თავი 15

65 8 24
                                    

ვიკი pov:

_ვისი შვილია ჰინა?_მკითხა ნიკიმ, რომელსაც როგორც სჩანს ჩემი შვილის სახელი უკვე გაეგო. ჰინა მანქანაში დავაჯინე, მე კი გარეთ გამოვყავი თავი და ნიკისშევეჩხე, რომელიც მოსვენებას არ მაძლევდა.

_ეგ  შენი საქმე არ არის_გადაჭრით ვუპასუხე.

_ჩემი საქმეა და რომ გეკითხები კეთილი ინებე და მიპასუხე_გამიმკაცრა ტონი.

_შენი საქმე ეგ უკვე აღარ არის, რატომ არ გესმის? ჩვენი გზები სამუდამოდ გაყრილია.

_მე ჩვენს გზებზე არ გეკითხები, მაინტერესებს ბავშვი ვისი შვილია!_ყვიროდა.

_ეხლა დაგაინტერესა? რას აკეთებდი 7 წლის წინ? როდესაც ორსული ცხოვრებიდან ამომშალე?! მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და შენ არ გაქვს უფლება, რომ ის გააკონტროლო, თუნდაც  ჩემი შვილის მამაზე დამიწყო საუბარი!

_პირადი ცხოვრება?_ჩაიცინა, შემდეგ ეს ჩაცინება სიცილში გადაიზარდა, მაგრამ ეს სიცილი დამცინავის გარდა არაფერი იყო_ როდის მერე გაქვს პირადი ცხოვრება?! ყოველთვის იმაზე ფიქრობდი, რომელი წესიერი ბიჭი შეგება, არავის აუღზრდიხარ კარგად!

_ჩემში სულ სხვანაირ წარმოდგენას ტოვებ, ყველაზე ბინძურს და კვალს ამით მიტოვებ. მხოლოდ გარეგნობით გამოირჩევი, მხოლოდ მითი.

_შენი ზედმეტი საუბარი არ მჭირდება და ან ეხლავე მეტყვი ჰინა ვისი შვილია, ან კიდევ მე თვითონ გავარკვევ!

_სიმართლე გაინტერესებს?! ჰინა მხოლოდ ჩემი შვილია, მას მამა არ ჰყავს და შენ ამაში არანაირი უფლება გაქვს, რომ ჩაერიო!_ბოლოს გამოვბრუნდი და მანქანის კარებს ვაღებდი, როდესაც მესმის ისევ მისი ხმა.

_ბავშვი რატომ მგავს?_ეხლა წყნარად მკითხა.

ხმა არ ამომიღია. მეშინოდა სიმართლის თქმა, შეიძლება ბევრჯერ ვუთხარი მას, რომ ჰინაზე მისგან ვიყავი ორსულად, მაგრამ არასოდეს დაუჯერებია. თუ ეხლა სიმართლეს გაიგებს, შეიძლება ბავშვი წამართვას, ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ ვეტყვი და ჯობია აქაურობას მალე გავეცალო.

რა თქვი, რა მქვიაო?Where stories live. Discover now