part9

380 17 2
                                    

-საკმაოდ დაკავებული ვარ ,რომ ჭკუასუსტებს შევხვდე ,ასე რომ მე წავედი , გემრიელად მიირთვით.
დაცინვით გავუღიმე და სამზარეულოსკენ გავეშურე,უკნიდან მისი მეგობრების სიცილი ისმოდა , ეტყობოდა დასცინოდნენ რომ ვერაფერს გახდა ჩემთან .გავიხედე და ერთადერთი რომელიც არ იცინოდა ანდრეა იყო ,ის  იჯდა და ანდრეას გაბრაზებული უყურებდა .რამდენიმე წამი ვუყურებდი და ბოლოს მის თვალებს წავაწყდი,მანაც შემომხედა და თვალებში მიყურებდა ,მათში ახლა არანაირი ემოცია არ იკითხებოდა ,უბრალოდ მიყურებდა,რამდენიმე წამში თიკას ხმა გავიგონე მეძახდა ,მეც ანდრეას თვალი ავარიდე და მისკენ წავედი.
თიკა სალაროსთან იდგა
- რა ხდება ?-ვკითხე
- ხუთ წუთში შენი ცვლა მთავრდება .
- კარგი მადლობა ,
- მიდი შენ სამზარეულოში გაემზადე წასასვლელად და მე კლიენტებს მივხედავ .
- ნახვამდის ,ხვალ შევხვდებით - გავუღიმე.
- კარგად ,ხვალამდე.
გამოვიცვალე ფორმა ,ჩემი ნივთები ავიღე და გარრეთ გავედი. თორნიკეს მივწერე რომ აქვე პარკში მოსულიყო,მე კი პარკისკენ წავედი.
ათ წუთში ჩემს წინ მანქანა გაჩერდა  ,მეც ჩავჯექი და თორნიკეს მივესალმე.
- აქ რა გინდოდა ?
- რავი არაფერი მომწეონა აქაურობა და გასეირნება გადავწყვიტე.
მან არაფერი მიპასუხა და მანქანა დაძრა ,მე მინას თავი მივადე და ფანჯრიდან ვიყურებოდი.ყოველთვის მიყვარდა ღამე მანქანით მგზავრობა ,წყნარი მუსიკა ,ცოტა მანქანა და ღამე ,სიბნელეში მოციმციმე ვარსკვლავები და მთვარე რომელიც ბავშვობაში სულ მეგონა რომ ჩვენ მოგვდევდა როცა სადმე.მივდიოდით. სახლში მისვლისას მისაღებში ირაკლი და საბა დაგვხვდნენ.

- ამდენ ხანს სად იყავი?- მკაცრად მკითხა ორაკლიმ
- სასეირნოდ არ შეიძლება საღამოობით ვისეირნო ? არაფერი შავდება ამით .
მეც ცივად მივუგე და ის  იყო ოთახში უნდა ავსულიყავი რომ დამიძახა .
- ნახევარ საათში ჩემს ოთახში ამოდი რაღაცის თქმა მინდა .
- კარგი.
ოთახში ავედი , ციტახნით წიგნი წავიკითხე და მერე ირაკლისთან წავედი.მის კარზე დავაკაკუნე და შევედი,ის სკამზე იჯდა და მელოდებოდა ,თვალით მანიშნა დაჯექიო,მეც დავჯექი და დაველოდე თუ რას მეტყოდა.
- მოკლედ წლენე რაღაც უნდა გიამბო.- ხმაში ნერვულობა ეტყობოდა.
- მოკლედ იმ ხალხთან ვისთანაც იზრდებოდი ,დედა შენთან შენი ნამდვიკი დედა არ არის .
გავოგნდი ,ვერ ვხვდებოდი რას ამბობდა ,მეგონა ჩვენ საერთო მამა გვყავდა და დედაჩემი მართლა დედაჩემი იყო.
მან ისევ გააგრძელა:
- თექვსმეტი წლის წინ დედას მშობიარობია რომ დაეწყო ,თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა ,მაგრამ მერე ექიმმა შეგვატყობინა შემზარავი ამბავი რომ დედამ მშობიარობა ვერ გადაიტანა და გარდაიცვალა , ბავშვმა კი რამდენიმე წუთი იცოცხლა და დაიღუპა.
ამის შემდეგ ყველა შეშფოთებულები ვიყავით ,ჩვენ პატარები ვიყავით ზუსტად არ ვიცოდით რა ხდებოდა ,დრო გადიოდა და ყველაფერი უარესობისკენ იყო ,ცხრამეტი წლის ვიყავი როდესაც მამა ალკოჰოლის მიღებისგან გარდაიცვალა ,სხვა გზა არ იყო ბიზნესის მართვა ჩემს თავზე  ავიღე ,ჩვენ ყველანი ერთად გავიზარდეთ ,მრავალი რამ გადავიტანეთ მაგრამ მაინც ყვეკაფერს გავუმკლავდით და აქამდე მოვაღწიეთ.
ხმა გაბზარული ჰქონდა ,ძლივს აბავდა სიტყვებს ერთმანეთზე მაგრამ სახეზე მხოლოდ ოდნავ სევდიანი  იყო.
მეც თავს ვერ ვიკავებდი ამ ისტორიის გაგებისას ,თვალები ამიწყლიანდა , ყველაფერი ,მთელი ცხოვრება ტყუილში ვიცხოვრე ,წამით ჩემი ნამდვიკი მშობლების გამოტირებაც მომიბდა ,გული მეწვოდა ,მტკიოდა მათ ამდენი გადაიტანეს .
- ახლა კი გავიგეთ რომ ბავშვი არ მომკვდარა ,სრულიად ჯანმრთელი იყო ,მაგარამ ჩვენმა დეიდამ მაკამ შენ წაგიყვანა ,ჩვენ მოგვპარა შენი თავი,მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა სულ შურდა მისი დის დედაჩვენის კესანესი .
გავიგეთ რომ მაკამ წაგიყვანა და ამდენი ხნის მანძილზე ცოცხალი იყავი ჩვენგან შორს ,როდესაც მაკა მოკვდა და შენზე შევიტყვეთ მაშინვე გადავწყვიტეთ შენი მოყვანა ,შეიძლება ჩვენ შენს მიმართ სიყვარულით და სითბოთი არ გამოვირჩევით მაგრამ  ეს ჩვენთვის რთულია ,ეს ამბავი ძალიან მოულოდნელი იყო ,თან გოგოსთან დასთან ურთიერთობა რთულია მუდამ ბიჭებთან გვქონდა ურთიერთობა .- დაამთავრა საუბარი და ცოტახანი ჩუმად ვისხედით ,მე ვტიროდი სახეზე  თბილ  სითხეს ვგრძნობდი ,ხმა გამიწყდა ვერაფერს ვამბობდი.
ავდექი ნელა და ოთახიდსნ გავედი ,ირაკლისაც არაფერი უთქვამს . ოთახში ავედი და ვტიროდი კედელთან ჩამოვჯექი და ვცდილობდი ყველაფერი დამელაგებინა გონებაში და ამეწონდამეწონა  . ორი სამი საათის შემდეგ ცოტა დავწყნარდი და სააბაზანოში გავედი ,ვიბანავე ,ცხელმა წყალმა მიშველა ,მომადუნა და დამამშვიდა . კომფორტული საღამურები ჩავიცვი და ყურსასმენებში მუსიკის მოსმენა დავიწყე .მუსიკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ყველანაირი გრძნობის განცდისას შეგიძლია მოუსმინო. ახლაც დარდს მუსიკის მოსმენით ვიქარწყლებდი .ბოლოს თვალები ნელნელა მიმძიმებოდა და გაშავდა ყველაფერი,ჩამეძინა სხვა სამყაროში გადავეშვი სადაც სიწყნარე და სიმშვიდე სუფევდა .

წყვდიადიდან გაღწევაWhere stories live. Discover now