მწარე სიმართლე

248 12 0
                                    

კლუბში მისულს ახალი ამბავი დამხვდა - სამსახურიდან გამათავისუფლეს. ასე, რა! ახლა შემმიძლია ახალი ცხოვრება დავიწყო. ვანო ჩემმა რეაქციამ აშკარად გააკვირვა, ალბათ ეგონა, ხვეწნას დავუწყებდი სამსახურში  დასაბრუნებლად. მაინც წაამოსვლას ვაპირებდი, შეიძლება, ერთი-ორი თვეც მემუშსავა, სანამ ახალ სამსახურს ვიშოვიდი. ნებისმიერ შემთხვევაში კლუბს უნდა მოვშორებოდი და სერიოზული სამუშაო მეპოვა. ცოტა დანაზოგი მქონდა და მანამდე თავს გავიტანდი.

 საღამოს პიცა შევუკვეთე და სანდროს მოსვლამდე ნოუთბუქი ჩავრთე. სოციალურ ქსელს გადავხედე. ,,შეტყობინების თხოვნა'' ენჯის შეტყობინება აღმოჩნდა - ,,მაპატიე''. ვერ გავიგე, რისთვის მთხოვდა პატიებას.  შეტყობინებას მალე მოჰყვა ფოტო. ფოტო ღიმილით გავხსენი. შავ ფონზე თეთრი ასოებით ეწერა: ,,მოიწყინე? უბრალოდ, გაგზავნე ტექსტი ,,მე ორსულად ვარ'' ნებისმიერ ნომერზე''. გავშეშდი. ვგრძნობდი, როგორ მომეყინა სახეზე ღიმილი, ვცდილობდი, ფოტოზე წაკითხული წინადადება გამეაზრებინა. ტყუილი ყველაზე საზიზღარი ფორმით - რომ გაერთო და სხვას დასცინო. ორი რამ, რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტანდი - ტყუილი და საკუთარი გართობის (თუ მოწყენილობის) გამო სხვების აბუჩად აგდება. რა საზიზღრობაა! რომ მატყუებდა, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ამ მიზნით?!. საშინლად გაბრაზებული ვიყავი. არა, გაბრაზებული არა, გულდაწყვეტილი. აღმოჩნდა, რომ ენჯი სულაც არაა ანგელოზი.

 არ ვიცი, რამდენ ხანს ვიყავი კომიუტერზე მიშტერებული. სანდრო მადგა თავზე და მანჯღრევდა. დაბნეულმა ავხედე.

 -რა გჭირს? ხუთი წუთია გელაპარაკები და არ მპასუხობ, - ბუზღუნებდა და პიცას ჭამდა, - პიცაც გაციებულა.

 -ბათუმში უნდა წავიდე, ახლავე! - წამოვვარდი და საძინებელში გავიქეცი.

 -რა ჯანდაბა გჭირს, არ იტყვი? - უკან გამომყვა შეშინებული სანდრო.

 -კომპიუტერს შეხედე, - ვანიშნე და მისაღებში გავედი. სანდრო კომპიუტერს მიაჩერდა და როგორც სჩვევია ხოლმე დაბნეულობის დროს, პირი დააღო. - სანდრო, სადაა შენი მანქანის გასაღები?

 -არავითარი მანქანა და ბათუმში წასვლა! - გონს მოეგო სანდრო. - ისედაც ხომ ეჭვობდი, რომ გატყუებდა, რამ გაგაგიჟა? მოისვენე ახლა და დაჯექი.

 -ახლავე უნდა წავიდე! - განვაგრძე გასაღების ძებნა.

 -რომ გეუბნები, დაჯექი-მეთქი! - ხელის კვრით დამსვა სანდრომ დივანზე და თავზე დამადგა. - შენი ცემაც რომ მომიწიოს, მაინც არ გაგიშვებ.

 -სანდრო, გამიშვი, - ვუთხარი ჩმად, თან მის გაბარიტებს ავხედე. თავისუფლა მცემდა, ერთი თავით ჩემზე მაღალი იყო და რაც თავი მახსოვს, კუნთების თამაშით იწნებდა თავს. ერთხანს კრივზეც დადიოდა და სულაც არ მინდა, მისი მუშტისაგან დაზიანებული ცხვირის გამო საავადმყოფოში მოვხვდე. წამიერად ისევ ედრიენ ბროუდი და მისი ცხვირი გამახსენდა და წარბები შევკარი.

 -ჯერ დამშვიდდი და მერე ერთად წავიდეთ, - არ მომცა ადგომის საშუალება, - მეც წამოვალ. დღეს ჩამოხვედი და ამხელა გზაზე ისევ საჭესთან მარტო ვერ გაქაჩავ, შეიძლება, სადმე ჩაგეძინოს. არ ღირს შენი ენჯი ამად.

 ამ სიტყვების მოსმენაზე გული დამწყდა. მართლა არ ღირდა? მხოლოდ მეთამაშებოდა და ერთობოდა? სანდრო მართალი იყო - მარტო ვერ წავიდოდი. Facebook-ზე და მობილურში ენჯის შეტყობინებები დამხვდა. ყველა წაუკითხავად წავშალე. მის ზარებსაც არ ვუპასუხე. შევეცადე, დავმშვიდებულიყავი და ცოტა დამეძინა. სანდროს გეგმის თანახმად, დილით ბათუმში უნდა წავსულიყავით.


პ.ს დღეს უკვე მე-11 თავია. ვფიქრობ საკმარისია<3

მოპარული სიყვარულიWhere stories live. Discover now