ჰისიონგ pov:
ავტობუსი ჩერდებოდა, მე კი დავინახე როგორ გავარდა ვიკი გარეთ, ცოტა ხნის შემდეგ ნიკიც გაჰყვა. რას ნიშნავს ეს? გულმა ვერ მომითმინა და ნიკის ჩუმად უკან გავყევი, ძალიან ბევრს ბოდიალობდა ტყეში, მაგრამ კიდევ კარგი მე გზა დავიმახსოვრე, რადგან გზა და გზა ხეებს ვნიშნავდი.
უცებ ნიკი ტბასთან დაჩერდა და ვიღაც გოგოსთან მივიდა, მინდა ვთქვა რომ ისინი ჩხუბობდნენ, ახლოს როდესააც დავაკვირდი ეს გოგო ვიკი იყო, მაგრამ არც ისე შორს ვიყავი რომ ვერ გამერჩია. ეჰ ჰისიონგ დაბერდი შე საცოდავო.. ასევუყურებ ამათ ჩხუბს, როდესაც ვხედავ რომ ეს ორი პატარა მაიმუნი ბოვშები ერთმანეთს კოცნიან. ცოტა არ იყოს ვიკი ჩემი დეიდაშვილია და დეიდამ მისი თავი ჩვენ ჩაგვაბარა, ამიტომ ყოველნაირად უნდა დამეცვა. ეს გოგო კი რეებს აკეთებს, ნიკისგან ამას არ მოველოდი.
ჭკუაზე როცა მოვედი ტბასთან მივირბინე და დავიყვირე:
_რას ჩადიხართ ახალგაზრდა უტვინო ბავშვებო, ნიკი ამას როგორ ბედავ?! ბევრჯერ გაგაფრთხილე მზგავს რამესთან დაკავშირებით!
ორივენი ერთმანეთს უმალვე მოსცილდნენ და ისე მაშტერდებოდნენ, ტითქოს ვერ გაეგოტ რას ვლაპარაკობდი.
_თქვენ მე დებილი კი ნუ გგონივართ, ვიკი დროზე წამობრძანდი და იქ ამიხსნი ყველაფერს! გასაგებია?!_დავუღრიალე ორივეს.
_ჰისიონგ მე.._ლუღლუღებდა ლოლოსავით ეს ტუტუცი ვიკი.
_ენა გააჩუმე, ამ ყველაფერს დეიდას ვეტყვი თუ არ გაჩუმდები, ახსნა მჭირდება!
_ჰისიონგ შენ რა უფლება გაქვს?_თქვა ნიკიმ და ბრაზიანად მიყურებდა.
_მე? რა უფლება მაქვს? შენ როცა ამ გოგოს ატირებდი მე ვიყავი სულ მასთან, როგორც დეიდაშვილი არა, როგორც ღვიძლი ძმა, ჩვენ იმდენად მიჯაჭვული ურთიერთობა გვაქვს შენ ვერაფერს გახდები. _ეს ვთქვი და ვიკის ხელი დავავლე, წამოსვლისკენ ვექაჩავებოდი, ის ცდილობდა ჩემი ხელებიდან დაღწევას, მაგრამ ვერაფერს გახდა.
YOU ARE READING
რა თქვი, რა მქვიაო?
Novela Juvenilარ დაგასპოილერებთ, პროსტა ფიკი ნიკიზეა ცნობისთვის.