მოულოდნელი ზარი

887 27 1
                                    

 ენჯი

ჩანთა კაბინეტში დავტოვე და დარბაზში გავედი, სადაც პირველი სტუმრები უკვე მიეღოთ და ყავის სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. ჩემი საყვარელი სურნელი. ამას თუ დავუმატებდით წიგნის სურნელს, მოგუზგუზე ბუხარს და ფანჯრის მინაზე წვიმის წვეთების ხმაურს, ჩემთვის იდეალური გარემო შეიქმნებოდა. სამწუხაროდ, კაფეში ბუხარი არ იყო, მაგრამ წვიმის წვეთების ხმაურით შემოდგომის ბათუმი ხშირად გვანებივრებს.

 -ენჯი, შეიძლება ერთი წუთით? - ოცნებიდან რეალობაში დამაბრუნა საბამ, ჩვენმა კონსულტატმა. რაღა კონსულტატი, ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებდა, რასაც ვთოვდი. ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ჩემი ფიქრების წაკითხვაც შეეძლო.

 -გისმენ, საბა, - ვუპასუხე ღიმილით.

 -მკითხველთა კლუბიდან დარეკეს, - დაიწყო საბამ, - ამ თვის ბოლოს სტივენ კინგის დაბადების თარიღთან დაკავშირებით სურთ, კინგსის შემოქმედების მოყვარულთა შეკრება ჩვენს კაფეშ მოაწყონ. რაღაც გათამაშებაც იქნება. გამარჯვებული, რაღა თქმა უნდა, კინგსის წიგნებით დაჯილდოვდება, - ცინიკურად გაიცინა საბამ და ხელები გაშალა. არ უყვარდა კინგი და მისი შემოქმედება. 

 კინგის იუბილესთან დაკავშირებითო... მოიცა გავიხსენო. თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ, 1947 წლის 21 სექტემბერს დაიბადა (დიახ, ასე მარტივად მამახსოვრდება ინტერნეტში წაკითხული ინფორმაცია. ვაღიარებ, მათ შორის ბევრი ნაგავია, მაგრამ ჩემს ტვინს Delete ღილაკი, სამწუხაროდ, არ აქვს). მობილურში კალენდარს დავხედე. ანუ, თუ შეთანხმება შედგებოდა, პარასკევი კინგისთვის უნდა დაგვეთმო, მე და ლაიას კი პარასკევისთვის სხვა გეგმები გვქონდა. გვინდოდა...

 -მაგრამ არის ერთი პრობლემა, - ფიქრი გამაწყვეტინა საბამ, - უნდათ, დღის ბოლოს კინგსის წიგნების მიხედვით გადაღებული ფილმების ჩვენება გამართონ, ჩვენ კი, მადლობა ღმერთს, კინოთეატრის ფუნქციებს არ ვითავსებთ.

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now