ვიკი pov:
_ნიკი?! აქ რა ჯანდაბად გინდა?_ აღელვებულმა წამოვროშე ეს სიტყვები.
_ნიკი? ვინ არის ნიკი?_ შუქი აანთო ჰისიონგმა.
_ჰისიონგ, აქ რას აკეთებ ხოარ გამოშტერდი?
_მე? თუ შენ? გამეცი პასუხი ვინ ჯანდაბაა ეს ნიკი?
_ჩემი კლასელია.._თითქოს მინდოდა რომ მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე, თავი შევირცხვინე ჩემს დეიდაშვილთან, ის ალბათ აბუჩად ამიგდებს ამის შემდეგ.
_ნიკი.. ნიკი.... ღმერთო რა ნაცნობი სახელია? ეეეე_წამოიყვირა.
_რა ეეეე?
_ რა და შენ ნიშიმურა ნიკიზე ხოარ მელაპარაკები?
_კი?
_ ეგ ჩემი ძმაკაცია, ვენაცვალე მაგას სულში.
_ესღა მაკლდა....
_ხოდა რატომ გეგონა ნიკი რომ მე ვიყავი? ამაზე პასუხი ჯერ არ მოგიცია.
არ ვიცოდი რა მეთქვა ჟირაფზე ხოარ დამეუფლა ინფორმაცია და ავუხსნიდი ვინ იყო ეს ნიკი, მაგრამ სახუმარო არ გვცალია ეხლა, რაღაც უნდა მოვიფიქრო.
_ოეე, ხოარ დაგეძინა_ თითებს მიტკაცუნებდა ჰისიონგი წინ.
მეც არაფერი მითქვამს და ისე დავტოვე საკლასო ოთახი თითქოს შიგნით არც ვყოფილვარ.
კლასისკენ მივდიოდი, როდესაც ისევ ის გოგო და ისევ ის ჟირაფი დავინახე, რომლებიც ისე ხარხარებდნენ, მეგონა აი ეხლა იმხელაზე დააღებენ პირს მთელს სკოლას გადაყლაპავენ მეთქი. უკვე მგონი შევეგუე იმ ფაქტს რომ ნიკი მომწონს, ამაზე არც დავფიქრებულვარ, მაგრამ მაინც არაფერია, როდესაც 21 საუკუნეში ვიღაც მოგწონს, ოღონდ არა ისეთი ადამიანი, რომელსაც მთელი სკოლა ქრაშავს. დიდად ბევრად ნერვებს მიშლიან ის და ნიკი, ორი კვირის განმავლობაში ვაჟბატონი სულ იქით აქეთ დარბოდა გოგოს სანახავად, ეტყობა გოგოც შეძლებულია, თავი არაფრად არ მოაქვს, მაგრამ ცოტა არ იყოს ნერვებს მიშლის, მგონია რომ ნიკის მოსწონს, რასაც წყობიდან გამოვყავარ.ნიკი pov:
გარეთ გავედი, როუზე უნდა მენახა, უკვე ორი კვირა გავიდა რაც ის ამ სკოლაში გადმოვიდა, მიყვარს ნაცნობები სკოლაში, მითუმეტეს როდესაც როუზი ჩემი ძალაინ ახლობელია, რადგან ის ჩემი დაა. დიახ ჩემი და, ის ჩემზე პატარაა, მაგრამ მაინც სიმაღლეში არც ისე დაბალია. ჯერ მარტო ჯანგვუნმა და სუნომ იციან როუზი რომ ჩემი დაა, ამ ამბავში კი ცუდს ვერაფერს ვამჩნევ, გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც ჩოია. ის გამუდმებით დაგვტრიალებს იქეთ აქეთ მე და როუზეს, როდესაც ერთად დავდივართ ან თუნდაც ლანჩს ვჭამთ, ეს ძალიან ცუდად ჩანს და ცოტათი მაშინებს კიდეც. ვიკი კი ისე ღიმილიანად იყურება, გეგონება ყველაზე ბედნიერი ადამიანია მთელს დედამიწაზე, რადგან რამოდენიმე დღე შევატყვე რომ ზევით დადის ხშირად, თუმცა ქვემოთ არავინ აკითხავს, ხშირად ჩამოდის შოკოლადებით ან საჭმლით ხელში, რაც მაფიქრებს, თან ძალიან.
ეხლა ლანჩზე უნდა წავიდე, ძალიან მშია თორე რამისაა მუცელი გამისკდება:
_ჯანგვუნ ჰანგ გინდა ლა ჩზე წამოსვლა? სუნოსაც ვკითხოთ.
_კი ძაან მშია, გავსკდები ეხლა. წამოდი სუნოსთან.
_სუნო ბიჯო, წამოდი ვჭამოთ სკოლის კაფეტერიაში._ვუთხარი და პასუხს დაველოდე.
_ მე შენი ბიჯო ვარ, არ დაგავიწყდეთ ვის ელაპარაკებით ყველაზე უფროსი და ჭკვიანი ვარ!
_ კი კი როგორ არა ჰანგ, შელოცვებს კიდე მე ვაკეთებ არა?_ გადაიხარხარა ჯანგვუნმა.
_ეხლა შენ გააჩუმე ენა!_ საყვარლად გაბრაზდა სუნო, ძალიან თბილია, მაგრამ ვითომ რადგან უფროსია, მაგრად მოაქ თავი.
_ტვინი ნუ გამიხმეთ წამოდით თუ მოდიხართ._ წამოვიყვირე მე_ თან როუზესაც ჩავუაროთ მასაც უნდა.
ამის თქმა იყო და ვიკი ისევ გახარებული შემოვიდა კლასში, ვაიმე რა უხარია ვერ გავიგე, მაგრამ არ მომწონს ზევით რომ დადის, ნუთუ მომწონს?
_ოე, ზვიადი, მოდიხარ თუ გამოგიყვანო?_ თქვა ჯანგვუნმა.
_ მოვდივარ ხო.
ეხლა უკვე ყველანი ლანჩზე ვზივართ და კარგად ვთოხლაობთ, როდესაც ჰისიონგმა ხელი ისე მწარედ დამარტყა მხარზე, ვიღნავლე.
_ოე ჰისიონგ, ხელი რატომ დამარტყი?
_რაიყო ძმაო გეხუმრე_ გასკდა სიცილისგან.
_ძაან სასაცილოა, ძაან.
_ ხო არის_გადაიკისკისეს ჯანგვუნმა და სუნომ, როუზი კი არც გვისმენდა.
_ ნიკი, ეს გოგო ვინ არის?_ იკითხა ჰისიონგმა.
_ ეს ჩემი დაა, როუზი გაიცანი.
_ ბარო როუზე, სასიამოვნოა შენი გაცნობა.
_ჩემთვისაც, მადლობა. რაღაც მინდა ვთქვა.
_თქვი მერე_ ვუთხარი მე.
_ აქ მხოლოდ თქვენთან ერთად ვარ, არავის იცნობთ ვინმე გოგოს, რომელსაც შეიძლება ვემეგობრო?
_ რატო, ძაან პოპულარული ხარ კლასში და ვინმეს რომ ემეგობრე_ უთხრა ჯანგვუნმა.
_ კი ვარ, მაგრამ ისინი ძალიან უხეშები არიან, მე კი ვინმე საინტერესოს მინდა ვემეგობრო.
_მაშინ ჩემს დას ხომ იცნობ? ემეგობრე მაგას_ ჩაარტყა ჯანგვუნმა.
_ კაი კაცო, ჩემს დას ვისთანაც უნდა იმასთან იმეგობრებს _ გავაჩუმე ჯანგვუნი.
_ჩემს დდიდაშვილს გაგაცნობ_ თქვა ჰისიონგმა.
_ შენ რა? დეიდაშვილი გყავს?_ თქვა ჯანგვუნმა.
_ ხო მერე?
_ აუ ვინ არის?
_ვინ და სუზუმე ვიკი, შენი დის მეგობრის, მომოს კლასელია.
_ღადაობ?_ გაიკვირვა სუნომ.
_ რატო რა მეტყობა?
_ არა ისე გავხართ ერთმანეთს რაღაცით_ დააბერტყა ჯანგვუნმა.
_ მეც მინდა მისი გაცნობა, მეგობარი საერთოდ არ მყავს აქ, ვინც მყავს ამ სკოლაში არ დადიან და კიდევ მინდა სხვები_ ჩაიკისკისა როუზემ.
_ნოუ პრობლემ_ ჰისიონგი ცოტას უბერავს არა?
მე მათ საუბარს არც კი ვუსმენდი, უბრალოდ მიხაროდა, რომ ვიკის ამდენი გარჯა უწევდა ჩემი ნერვებს მოსაშლელად და აღმოჩნდა, რომ ის ჰისუ მისი დეიდაშვილია, სანერვიულო არ მაქვს, მაგრამ რატომ უნდა ვინერვიულო?
_ აუ ბავშვებო უნდა გავიდე, მალე მოვალ.
_ რატო, რა გჭირს ნიკი?_ ფეხზე ადგა როუზე.
_ არაფერი, უბრალოდ მარტო მინდა დარჩენა .
_ აა კაი.
კლასში ჩავდიოდი, როდესაც ვიკის მოვკარი თვალი, ისეთი გაღიზიანებული, გაბრაზებული და თან გახარებული ვიყავი, ვეღარ მოვითმინე და მივვარდი.
_ეხლავე გამომყვები ან იცოდე, ისეთ რამეს გავაკეთებ რომ მთელი შენი ცხოვრება შეგრცხვეს_ არ ვიცი ეს სიტყვები საიდან მომაფიქრდა, გენიოსი ვარ რა. ნუ ცოტა როუზემ მასწავლა, იმდენი ჰარი პოტერი აქვს ნაყურები, სნეიპის და დამბლდორის დიალოგები ზეპირად იცის.
ამასობაში ვიკის ხელი დავავლე და სახურავზე ავიყვანე, მასაც არ გაუწევია წინააღმდეგობა, მგონი ცოტა სახეზე შიში დაეტყო:
_ რა გინდა?_ მკითხა გაბედული ტონით.
_ რასაც გკითხავ ყველაფერზე პასუხს გამცემ ან კი არ ვიცი რას ვიზამ.
_ მეტყვი, თუ დაველოდო რას იზამ?_ ოდნავ გაიღიმა.
_ ჰისუ ვინ არის?
_ რ რა?
_ ჰისუ ვინ არის მეთქი?
_ რა შენი საქმეა?
_დიახაც ჩემი საქმეა, გამეცი პასუხი, ეხლავე.ვიკი pov:
ეხლა სახურავზე ვდგავარ და ნიკის ახსნა განმარტებებს ვაბარებ, როგორ ბედავს ჩემთან ასეთი ტონით ლაპარაკს, არ ვიცი რას ვიზამო, თითქოს მაშინებს, მაგრამ მაინც მაინტერესებს რას იტყვის.
_ ჰისუ ჩემი მეგობარია_ გადავწყვიტე ადვილად გამოვმძვრალიყავი.
_არ მჯერა.
_ თუ არ გჯერა ეგ უკვე ჩემი პრობლემა არ არის ამიტომ ეხლა გაიარე და გამატარე რა.
მოვბრუნდი და კარისკენ მივდიოდი, მაგრამ მესმის:
_ ჰისიონგისთვის კარგი სახელი მოგიფიქრებია_ თან ჩუმად იცინის.
_ რას გულისხმობ?_ უკვე მოვტრიალდი.
__ რას და, ვეღარ მაეჭვიანებ მაგ შენი ჰისიონგით, გაიგე?
_ვინ თქვა ეგ?
_ მე ვამბობ, ყოველ დღე, ყოველ დასვენებაზე, ორი კვირაა მხოლოდ შენ გაკვირდებოდი, სულ ზემოთ ადიოდი, ქვემოთ რაღაცეები ჩამოგქონდა, იღიმოდი, ყველა ფაქტი მახსოვს, ყველაფერი..
_ რა საჭიროა ეს ყველაფერი?
_ საჭიროა, დიახაც საჭიროა და ნუღარ მატყუებ ვიკი, არ მინდა, რომ ვიღაც მატყუებდა, მით უმეტეს, როდესაც ეს გოგო შენ ხარ და ჩემთვის ვიღაც არ ხარ, ბევრს ნიშნავ, ვიკი, მე...._ არ დავასრულებინე.
_ ის გოგო ვინ არის?
_ვინ? რაზე მეუბნები?
_ ვისთანაც ერთად დადიხარ ბოლო ორი კვირაა და თვალებში ისე უყურებ, თითქოს მხოლოდ ის გინდა რომ გყავდეს შენს გვერდით, როდესაც გიყურებთ, მგონია რომ ყველაზე მეტად არ მაქვს ბედი, ყველაფერი მაქვს: დედა, მამა, ოჯახის წევრები, ლამაზი სახე, ჭკუა, თუმცა მე ბედნიერება არ მაქვს და მგონი მეც ვიმსახურებ ამას...
_ ვიკი ის ჩემი_ არ ვცადე.
_ არაფერი თქვა ნიკი, ის შენთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის ჩვენს გულში სულ უნდა იყოს ადგილი, მე შენთვის შეიძლება ვინმე ვარ, თუმცა ის შენთვის ვინმე არ არის, მე კი ვარ.....____________________________________
ეს თავი ერთი ადამიანის თხივნის გამო დავდე დღეს💗
ამეტირა😕
ხვალ იხილავთ ახალ თავს❣️
ვაი ბაი