თავი 9

78 13 12
                                    

_ნიკი, რას გულისხმობ?_ნერვიულად ვკითხე მას, მაგრამ მიხაროდა, რადგან როგორც იქნა რაღც საინტერესო მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ასევე რაც მინდოდა ის.

_გეღადავები, დაივიწყე რაც გითხარი._თქვა ნიკიმ და სერიოზული სახე მიიღო.

_რა?!_სერიოზულად არ მეგონა თუ ამბობდა, საზიზღარი, მეზიზღება ყველაზე ძალიან.

_რა? გეხუმრებოდი, რა იყო?

_ნიკი, შენ.... მეზიზღები_ეს ვთქვი და ავტობუსიც გაჩერდა, ადგილიდან წამოვხტი  და გარეთ გავვარდი, ტირილი დავიწყე და რომელიღაც კოტეჯში შევვარდი, ისე რომ არავისთვის არაფერი მიკითხავს.

იქვე ახლოს ლოგინს დავემხვე და ვტიროდი, ძალიან მატკინა გული ნიკის სიტყვებმა, მეგონა ის მართლა ამბობდა ამას, მთელი გულით, სანაცვლოდ კი რა მივიღე? ხუმრობა. მეზიზღები ნიშიმურა რიკი, ყველაზე მეტად მთელს დედამიწაზე....


ნიკი pov:

ვიკის რაც ვუთხარი სიმართლე იყო, მაგრამ მეშინოდა მისი რეაქციის და გადავაკეთე ჩემი საქციელი.  სანაცვლოდ კი ვიკიმ ისეთი რამ მითხრა, რამაც გული მომიკლა.

მან თქვა რომ ვეზიზღებოდი, ალბათ თვითონაც ვუყვარვარ და არ ელოდა ასეთ პასუხს, მან ხომ თავისი პირით აღიარა, რომ ჩემთვის კარგი უნდოდა, რადგან ვუყვარდი.

ვაიმე რა უტვინო ვარ, ის უნდა მოვძებნო, აუცილებლად სანამ თვალთახედვიდან მომშორდა.

ეს ვთქვი და ავტობუსიდან ჩამოვხტი, მასწავლებლისთვის არც ი დამიცდია, დავინახე ვიკი როგორ წავიდა კოტეჯებისკენ, ამიტომ გავყევი კოტეჯების გზას, სანაცვლოდ კი უღრან ტყეში ამოვყავი თავი. ღმერთო, აქედან როგორ უნდა გავიდე? ტვინი გამიხმა ისე მშია კუჭის ნაცვლად, თან ვიკიც ვერ ვნახე. 

ბევრი, ძალიან ბევრი ვიარე, ტელეფონიც დამჯდარი მქონდა, აქეთ იქით ვიყურებოდი, იქნებ გამოვსულიყავი ამ ტყიდან მაგრამ ამაოდ, რა დროსაც დავინახე გოგონა, რომელიც ტყესთან ახლოს ტბის ნაპირთან იჯდა ხის სკამზე. როცა მივუახლოვდი მისი ფიგურა უფრო კარგად დავინახე და ეს გოგო ვიკი იყო, რომელიც ცრემლებისგან იღვრებოდა და თვალები ჩაწითლებოდა.

მასთან ახლოს მივედი და მხარზე ხელი დავადე, რა დროსაც შეკრთა და უკან გამოხედა, ჩემი სახე როდესაც დაინახა, წამოიყვირა:

_ნიკი აქედან წადი, შენი დანახვაც კი არ მინდა._მის ხმაში კარგად სჩანდა სევდისა და ასევე სიძულვილის ნაზავი, რომლებიც ჩემს თვალებს უყურებდნენ. ნუთუ მას მართლა ვძულვარ?

ვიკი pov:

ტბასთან ვზივარ და ადამიანს ვუყურებ, რომელმაც რამოდენიმე ხნის წინ გული საშინლად მატკინა, მე ის არ მძულს, მაგრამ აღარ ვგრძნობ მის მიმართ მიჯაჭვულობას ისევ, ადრე ამას ვგრძნობდი. მან გული საშინლად მატკინა.

_ვიკი მაპატიე...

_ეს ის არის რისი თქმაც მხოლოდ შეგიძლია? საშინლად იქცევი, საზიზღრად მექცევი. ერთ წუთს მეუბნები რომ გიყვარვარ, მეორე წუთს კი მეხუმრები. მე შენი სათამაშო ვარ? მგონი ბარბის თოჯინას არ ვგავარ, რომელსაც რასაც გინდა იმას გაუკეთებ._ვთქვი და თვალებიდან ცრემლები გადმოვუშვი.

_შენ სათამაშო არ ხარ.... შენ განსაკუთრებული ხარ, რომელიც მე ავირჩიე და უნდა გაიგო.

_გგონია ამას მეტყვი და შემდეგ მიმაგდებ? შენი არ მჯერა, კამერას ან რამეს ხომ არ მალავ რომ მერე დამცინო?

ხმა აღარ ამოუღია, სანაცვლოდ მე რასაც ვგრძნობდი ის ვთქვი. ეხლა მის წინ ვდგავარ და მის თვალებს ვუყურებ, რომლებიც სულ სხვა რამეს მეუბნებიან, ჩემი ტვინი კი სულ სხვას.

_არ გჯერა? მაშინ ამას თუ დაიჯერებ_თქვა და მომიახლოვდა.

არ ვიცოდი რას აპირებდა, რა უნდოდა, ისევ უნდა მოვეტყუებინე? ის კი კიდევ უფრო ახლოს მოდიოდა, გაჩერდა, როცა ჩვენი ცხვირები ერთმანეთს ეხებოდა, შემდეგ კი მისი ტუჩები ჩემსას შეახო. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, მაგრამ მხოლოდ ერთ რამეს ვგრძნობდი ეხლა, ის სიმართლეს ამბობდა, მას ვუყვარდი და მეუბნებოდა, მაგრამ მე ვერ ვგებულობდი.

ამიტომ ხელები მხრებზე მოვხვიე და მეც იგივე გავაკეთე.......

________________________________________________________________________________

ძალიან მოკლე თავია, მაგრამ სათქმელი რაც მინდოდა ვთქვი

ცოტა ვიქრინჯებოდი ამის დაწერისას, რადგან ასეთი ფიკი არასოდეს დამიწერია

შეცდომები დაიკიდეთ

გნახავთ ხვალ ან ზეგ

ბაი ბაი

რა თქვი, რა მქვიაო?Where stories live. Discover now