დაბლა ჩავიდა გაბრაზებული და დამტოვა მარტო, ყველაფერი მოვუყევი ,გაბრაზდა და ვდარდობ იმაზე რომ მას რამე არ დაუშავოს,მაგრამ შემპირდა რომ ხელს არ ახლებდა.ტირილში მალევე ჩამეძინა .დილით გავიღვიძე,შხაპი მივიღე და მოვემზადე.მაგიდასთან ყველანი შეკრებილიყვნენ დ მშვიდად ვისუზმეთ არავის სიტყვა არ უთქვამს ანდრეაზე ,მაგრამ დარწმუნებული ვიყავი თორნიკემ ყველას ყველაფერი უთხრა ,არც მე შევიმჩნიე არაფერი .
სკოლაში კვლავ გიორგიმ მიმიყვანა .შენობაში აქამდე სულ ცალკე შევდიოდი რადგან ვიცოდი რომ მათ არ უნდოდათ ვინმეს ჩემს შესახებ გაეგოთ ,მაგრამ ახლა გიორგიმ მითხრა რომ მისთვის დამეცადა და ერთად შევსულიყავით.
- დარწმუნებული ხარ რომ ჩემთან ერთად გინდა შესვლა? - ვკითხე დაეჭვებით.
მან გაკვირვებული შემომხედა:
- რომ არ მინდოდეს ხომ არ გეტყოდი და საიდან მოიტანე რომ შენთან ერთად შესვლა არ მინდა?
დავიბენი არ ვიცოდი მისთვის რა მეთქვა.
- მეგონა არ გინდოდათ არცერთს რომ მათ გაეგოთ ჩემზე რომ თქვენი და ვარ.
მოწყენით ვუთხარი.
- ახლა მისმინე ელენე ,შენ ჩვენი და ხარ ,შენი არასდროს შეგვრცხვება ,აქამდე იმიტომ არ მივდიოდით შენთან ერთად რომ მეგონა შენ მაკასთან სიარული გერჩივნა,ახლა კი წამოდი წავიდეთ ,ჩემმა მეგობარმა ისედაც იციან შენს შესახებ და არანაირი პრობლემა არ მაქვს რომ სხვემბაც გაიგონ .
- კარგი .- დარცხვენით ვუთხარი
მრცხვენოდა რომ აქამდე ასე ვფიქრობდი .ორივე ერთად შეცედით სკოლაში ,მაშინვე დავიმსახურეთ რამდენიმე მზერა .კლასში რომ შევედი მაკა მერხთან დამხვდა რაღაცას კითხულობდა.ახლოს რომ კივედი შეკრთა .
- შემაშინე ,ასე გვიან რატო მოხვედი?
- დილით ცოტა გვიან გამეღვიძა .
- კარგი და თავს როგორ გრძნობ ?
ხმაში სევდა შეერია ,მაშინვე მივხვდი რაზე იგულისხმა.
- კარგად ვარ და ამაზე აღარ ვილაპარაკოთ ,გთხოვ მაგას ნუ მახსენებ ,გუშინ მოვიდა კაფესთან პატიება მთხოვა ,მე უარი ვუთხარი მერე გიოს სახელი წამომცდა ,მან კი იეჭვიანა .
- არ იცის მან შენ ძმებზე ?
- არა როდის უნდა მეთქვა.
რამდენიმე გაკვეთილიც გავიდა ,მოვიწყინე საშინელი მასწავლებლები იყვნენ.შესვენების დრო მოვიდა მე და მაკა სასადილოსკენ წავედით ,მაკამ პიცა აიღო მე კი კოლა და ბურგერი ,ჩვენს მაგიდისკენ მივდიოდით როდესაც გიორგიმ დაგვიძახა რომ მათთან მივსულიყავით ,სანამ რამეს ვიტყოდი მაკა მაშინვე მათკენ წავიდა და მეც უკან გავყევი.მაგიდასთან გიორგი ,საბა ,თორნიკე მისი ორი მეგობარი ბიჭი და ერთი გოგონა იჯდა ,მათთან მივედით და დავსხედით .
- ელენე ესენი ჩვენი მეგობრები არიან დათო და ვახო ,ეს კი დათოს შეყვარებული მარი.- გიორგიმ გამაცნო .
- ეს კი ჩემი დაა ელენე და მისი მეგობარი მაკა .
- სასიამოვნოა - ღიმილით ვუთხარი მათთაც იგივე გაიმეორეს .სამივე ძალიან კარგი ბავშვები აღმოჩნდნენ,ვახო მხიარული ბიჭია ,ტენისს თამაშობს და სხვათაშორის ძალიან ნიჭიერია ამ სპორტში , რამდენიმე ჩემპიონანატზეც იყო გასული,დათო ცოტა ჩუმი მაგრამ თავაზიანია ,ფეხბურთს თამაშობს მისი შეყვარებული მარი კი ძალიან მხიარული და სიცოცხლით სავსეა ,უყვარს ცელკვა და კარგადაც გამოსდის.ცოტახანს ვისაუბრეთ ,მალევე სასადილოში ანდრეა ,დათო და მათი რამდენიმე ძმაკაცი შემოვიდა და თავიანთ მაგიდისკენ წავიდნენ,ანდრეამ შემომომხედა შემდეგ მაგიდას მოავლო თვალი და გაბრაზება შეეტყო სახეზე ,აშკარად იეჭვიანა .
თორნიკემ შეამჩნია ეომ მას ვუყურებდი და ყურში ჩამჩურჩულა:
- ხომ კარგად ხარ ,ხომ არ გინდა მივიდე და ცხვირპირი გავუერთიანო ჩემს დას რომ ატკინა გული?
- არა არ არის საჭირო სხვათაშორის არ იხის ჩემი ძმები რომ ხართ და გიოზე ეჭვიანობს .
- სერიოზულად? ესეიგი იმიტომაა ამ ბოლო დროს საშინლად უხეშად რომ გვექცეოდა .
- შესაძლოა.დანარჩენმა გაკვეთილებმა ნორმალურად ჩაიარა ,გარეთ გიოს ველოდებოდი რომ სახლში წავსულიყავით როდესაც ანდრეა მოვიდა.
- რა ხდება ?ვკითხე ისე რომ ზედ არ შემიხედავს .
- დღეს საღამოს შემხვდი სალაპარაკო მაქვს .
- ამ ყველაფერის შემდეგ მიბარებაც კიდე?- ცივად მივუგე
- გთხოვ ამ ერთხელ შემხვდი და...
სათქმელი ვერ დაასრულა როდესაც ვიღაცამ დაილაპარაკა.
- არ წავიდეთ დაიკო,მერე სადღაც ვარ წასასვლელი.- გიორგი იყო ჩვენთან ახლოს მოვიდა ,ანდრეა თითქოს არც ყოფილიყო აქ ისე ჩაუარა და მაბქანაში ჩაჯდა .
ანდრეა დადუმდა ხმას არ იღებდა ,მეც მანქანასთან მივედი და გიოს გვერძე დავჯექი და სახლში წავედით.
YOU ARE READING
წყვდიადიდან გაღწევა
Romanceსიყვარული.მაინც რა არის სიყვარული,უამრავი მოთხრობა თუ წიგნი გვაქვს წაკითხული სიყვარულის შესახებ,ყველა სხვადასხვა ამბავს გვიყვება საკუთარი გამოცდილებიდან,მაგრამ მაინც არავინ იცის ბოლომდე რა არის სიყვარული ,ამის გასაგებად უნდა შეგიყვარდეს,უნდა იგრძნო...