვა.
მას გაეღიმა
- წიგნების კითხვა ხშირად მიცდია მაგრამ ვერ შემაყვრა მაინც თავი.
მთელი გზა ვსაუბრობდით ,ერთმანეთის შესახებ ბევრი გავიგეთ .გამიხარდა რომ ასე ადვილად დავუახლოვდი საბას ,ძალიან კეთილი და საყვარელია ,იმედი მაქვს დანარჩენებიც მისი მსგავსები იქნებიან .
საბამ მანქანა უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა ,რომ გადმოვედით ვუყურებდი ამხელა სახლში ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ძალიან ლამაზი და დიდი იყო ,ბაღიც საკმაოდ მოვლილი ჩანდა ,აშკარად ძალიან მდიდრები არიან ჩემი ახალი ოჯახი. როდესაც სახლში შევედით დავათვალიერე გარემო და საკმაოდ ლამაზი და თანამედროვედ იყო მოწყობილი, უცებ სამზარეულოდან მსუქანი დაბალი ქალი გამოვიდა და ჩვენთან მოვიდა .
- მოგესალმებით თქვენ ალბათ ელენე ხართ მე თქვენი დამხმარე მარიკა ვარ,წამომყევი შენს ახალ ოთახს განახებ ,მეც თმდავთანხმდი და გავყევი ,საბამ მითხრა რომ დამესვენა თვითონ კი სადღაც წავიდა.
მარიკამ ოთახში წამიყვანა ლამაზი დიდი და კომფორტული ოთახი იყო,მას ცალკე  აბაზანაც ჰქონდა ,კარგად დავათვალიერე და ჩემი ნივთები შემოვიტანე, მარიკამ კიდევ დაიწყო საუბარი.
- ქალბატონო შეგიძლიათ შხაპი მიიღოთ და დაისვენოთ ,ვახშმამდე თქვენი ძმები არ მოვლენ და რომ მოვა ვახშმის დრო შეგატყობინებთ .
თავი უცნაურად ვიგრძენი ქალბატონად რომ მომმართავდა ამიტომ ვუთხარი :
- გთხოვ ქალბატონს ნუ მეძახი ელენე დამიძახეთ .
მან გამიღიმა
- კარგი ელენე მე წავალ ეხლა თუ რამე დაგჭირდება მაშინვე მითხარი ,ახლა დაისვენე .
დამემშვიდობა და წავიდა ,მეც ავდექი და შხაპი მივიღე ,ჩანთაში რამდენიმე კომფორტული ტანსაცმელი მქონდა ჩავიცვი ,სიჩქარეში ყველაფრის წამოღება ვერ მოვასწარი ამიტომ მერე ამასაც მივხედავდი ,ოთახში ჯდომით დავიღალე ,მომწყინდა და გადავწყვიტე სახლი დამეთვალიერებინა ,ყველაფერი მოვიარე ეს სახლი შესანიშნავი იყო ,ბოლოს სამოთხესაც მივაგენი ბიბლიოთეკა რომელიც წიგნები იყო ,მივედი და წიგნის არჩევა დავიწყე ,უეცრად ჩახველების ხმა მომესმა მე შევცბი და გავტრიალდი ,შემოსვლისას ვერ შევნიშნე თუ ვინმე იყო აქ ჩემს გარდა ,გავიხედე და სავარძელში მაღალი გამხდარი ბიჭი ვნახე ,თმა როგორც მე შავი მოგრძო თმა ჰქონდა რომელიც სახეზე ჩამოყრილიყო ,იჯდა და წიგს კითხულობდა ,შევხედე და თავისი ცისფერი თვალები ჩემსკენ ჰქონდა მომართული ,როგორც მივხვდი ჩემი მესამე ძმა უნდა ყოფილიყო.გაბრაზებული იყურებოდა როგორც ჩანს ხელი შევუშალე და ნამდვილად არ ესიამოვნა ჩემი დანახვა .
- აქ რა გინდა ?
უხეშად მომიგო არ ვიცოდი რა მეტქვა ძლივს მოვახერხე ხმის ამოღება.
- ამმ მე ელენე ვარ ოთახში მოვიწყინე და გადავწყვიტე აქაურობა დამეთვალიერებინა ,ეს ოთახი აღმოვაჩინე და წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე ვერ შეგნიშნე რომ აქ იყავი.
- ესეიგი ელენე ,ეცადე ფეხებში არ გამებლანდო ,შეიძლება შენ ბიოლოგიურად ჩემი და ხარ მაგრამ მე არ მინდა ასე იყოს და ნურც იფიქრებ რომ რამენაირად ჩემთვის ახლობელი ხარ.უხეშად უემოციოდ მომიგო და ოთახი დატოვა. არც მოველოდი რომ დიდი სიყვარულით შემხვდებოდნენ მაგრამ ასეთ სიძულვილსაც არ ველოდი ,მე ხომ არაფერ შუაში ვიყავი ასე უხეშად არ იყო საჭირო საუბარი ,ტირილი მიდოდა მაგრამ არ შემეძლო ძლიერი უნდა ვყოფილიყავი ,შევეცადე ცოტა დავწყნერებულიყავი ,მერე ავიღე წიგნი და ჩემს ოთახში ავედი და წიგნის კითხვა დავიწყე .წიგნები მუდამ რეალობიდან  მოწყვეტის საშუალებას მაძლევდა და ცხივრებაში ცოტა ბედნიერებას მაინც მაძლევდა.

წყვდიადიდან გაღწევაWhere stories live. Discover now