ვიკი pov:
არა ეს არ შეიძლებოდა რომ მომხდარიყო ან საერთოდ შეიძლება მოწამლული ვარ, ან კიდევ საჭმელი წესიერად რომ არ მიჭამია მაგიტომ. თავს არ დავიშინებ და ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მაინც რომ დავრწმუნდე ექიმთან წავალ.
საპირფარეშოდან გამოვედი და ნიკის შევეჩეხე:
_ვა შენ აქ ხარ? საუზმეზე ხომ დარჩები?_მე ისეთი დაბალიც არ ვარ, მაგრამ ქვემოდან ჩამომხედა.
_არ ვიცი, მგონი ვერა, როუზეს ვნახავ და წავალ, თან ცოტა შეუძლოდ ვარ.
_რა გჭირს? მე თავი მისკდება ისე ცუდად ვარ.
_ისეთი არაფერი_ჯერ არ ვაპირებდი ნიკისთვის რამეს თქმას, ამიტომ გავჩუმდი_შენ ცუდად იქნები, გუშინ სასმლის სუნად ყარდი.
_მე?!?
_არა მე.
_კაი გადარჩენილი ვარ.
_ხო,_ტელეფონს დავხედე და თავი მოვიკატუნე_ აუუ ჰისიონგმა მომწერა და სახლში უნდა წავიდე, ორშაბათს გნახავ სკოლაში ან კიდევ უფრო ადრე.
_კარგი ხო, რა უჯიშოა ეს შენი დეიდაშვილი, გნახავ მეც_ჩამეხუტა და კარებამდე გამაცილა.
_კარგააად_მივაკივლე და ხელი დავუქნიე.
_ბაიიიიი_მომაძახა თვითონაც და კარები მიიჯახუნა. თვითონ არის უჯიშო, არც კი გამოუხედავს უკან, მაგრამ ამაზე ფიქრი ვაბშე არ მინდა, რადგან პირდაპირ საავადმყოფოში უნდა წავიდე. მარტო? ჰისიონგს უნდა დავურეკო... არა კაცო მომკლავს, როუზეს ვერ დავურეკავ ცუდადაა და თან არც მინახავს, მრცხვენია, მინას დავურეკავ დიახ.
ტელეფონი მოვიმარჯვე და დავრეკე:
_ბარო მინა შე ძველო_მივაძახე ომახიანად.
_ვისთან რეკავთ? მე მინას დედა ვარ..
_უკაცრავად, ქალბატონო ჰინა ვიკი ვარ, როგორ ხართ? მინას სთხოვეთ თუ შეიძლება_ეხა ვიცოდი რომ ამ ქალის თვალში წარმოდგენა დაამეკარგებოდა, ფუი ჩეემს ბედს.
YOU ARE READING
რა თქვი, რა მქვიაო?
Подростковая литератураარ დაგასპოილერებთ, პროსტა ფიკი ნიკიზეა ცნობისთვის.