სუსხიანი სექტემბრის წვიმიან ამინდში რა შეიძლება რომ გააკეთო? გარდა იმისა, რომ სახლში ეგდო და გძინავდეს, სკოლაში უნდა წახვიდე, რაც არალოგიკურია.
სასაცილოა, მაგრამ სკოლა დიდად არ მეხატება გულზე, არა სასაცილო რატომ უნდა იყოს, ეს უფრო სატირალი ამბავია, ნუ მართლა სატირალი იქნებოდა ჩემი ნიშნები რომ დაბალი ყოფილიყო, ეს იმიტომ რომ დედა მაძალებს.
რადგან ჩემი წინა სკოლის ნიშნები საკმაოდ დაბალი იყო, ჩემმა ძვირფასმა მშობლებმა დასჯის მიზნით კორეაში ჩამომაბრძანეს და დეიდაჩემთან დამტოვეს, რადგან კარგად მესწავლა სეულის საუკეთესო სკოლაში. დეიდაჩემი უმკაცრესი ქალი არის ჩემი მშობლების თვალთახედვიდან, თუმცა მისი გულჩვილობა მხოლოდ მე ვიცი, ჩემს მშობლებზე თბილი ქალია. მოკლედ ეხლა ჩემს თავს გაგაცნობთ, სანამ სკოლაში გავხდი წასასვლელი.
მე სუზუმე ვიკი მქვია, ძალიან უცნაური სახელია არა? მეც ვერ გავიგე ეს სახელი რატომ დამარქვეს. მეგობრები ბევრი არ მყავს და მითუმეტეს აქ, რადგან კორეული ძალიან კარგად კიდევ არ ვიცი. როგორ ვიკომუნიკაციებ სკოლაში აზრზე არ ვარ. კარგი მორჩა ფიქრი, ეხლა სკოლაში უნდა წავიდე. თუმცა ცოტა მაიც გამეგება კორეულის რამე, ეს კი მახარებს.
ვიკი pov:
ლოგინში ვნებივრობ ჩემთვის და ამომენთო ეს ქალი პირველი სართულიდან და თან გაჰკივის:
_ვიკი, ჯერ კიდევ არ გაგიღვიძია?! რანაირად იქცევი დროზე ადექი და წაბრძანდი სკოლაში! შეხედე შენ ამ ბავშვს_ ჩუმად ჩაილაპარაკა ბოლოს.
_ვდგები დეიდა სოლარ, ვდგები, ეხლავე.
როგორც იქნა ჩემი საწყალი ტანი ზევით ამოვზნიქე და ტანსაცმელიც ჩავიცვი, ძალაინ ლამაზი უნიფორმა აქვთ აქაურებს, აბა მე სულ გამოხუნებული ლურჯი კაბა მეცვა, თავისი წითელი ბაფთით, რომ ვიხსენებ ცუდად ვხდები.
როგორც იქნა ჩავიცვი და ჩავედი პირველ სართულზე სასაუზმოდ, სადაც დეიდა არ დამხვდა. რა მექნა მაცივართან მივვარდი და ჯერ ტოსტის გაკეთებას ვაპირებდი, როდესაც თვალში მომხვდა ჩიფსების ორი დიდი ყუთი. ნერწყვი გადავყლაპე და ვცდილობდი არ შემეხედა, რადგან ვიცოდი, თუ მათ შევხედავდი უკვე ვეღარ მოვითმენდი და შევჭამდი, რაც არ შეიძლებოდა, მაგრამ ვეღარ გავუძელი და ჩიფსების ყუთებს ხელი დავავლე და გავიგონე დეიდაჩემის წაკივლება:
_ ვიკი, გოგო, რაებს ჭამ?! დილით არ იცი რა უნდა შეჭამო? თუ გადაგაყლაპო თეფშიანად ეგ შენი ტოსტი?! ეგ შეგიძლია ლანჩისთვის წაიღო, შენთვის ვიყიდე, მაგრამ დილით ტოსტი ჭამე და მალე წავიდეთ.
_ კარგი დეიდა სოლარ_ ჩემი დეიდა ასეთი გულჩვილია, მართალია ყველაფერი კინაღამ დამამხო თავზე, მაგრამ მაინც თბილია, თან ჩემთვის უყიდია ეს ჩიფსები, როგორი საყვარელია😭.
როდესაც ჭამა დავასრულე ჩანთა ავიღე და მანქანისკენ გავეშურე, დეიდაც მალევე მოვიდა და სკოლისაკენ დავიძარით. გზაში სულ ქალაქს ვათვალიერებდი, აქაურობა თვალისმომჭრელია, ძალიან ლამაზია, მაგრამ ჩემი ტოკიო და იაპონია აგრეთვე უფრო ლამაზია, ვერ ველევი იქაურობას, აქ რა გამაჩერებს სანამ სკოლაში არ დავამთავრებ ღმერთოო შენ მიშველე.
სკოლაშიც მივედით, ძალიან დიდი იყო ლამაზიც, იაპონიის სკოლა მაინც ჯობია!
მანქანიდან გადავედი და დეიდას ლოყაზე ვაკოცე და დავემშვიდობე, მან კი თბილად გამიღიმა და წავიდა.
YOU ARE READING
რა თქვი, რა მქვიაო?
Roman pour Adolescentsარ დაგასპოილერებთ, პროსტა ფიკი ნიკიზეა ცნობისთვის.