სტუმრად კაფეში

261 13 0
                                    

21/09/2018 წელი, პარასკევი

 კაფეში რვა საათისთვის მივედი. შიგნით უკვე სტუმრების სიმრავლე შეინიშნებოდა. კარი შევაღე, სასიამოვნო მუსიკა და სითბო ერთდროულად შემომეგება, რაც სექტემბრის საღმოსთვის დამახასიათებელი სუსხის გამო მესიამოვნა. ნინია შორიდან მომესალმა და მეორე სართულისკენ მანიშნა. პასუხად მეც გავუღიმე და კიბეს ავუყევი. მეორე სართულზე, დარბაზში უკვე შეკრებილიყვნენ კინგის შემოქმედების მოყვარულები და ხმადაბლა კამათობდნენ. ცენტრში ის ბიჭ დავლანდე, რომელთან ერთადაც გუშინ ნინია და ენჯი დავინახე. მერე დარბაზს თვალი მოვავლე, თვალებით ენჯის ვეძებდი. განცალკევებით იდგა, საშუალო ასაკის მამაკაცთნ ერთდ და მშვიდად საუბრობდა. თმა ზევით აეკრიფა და მსუბუქი მაკიაჟი გაეკეთებინა. ჩემი დაჟინებული მზერა იგრძნო, მოსასუბრეს დაემშვიდობა და ჩემკენ ღიმილით წამოვიდა. კლასიკური შსარვალი და პიჯაკი ეცვა. ძალიან ელეგანტური იყო.

 -გამარჯობა, - ღიმილითვე მომესალმა, ამათვალიერა და ყოყმანით გააგრძელა, - მთლად კინგის გამო მოსულს არ ჰგავხარ.

 -უფრო უფასო ყავამ შემომიტყუა, - ვაღიარე, - თან მინდოდა, მენახე.

 შევამჩNიე, რომ სახეზე კმაყოფილებამ გადაურბინა და ტალები სიხარულით აენთო, მაგრამ მალევე მოშორა ემოცია. იქვე მდგომ თანამშრომელს რაღაც გადაულაპარაკა და მშვიდად გამიძღვა წინ.

 -დრო არ მაქვს, რომ ყურადღება მოგაქციო, მაგრამ ყავა შეგეილია მიირთვა, - მაგიდისკენ მიმითითა ენჯიმ, - შიგადაისგ მეც შემოგიერთდები.

 ენჯი სტუმრებს შეერია, მე კი მაგიდასთან დავჯექი. ვცდილობდი, გონება დამეძბა და დარბაზში მოსაუბრე ხალხისთვის მესმინა, ან რამე გამეხსსენებინა კინგთან დაკავშირებით, მაგრამ ენჯის გარდა, ვერაფერს ვხედავდი. ახლა ალბათ საკუთარი სახელის თქმასაც ვერ შევლებდი. ვუყურებდი, როგორ საუბრობდა, მოძრაობდა, იღიმოდა - ყველაფერს იდეალურად აკეთებდა. მთელი საღამო მას ვაკვირდებოდი. ფიქრებში ჩაირულმა ვერც კი შევამჩნიე, როდის მომიახლოვდა გოგონასთან ერთდ, რომელსაც ყელზე პროფესიონალური ფოტოაპარატი ჩამოეკიდა და ინტერესით მაკვირდებოდა. 

 -ლევან, ეს ლაიაა, ჩემი საუკეთესო მეგობარი, - მერე ელაიას წარუდგინა ჩემი თავი, - ლაია, ეს ლევანია.

 -სასიამოვნოა, - თავი დავუკარი ლაიას.

 -ჩემთვისაც, - ხელ გამომიწოდა, მერე ენჯის გადახედა და ყოყმანით მკითხა: - შეიძლება, ფოტო გადაგიღო?

 -იცით, მე არ ვარ კარგი მოდელი, - წარბები შევკარი უკმაყოფილების გამოსახატავად, - დამიჯერეთ, არც ფოტოგენური ვარ.

 -ჯერ ერთი, შენობით ვისაუბროთ, - ჩემ თვალიერებას მოურიდებლად განაგრძობდა, - მეორეც, შეიძლება, არ იცი, მაგრამ კარგი მასალა ხა ფოტოგრაფებისთვის. დამიჯერე!

 -ლაია, შეეშვი, რა... - საუბარში ჩაგვერია ენჯი, - სხვა ვინმე ნახე შენი ფოტოებისთვის.

 -კარგი, როგორც გინდა, - გაიბუტა ლაია, ცოტა ხანშ ისევ მომიბრუნდა, - არც დაბადების დღეზე წამოხვალ?

 -რა დაბადების დღეზე? - წამში  გამოვფხიზლდი.

 -ჯანოს, ჩვენს მეგობარს დაბადების დღე აქვს, დღეს უნდა დავადგეთ, თორმეტზე. წამო, გაერთობი.

 -მერე ეს საღამო? - ვკითე, თან ენჯის გადავხედე. თვითონ არაფერი უთქვამს, იქნებ არ უნდოდა ჩემი წასვლა?

 -აქ მალე ფილმის ჩვენება უნდა დაიწყოს და ჩემი აქ ყოფნა სსავალდებულო აღარაა, - ამიხსნა ენჯიმ, - სურვილის შემთხვევაში შეგიძლია წამოხვიდე, თუ, რა თქმა უნდა, სხვა გეგმები არ გაქვს.

 -უხერხული ხომ არ იქნება? - მაინც დავაზუსტე.

 -არ იქნება. ჯანო ჩვენი საუკეთესო მეგობარია, გაუხარდება შენი გაცნობა, - ლაიამ მიპასუხა ენჯის ნაცვლად.

 -კარგი, წამოვალ. ახლა წავალ და პირდაპირ იქ მოვალ, - გასასვლელისკენ დავიძარი, უცცებ მოვბრუნდი, - მისამართი რომ არ ვიცი?

 -ენჯი მოგწერს, - ისევ ლაიამ მიპასუხა ნაცქარევად. ვგრძნობდი, უნდოდა მალე წავსულიყავი, რომ ენჯისთან ელაპარაკა. იმასაც მივხვდი, მთავარი სასაუბრო თემა ვინც იქნებოდა - თქვენი მონა-მორჩილი ლევან ბონდი.

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now