თავი 6

80 12 6
                                    

როუზე pov:
ლანჩი კიდევ არ დამისრულებია, მე და ბიჭები რაღაცეებზე ვლაპარაკობდით. თურმე ჯანგვუნსაც მოსწონს ჰარი პოტერი, თან მისი საყვარელი ჰოგვარცისს სახლი არის გრიფინდორი, როგორიც ჩემი!
ის ძალიან საყვარელია, უნდა ითქვას რომ მეტისმეტად, თუმცა სუნიც საყვარელია, მაგრამ მაინც ჯანგვუნი ჯობია.
ლანჩი როდესაც დავასრულე, ბიჭებს გამოვემშვიდობე და მინდოდა ნიკი მომეძებნა. მაინტერესებდა ცუდად იყო თუ არა. ნიკი როდესაც თავს ცოტა შეუძლოდ გრძნობს ჰაერზე გადის, ამიტომ სანამ შესვენება დამთავრდება 10 წუთში, მანამდე ნიკისთან წავალ.
კიბეებზე ავდიოდი, როდესაც მომესმა ჩხუბის ხმა. უცებ დავადგინე, რომ ეს ხმა ნიკის იყო, მაგრამ ვინ იყოს ეს გოგო ვერ გავიგე.
მოიცადე, მან ვიკი ახსენა, ანუ სუზუმე ვიკი ესაა, რომელსაც ჰგონია, რომ ჩემი ღვიძლი ძმა ისე არის ჩემზე შეყვარებული, რომ თვითონ ზედმეტია. ვაიმე სად შემიძლია ასეთი უტვინო ხალხი, ჯობია დაველოდო როდის მორჩებიან ჩხუბს და ალიაქოთს და ნიკის დაველაპარაკო, ან იმ გოგოსთან უნდა შევძლო ლაპარაკი. არ მინდა მათი უთანხმოების მიზეზი ვიყო, ისიც უმიზეზოდ.
გოგო ძლივშ მოღცა ჩხუბს და ჩამოვიდა ქვემოთ, რა დროსაც კარადის უკან ვიმალებოდი, ვაი ჩემს ბედს, ძმის გამო სად მიწევს ძრომიალი, მაგრამ მაგიც ეგრე იზავს ჩემზეც, ამ თემაზე ვითომ? რავიცი მე.
სახურავზე გავვარდი და ნიკის დავუძახე:
_ნიკი, რა მოხდა?
მასაც არ დაუყოვნებია, ჩემსკენ გამოიქცა და ჩამეხუტა. თან ტიროდა, დიახ ჩემი ძმა ტიროდა, ეს რას მოვესწარი, რა უქნა ამ გოგომ ასეთი.
_დაწყნარდი ნიკი, მითხარი რაშია საქმე და მეც დაგეხმარები.
მისი თავი აწია, ცრემლები მოიწმინდა და თქვა, თან ცოტას ზლუქუნებდა:
_წეღან გოგო რომ დაინახე რომ გამოდიოდა? ის არის სუზუმე ვიკი, ახალი მოსწავლე, ცოტა ხნის წინ შევამჩნიე,რომ მომწონს, არა მიყვარს, მას კი ჰგონია, რომ შენ ჩემი შეყვარებული ხარ_ ეს თქვა და ცრემლები გადმოუშვა_ სულ ასე რატომ მემართება, არ შეიძლება მშვიდად ვიცხოვრო??
_ნიკი, დამშვიდდი, ამ საქმეს მოვაგვარებთ, თან ხომ იცი თქვენი კლასი ბანაკში მიდის ძალიან დიდი ხნით, მეც წამოგყვები და ვიკის დაელაპარაკები მშვიდად.
_ მოიცა ,რა ბანაკში?
_მაგას ალბათ გაკვეთილზე გეტყვიან, ეხლა კი ჩამოდი გაკვეთილები დაიწყება მალე.
_კარგი.
მე წავედი და ისიც გამომყვა, თუმცა ჩემს კლასში დავრჩი, ის კი ქვემოთ ჩავიდა.

რა თქვი, რა მქვიაო?Where stories live. Discover now